epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/auqcioni1-150x1501.jpgსაქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა. როგორც “ექსპრესნიუსს” კორპორაციიდან აცანობეს, კორპორაცია პოტენციურ მყიდველს სთავაზობს ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ, ხელმისაწვდომ გაზს ჯამში ერთი მილიონი (1 000 000) მ3 მოცულობით. გაზის მიწოდება განხორციელდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე (სოფელი პატარძეული) არსებულ საზომ პუნქტში. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1 000 (ათას) მ3 გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 230 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება ის მონაწილე, რომელიც 1 000 (ათასი) მ3 გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს. აუქციონი ხვალ 16:00 საათზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიაში ჩატარდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts