epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/Nogaideli_zura_580895584-150x130.jpgზურაბ ნოღაიდელმა “ჭადრაკის სასახლეში” შეკრებილ ამომრჩევლებს, ეროვნული საბჭოს კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ანაბრების დაბრუნების სქემა გააცნო. როგორც მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა შეხვედრაზე განაცხადა, მოხდება ანაბრების აღწერა და ინდექსაცია, რის შემდეგაც მეორე წელსვე დაიწყება მოსახლეობისათვის ანაბრების დაბრუნება. “აღწერის შემდეგ, მეორე წელსვე, დავიწყებთ ანაბრების დაბრუნებას და პირველ რიგში ისინი დაუბრუნდება მათ, ვინც მეტად ასაკოვანია და ნაკლები შემოსავალი აქვს“ – განაცხადა ნოღაიდელმა მანვე ქვეყანაში ჯანდაცვის, განათლების და სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ხელისუფლებას ამ კუთხით ფულის ჩადებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, დღეს ყველაზე მეტ ფულს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებაში დებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული საბჭოს ლიდერებმა, პარლამენტის წინ აქციაზე გადაინაცვლეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts