epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/matias_iorSi5-150x150.jpgევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი მათიას იორში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. პარლამენტში დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იორში პარლამენტის სპიკერს დავით ბაქრაძეს შეხვდა. როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ იორშმა განუცხადა, მათ განიხილეს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს ჯერ არ განუხორციელებია. იორშის თქმით, არის გარკვეული პრობლემები ეროვნულ უმცირესობეთთან, რელიგიურ საკითხენთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა მოაგვაროს საქართველოს პარლამენტმა, მაგრამ ევროსაბჭო და მონიტორინგის კომიტეტი იქნება ჩართული ამ პროცესში და უზრუნველყოფს ინფორმაციას, თუ როგორ წყდება ეს პრობლემები ევროპულ ქვეყნებში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts