Jump to content
Planeta.Ge

,,ერთმორწმუნე'' რუსეთი, საქართველოს ყველაზე ვერაგი და მუხტალი მტერი ისტორიის მანძილზე


Recommended Posts

წაიკითხეთ იოანეს გამოცხადების თავები (მე-6 და მერეც) , შეადარეთ ფერები "ცხოველებისა, რომლებიც მშვიდობის შესამუსრავად იბრძვიან, მერე ნახეტ ხვა თავების ზღვებისა და ქარიშხლების ძალების მფლობელ მრავალ ერებზე რომლებსაც ოსანა აქვტ წარწერილი უფლის სახელიტ ყველა ტავიანტ სიმბოლოზე ... ამაზე ჯერ კიდევ 2000 წლის წინ წერდა უფლის ნებით ნათელხილული იოანე.

 

კომანის ტრაგედია (მორჩილი მარიამი):

1993 წლის 5 ივლისია (35 ქართველი მებრძოლი პირისპირ აღმოჩნდა 1500 კაციან კბილებამდე შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ, დნესტრელ გენერალ ლებედის ხელმძღვანელობით. მათთან იყვნენ ჩეჩნები, სომხები, კაზაკები და ათასი სხვა არამზადა. დახმარებას არსაიდან არ მოელოდნენ. არც სოხუმი ეხმარებოდათ. უკან დახევა აუცილებელი იყო. მაგრამ მაიორმა ზაზა პაკელიანმა და ბატალიონის წევრებმა კომანი არ მიატოვეს. სულით არ დაცემულან და სიკვდილს თვალებში ჩახედეს: გუნტერ გულედიანმა, ანზონ სუბელიანმა, ეგნატე კვიციანმა, თამაზ ჩხეტიანმა, ადამ გვიჩიანმა, ვალოდია და მალხაზ კახიანებმა, გოგი და ზაური გვიჩიანებმა, მერი პაკელიანმა, ალექსანდრე გამსახურდიამ, ელგუჯა გვიჩიანმა... საუკუნოდ იყოს ხსენება მათი! ყველასგან განწიურლი კომანი დაეცა). კომანი ჩაიკეტა. მტერმა სოფელი ალყაში მოაქცია. სიკვდილის რეალური საშიშროება ძალიან ახლოს იყო. მამა ანდრიამ ყველას მოგვიწოდა, ქრისტიანული ღირსებით და მორჩილებით მიგვეღო ღვთის მიერ ჩვენზე დაშვებული ეს ყველაზე მძიმე განსაცდელი.

 

როდესაც მტერი კომანში შემოვიდა და ჩვენთვის უცნობი ხმები ეკლესიის შორიახლოს გაისმა, ვიგრძენით, თუ რა ახლოს იყო სიკვდილი. ამ გაუსაძლის წუთებშიც კი მამა ანდრიას სახეზე სიმშვიდე აღბეჭდოდა. მისი მშვიდი გამოხედვა გვამშვიდებდა და გვაძლევდა საშუალებას სულიერად უფრო ღრმად ჩავწვდომოდით იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა. თითქოსდა ჯოჯოხეთის მთელ ძალებს ეკლესიის გარშემო მოეყარათ თავი. უცებ ყვირილის ხმა მოგვესმა. დაჭრილები დახმარებას ითხოვდნენ. მამა ანდრია, დაიყოვნებლივ, ტყვიების წვიმის ქვეშ მათკენ გაეშურა. დახმარებას ითხოვდნენ კომანის ინვალიდთა სახლის მოხუცები. სულ მალე ბრძოლამ პირდაპირ ეკლესიის ეზოში გადაინაცვლა

ღამის 3 საათია. „ყოველ წუთს უნდა ველოდოთ სიკვდილს. მოვემზადოთ აღსარებისა და ზიარებისათვის“ - თქვა მამა ანდრიამ. ჩავაბარეთ აღსარება. მამა ანდრიამ საკურთხევლიდან გამოიტანა ბარძიმი და უკანასკნელად გვაზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს.

 

მორჩილი მარიამი:

მამა ანდრია სიმშვიდეს ინარჩუნებდა, როდესაც გამოგვიცხადა „მოემზადეთ აღსარებისათვის“. მან თითოეული ჩვენგანისაგან ჩაიბარა აღსარება და ყველანი გვაზიარა. ზიარების შემდეგ მან სიჩუმისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისაკენ მოგვიხმო, რათა ჯოჯოხეთში, რომელიც ჩვენს გარშემო გამეფებულიყო, შეგვძლებოდა მოგვესმინა ჩუმი, მაგრამ მუდამ ძლევამოსილი ხმა მარადისობისა... ეს წუთები დაუვიწყარი იყო... მამა ანდრიას სხივმოსილი სული, ჩვენთვის უცნობი, იდუმალი ძალით გრძნობდა ჩვენდამი ქრისტეს უნაზეს სიყვარულს, ხედავდა მის ღვთაებრივ ნათელს და „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (იოანე 1, 5). დაგვეუფლა ისეთი შეგრძნება, თითქოს მამა ანდრია სხვა განზომილებაში იმყოფებოდა, სადაც მეფობს ჰარმონია და სილამაზე. ჯოჯოხეთის მთელი ძალები, ერთად აღებული მას ვერაფერს დააკლებს, რადგანაც წყარო ამ ენითაუწერელი სილამაზისა და ნეტარებისა არის თვით უფალი ჩვენი - მარადიული და უცვლელი ღვთაება.

 

მონაზონი მარიამი:

დილის ხუთის ნახევარია. ალყაში მოგვაქციეს. ყვიროდნენ, კარები გაგვეღო. მამა ანდრიას კურთხევით ჩემმა მეუღლემ, იურიმ (აფხაზი, სპეტაკი სულის უარრესად კეთილშობილი ადამიანი, ეკლესიის მშენებელი გვარად ნინუა), კარები გააღო. ის ცემით გაიყვანეს. ურტყამდნენ ავტომატის კონდახებს. მას მერე ჩვენ იური აღარ გვინახავს. ის უკვალოდ დაიკარგა.

მორჩილი მარიამი:

ცოტა ხნის შემდეგ მამა ანდრიაც გაიყვანეს ტაძრიდან. მამა ანდრიამ სრული მორჩილებით და შინაგანი ლოცვით შესვა ის ფიალა, რომელიც ხვდა წილად ღვთის შეუცნობი განგებულებით. ის სრული უწყინარობით დაემორჩილა თავის ხვედრს და გმირულად შეხვდა მოწამეობრივ სიკვდილს.

 

მონაზონი მარიამი:

მამა ანდრია ტაძრიდან გაიყვანეს. უთხრეს, რომ ისინი მას მოკლავდნენ. როგორც შემდეგ გავიგეთ, მამა ანდრია მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ ის წინ დაცემულიყო, როგორც ეს ჩვეულბრიც ასეთ დროს ხდება, მამა ანდრია ზურგით დაეცა. მან თავი არ მოუდრიკა მკვლელებს. მთელი ოცი წუთის განმავლობაში სისხლი ნაკადულივით მოედინებოდა.

 

შემდეგ დაიწყო ჩვენი ტანჯვა-წამება. ბრალს გვებდნენ, ვითომ ჩვენ ეკლესიის სახურავიდან ვისროდით. „ბოევიკების“ უმეტესი ნაწილი ნარკოტიკებით იყო გაბრუებული, რაზეც მათი თვალები მეტყველებდა. ისინი ილანძღებოდნენ, ყვიროდნენ და გვემუქრებოდნენ. შემდეგ დაიწყეს ყველაფრის წაბილწვა, რისიც შეეძლოთ. გადააბრუნეს წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი. ეძებდნენ განძს...

მამა ანდრიას და იურის ტაძრიდან გაყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ ახალგაზრდა შემოვიდა და თქვა: „მათ თქვენი მოძღვარი მოკლეს“. გაოგნებულები, სასწრაფოდ გავედით ეკლესიის ეზოში. მამა ანდრიას სხეული მიწაზე იდო. მის სახეს ღვთივკურთხეული, ოდნავ შესამჩნევი, ნაზი ღიმილი დასთამაშებდა.

 

მორჩილი მარიამი:

მამა ანდრიას ნახევრად დახუჭული თვალები სავსე იყო ენითაუწერელი ნეტარებით. სხივმოსილი ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს. ის იყო ათინათი მაღალი პოეტური სიყვარულისა და დიდებისა. მამა ანდრიას უსულო, ბავშვივით მსუბუქი სხეული აღსავლის კარებთან დავასვენეთ.

 

მონაზონი მარიამი:

მთელი ღამე ლოცვაში გავატარეთ. მიცვალებულს სახეზე, ხელებზე და ფეხებზე ნაკურთხი ზეთი წავუსვით. მარცხენა ხელში ფსკვნილი ჩავუდეთ, რომელზეც მთელი 24 საათის განმავლობაში ლოცულობდა. მისი სახე ძალიან ლამაზი იყო.

 

მორჩილი მარიამი:

მოხდა საოცრება... ივლისის თაკარა სიცხე იდგა. მაშინ, როდესაც ასეთ სიცხეში, მიცვალებულის სხეული, ჩვეულებრივ, სწრაფად უნდა გახრწნილიყო, მამა ანდრიას სხეული უხრწნელი რჩებოდა. სისხლი, რომელიც მკვლელობის ადგილას ვიპოვეთ, არ დედდებოდა, ხოლო ჭრილობიდან ისევ ისე მოედინებოდა. ამ სასწაულს აფხაზები ჩვენზე ნაკლებად არ გაუოცებია. ბევრი მათგანი შენდობას ითხოვდა, წუხდა და თვალებზე მომდგარ ცრემლს ვერ მალავდა. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც სურდათ მამა ანდრიას მკვლელთან ანგარიშის გასწორება, რაზეც ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი წავედით. ჩვენ ვუხსნიდით, რომ მამა ანდრია ამის უფლებას არასოდეს მოგვცემდა. „ბოლომდე მიენდეთ უფალს, მის წმიდა ნებას“ - იტყოდა იგი. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ აფხაზებმა შეგვატყობინეს, რომ მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქდა. მან მარჯვენა ხელ-ფეხი დაკარგა. მამა ანდრიას ლოცვით უფალმა ის ცოცხალი დატოვა. მისცა სინანულის შესაძლებლობა, თუკი მკვლელი ღრმა სინანულს მიეცემა, შეეძლება გამოისყიდოს ეს მძიმე, ჩვენთვის სამწუხარო ცოდვა.

 

მონაზონი მარიამი:

„მამა ანდრიას სიკვდილი, ამ ბრძოლაში, გარდატეხის მომენტი იყო. მე ასე მგონია, რომ მან თავისი უმანკო სისხლით, მთელი საქართველოს ცოდვები გამოისყიდა... ჩხუბით, ყვირილით, ლანძღვით შემოვარდებოდნენ ტაძარში აგრესორები, მაგრამ როგროც კი დაინახავდნენ სისხლში მყოფ მამა ანდრიას სხეულს, მომენტალურად ჩერდებოდნენ და დარცხვენილები ტაძარს ტოვებდნენ. რის დამალვასაც ისინი ვერ ახერხებდნენ... იმ ღამით, მე და ჩემმა ქალიშვილმა მანანამ ვერ დავიძინეთ. ვლოცულობდით მამა ანდრიას სულისათვის... აფხაზები ხელში ავტომატებით გვიყურებდნენ და გაოცებასა ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ ჩვენ მათი არ გვეშინოდა. ჩვენ ძალას გვაძლევდა და ასეთი უშიშარი გაგვხადა ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ და მისმა წმიდანებმა: წმ. იოანე ნათლისმცემელმა, წმ. იოანე ოქროპირმა და წმ. მოწამე ვასილისკომ, რომლებიც უხილავად იმყოფებოდნენ ტაძარში და ხილული თუ უხილავი მტრებისაგან გვიცავდნენ.“

 

დილით მოსკოვიდან ბრძანების დეპეშა მოვიდა. „წმიდა იოანე ოქროპირის ტაძარი მსოფლიო მნიშვნელობისაა. არც ტაძარი და არც მისი საკუთრება არ უნდა დაზიანდეს. გააძლიერეთ დაცვა. ტაძრის მსახურთ ხელი არ ახლოთ“. ...

 

მეგობრებო: ახლა ხომ გესმით, რომ ამ ძაღლმა მოსკოველმა სატანის მსახურებმა იცოდნენ კომანის ეკლესიის ტრაგედიაზე, და.. მისი ქარტველი მღვდელმსახურების განადგურების შემდეგ "სატანურად გათვლილ დროში გადმოაგდეს ბრძანება - ქართველი და აფხაზი მღვდელმსახურნი დახვრეტილნი არიანო და ახლა ჩვენ რომ არ დაგვბრალდეს, ბარე ამ ტელეგრამას გავგზავნითო.. ესაა მოსკოველი ღორების სივერაგე, თავიდანვე ხომ შეეძლოთ უმკაცრესად გაეფრთხილებინათ ყველანი გენერალ ლებედის ტაოსნობიტ, რომ არ შეხებოდნენ "მირავოი ზნაჩენიეს მქონე" ეკლესიას.

 

ამ უმძიმესი ცოდვის საფასურს რუსი სახელმწიფო მიიღებს მუდმივი ტანჯვით, რომელიც მას დაპყრობილი ბინებრივი ზღაპრული სიმდიდირის სიკეთისატვის გამოყენების უნარს, საზოგადოების განვიტარების თვისებას წაართმევს და დააბრმავებს ტავისივე ცოდვაში მონანიების უნარის წართმევით, მერე კი რეალობის აღთქმის უნდარის გაქრობით - ესაა უმძიმესი სასჯელი უფლის მიერ ცოდვილტათვის განკუთვნილი![/color]

“… და რაჟამს აღაღო მეორე ბეჭედი, მესმა მეორისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მოვედ!

 

და გამოვიდა სხუაჲ ცხენი წითელი, და მჯდომარესა მას ზედა მიეცა აღებად მშჳდობაჲ ქუეყანით, რაჲთა ერთმანერთი მოსწყჳდონ, და მიეცა მას მახჳლი დიდი.

 

და რაჟამს აღაღო მესამე ბეჭედი, მესმა მესამისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე! და აჰა ცხენი შავი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ჴელთა მისთა უღელი. და მესმა ჴმაჲ შორის ოთხთა მათ ცხოველთაჲსა, რომელი იტყოდა: სამადგანი იფქლი - დრაჰკნის, და სამი სამადგანი ქერი - დრაჰკნის, და ღჳნოსა და ზეთსა ნუ ავნებ.

 

და რაჟამს აღაღო მეოთხე ბეჭედი, მესმა მეოთხისა ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე, და აჰა ცხენი მწუანე, და მჯდომარესა მას ზედა სახელი მისი სიკუდილი; და ჯოჯოხეთი შეუდგა მას, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ მეოთხედსა ზედა ქუეყანისასა მოსრვად მათდა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მჴეცთა მიერ ქუეყანისათა…”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთმა კი თავისი სულელური მილიარდერთა კურშეველური ვოაჟებით, ევროპაში უდიდესი ინვესტიციების სულელურად არასტრატეგიული დაგეგმარებით ჩაყრით, ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის გაჭირვებულ,ი მოსახლეობის, უკიდეგანო მხარეების იგნორირებით, და რაც მთავარია საქართველოსთან წარუმატებელი ომითა და გამძვივარებული დამანგრეველი კორუპციით ვერ გაუძლო კრიზისს.

 

ყველასათვის ნათელია, რომ ბოროტება არაა დათრგუნული და მისი უდიდესი წყარო რუსეთის სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრებში იქმნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ქვათახევის მონასტრის ბერი გენადი მოგვითხრობს, გაზაფხულზე 60 ყაზახი და 120 სალდათი შემოერტყა შუამთის ტაძრის გალავანს. ამ სამხედრო ნაწილებს თან ახლდა საქართველოს ეგზარქოსი (მღვდელმთავარი). საქართველოს სიყვარულისათვის ფილადელფოს კიკნაძე - კიკნაველიძეს

 

