epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/daviTaSvili-koba-parlamentTan-150x130.jpg“ხალხის პარტიის” მიერ ინიცირებული 4 კანონპროექტის განხილვა უკვე მეორედ, კვლავ ორი კვირით გადაიდო. 4 კანონპროექტის დამტკიცების მოთხოვნით “ეროვნულმა საბჭომ” დღეს პარლამენტის წინ აქცია გამართა. Kკანონპროექტები ჯერ კიდევ ორი კვირის წინ უნდა განხილულიყო, თუმცა მისი განხილვა დღეისათვის იყო გადადებული და დღეს მისი განხილვის ვადამ კვლავ გადაიწია. როგორც აქციაზე, “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა მოსახლეობისათვის მიმართვისას განაცხადა, ორი კვირის შემდეგ ეროვნული საბჭო ამომრჩევლებთან ერთად კვლავ შეიკრიბება პარლამენტთან და კანონპროექტების მიღებას მოითხოვს. “ახლა ის პერიოდია, როცა შეიძლება ხელისუფლებას რაიმე სასარგებლო გამოსტაცო,რადგან მათ სწორედ არჩევნების წინ ეშინიათ აქციების,ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით და ბოლომდე დავიცავთ მოსახლეობის უფლებებს”, _ განაცხადა კობა დავითაშვილმა. კანონპროექტები 5 წლით საპენსიო ასაკის დაწევას, მცირემეწარმეთათვის ფიქსირებული გადასახადების დაწესებას, საარჩევნო ბარიერის 50%+1 გაზრდას და საარჩევნო კომისიებში პარიტეტს ითვალისწინებს. აქციაში მოსახლეობასთან ერთად, ეროვნული საბჭოს ყველა პარტია და ლიდერი მონაწილეობდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts