Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბაქრაძე შვედეთის აუდიტორული ოფისის თავმჯდომარე იან ლანდალს შეხვდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakradze-davit2-150x130.jpg

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვედეთის აუდიტორული ოფისის თავმჯდომარე იან ლანდალს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს კონტროლის პალატის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს და ასევე, საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის აუდიტორულ ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ისაუბრეს, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება.

 

 

მემორანდუმის თანახმად, შვედეთის სახელმწიფო საქართველოს კონტროლის პალატას 7 მილიონ შვედურ კრონს გამოუყოფს. დახმარება ითვალისწინებს კონტროლის პალატაში ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიისა და კადრების განვითარების სისტემის დანერგვას, აუდიტის პროცესში პროგრამული ტექნოლოგოების გამოყენებას და სხვა საკითხებს.

 

 

კონტროლის პალატის რეფორმების პროცესს მხარს შვედეთის აუდიტორული ოფისი დაუჭერს.

 

 

ამასთან, შეხვედრას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

შვედეთის აუდიტორული ოფისის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი 26 მარტს დასრულდება.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...