ამ ერთმორწმუნე ეგზარქოსმა ჯვარი ააგლიჯა, მაგრამ ფილადელფოსმა ჯვარი უკან გამოსტაცა. მაშინ იგი მაგრად შებოჭეს თოკით, ბორკილები გაუყარეს, წელსა და ყელზე თოკი გამოაბეს, თოკის ბოლო ცხენზე მჯდარ ყაზახს მისცეს და ასე გაუყენეს თბილისის გზას შუამთიდან. იგი 32 დღე მოჰყავდათ ქვეითად, თან შეიარაღებული ყაზახები მოსდევდნენ. თბილისში ჯერ ავლაბრის ყაზარმაში* მოათავსეს. თუმცა საშინელი ნაცემ-ნაგვემი იყო, შეთქმულების აქ მყოფი ყველა მონაწილე მოინახულა, დაარიგა როგორ ელაპარაკათ. ეს რომ გაიგეს, სასწრაფოდ სხვაგან გადაიყვანეს. ფილადელფოსი საპატიმროში უაღრესად მძიმე პირობებში ჰყავდათ. მაგრამ მან ბოლომდე გაუძლო ტანჯვა-წამებას და თავისი პრინციპებისთვის არ უღალატია. რვა თვის პატიმრობის შემდეგ კი სატუსაღოში გარდაიცვალა 1833 წელს. მისი გარდაცვალების შესახებ შტაბ-მკურნალი ნიკოლსკი საგამომძიებლო კომისიას აცნობებდა, რომ ფილადელფოს კიკნაძე-კიკნაველიძე

 

კუჭისა და ნაღვლის ანთებით ავად გახდა 25 აგვისტოს. მკურნალობის შედეგად გამოჯანსაღდა, მაგრამ „2 სექტემბერს ღამით ტანისამოსი მოიშორა და დაავდება კვლავ გამძაფრდა ისე, რომ თვით ძლიერმა საამისო საშუალებებმაც არავითარი შესაბამისი გავლენა არ იქონია. ამის გამო ნაღვლისა და კუჭის ანთებით გარდაიცვალა სექტემბრის 5-ს, ნაშუადღევის 9 საათზე“. რა დამცინავად ჟღერს ეს სიტყვები! ამ დროს ერის სულიერი და პოლიტიკური მოძღვარი ფილადელფოს კიკნაძე- კიკნაველიძე სულ 40 წლისა იყო.

 

რუსეთის იმპერიაში სიკვდილის არავინ დაუსჯიათ ქართველტა მასობრივი ამოხოცვის გამო! . რას უნდა გამოეწვია სისასტიკით ცნობილი ნიკოლოზ პირველის „გულჩვილობა“ და ქართველთა შეწყნარება? საქმე ისაა, რომ რუსეთი მსოფლიოს უმტკიცებდა: საქართველო საკუთარი ნებით შემოგვიერთა და ჩვენ მათი დამპყრობლები კი არა მფარველები ვართო. ახლა კი გამჟღავნდებოდა რუსეთის ნამდვილი სახე. ეს კი არ აწყობდათ. გარდა ამისა, იმ პერიოდში რუსეთს ომი ჰქონდა გაჩაღებული ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან და მათ დამორჩილებას ლამობდა. ბუნებრივია, რუსეთის მეფეს ქართველებთან ურთიერთობის გაუარესება კარგს არაფერს მოუტანდა. ნიკოლოზი თავისი იმპერიული ზრახვების დასაყრდენს ისევ საქართველოში ხედავდა აქაური თავადაზნაურობის სახით. ამიტომ სურდა არა დასჯილ, არამედ „შეწყალებულ“ საზოგადოებასთან ჰქონოდა საქმე.

 

ფილადელფოsi უაღრესად განათლებული კაცი გახლდათ. დაწერილი ჰქონდა უამრავი ნაშრომი, რომელთაგან ძალიან ცოტამ მოაღწია ჩვენამდე. ესენია: „აკტი გონიური“, რამოდენიმე ლირიკული ლექსი, თხზულება - „სიყვარული მამულისა“ და ერთგვარი თეთრი ლექსი - „გოდებანი იერემიასნი, ძისა ენაისნი - ხილვათათვის მდგომარეობასა ივერიისასა აწინდელსა ზედა“.

 

„აკტი გონიურში“ ჩამოყალიბებულია შეთქმულთა ურთიერთობებისა და ვალდებულებების პრინციპები. „სიყვარული მამულისა“ დაუმთავრებელია, მაგრამ მაინც სრულად წარმოგვისახავს ავტორის შეხედულებებს სამშობლოს წინაშე ადამიანის მოვალეობის შესახებ. ფილადელფოსის აზრით, სამშობლოს სიყვარული საჭიროა განსაკუთრებით ახლა, როცა დამპყრობლებმა საქართველო თითქმის დაღუპვის პირას მიიყვანეს. იგი ცდილობს, განსაზღვროს მცნება „სამშობლო“ და მასში გამოჰყოფს სამ ძირითად შემადგენელ ნაწილს. ესენია: 1. წინაპრების მიერ დატოვებული მიწა-წყალი; 2. ერი, რომელსაც ვეკუთვნით და 3. ამ ერის რჯული და ადათ-წესები. სამშობლოს სიყვარულში იგი გულისხმობს თავგანწირვასაც.

 

„გოდებანი“ ეძღვება თანამედროვე ივერიას. ნაწარმოების ძირითადი მოტივია ურვა და გლოვა რუსი დამპყრობლების ძალმომრეობის შედეგად შექმნილი სამშობლოს მძიმე მდგომარეობის გამო.

 

 

ამ პიროვნების განსწვლულობისა და მრვალმხრივი ნიჭის შესახებ წერდა მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ივანე კერესელიძე. მას კახეთში მოგზაურობისას უნახავს ახალი შუამთის მონასტრის გადაღმა, თურდოს ხეობის პირას, დავით აღმაშენებლის მიერ სიყმაწვილეში აშენებული შიო მღვიმის სახელობის ეკლესია და მის კედელზე მამა ფილადელფოსის წარწერა: ,, საქართველომ სთქუა მეც ვიყავ, დრო მქონდა კეთილმყოფელი ვადიდნე ჩემნი მოსავნი, ვტანჯნი უარისმყოფელი ვყვაოდი სამოთხის გვარად, არ ვიყავ გასაყოფელი (და) ვინც ახლა ნახოთ, გასინჯეთ რა ამაოა სოფელი! ნეტაი დროსა რომელსა იყავ შენ აღშენებული აღვსილი მადლის წყაროთი და სიბრძნით განათლებული შემკული ყოვლის წესითა და ესრეთ გაბრწყინებული ვინ არ გიტიროს, რა გნახოს აწ ასე გაცუდებული!..."

 

 

 

 

 

ასე დასტიროდნენ იმ დროინდელი სასულიერო და საერო პირები საქართველოს გავერანებულ ეკლესია-მონასტრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიტყვა თქმული ფილადელფოს კიკნაძე -კიკნაველიძის მიერ ძმათა თვისთა თანა, შუამთაში

 

 

ამას! — იმას, რომ თვალი მტერზე უნდა გვეჭიროს, ჩვენ კი, მტრისა წილ, ღრეობაზე გვიჭირავს თვალი, — ვინ, ვინ შეგვინდობს, ანდა რატომ უნდა შეგვინდოს, — ერთი მითხარი!

 

ამას! — იმას, რომ ხელში ხმალი უნდა გვეჭიროს, ჩვენ კი, ხმლისა წილ, ჯიხვისანი გვიჭირავს რქანი, — ვინ, ვინ შეგვინდობს, ანდა რატომ უნდა შეგვინდოს, — ერთი მითხარი!

 

იბასიანოს! — დროა! დროა! — ქართულმა სუფრამ! მოდის მერმისი, — ცოცხით ხელში, — მკაცრი და სუფთა! ფილადელფოსი ვერ მოესწრო თავისუფლებას. საპატიმროში ამოხადეს სული მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი არსებით, უსაზღვროდ უყვარდა სამშობლო და სურდა, იგი თავისუფალი ენახა

როგორ ახმაურება ახლანდელ დროს. მრავალი ცდილობს Tავის სულიერი გახრწნილობა და რუსებტაn ლაქუციტ chაახშოს ქარტული ხმა.

აქ ცინიზმისა და ქართველთმოძულეობის ყროლი დატრიალდა.

ფორუმელტა გარკვეული ნაწილი კიცხავს ერობვნულ-დამოუკიდებლობის მოძრაობის მეტაურთ,

რატომ?

იმიტომ რომ საკუტარი ბილწი ვნებანი და ღორული ტქვლეფა რუსის ნბაგაზე არ მოეშალოტ,

აი, ამაზე წერდა დიდი ფილადელფოსს კიკნაძე.

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რატომ გაუძლო საქართველომ ათასწლეულებს. "საქართველოში იმპერიები მოდიოდნენ და მიდოდნენ. დღეს ამ იმპერიების უმეტესობა აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს საქართველო, რადგან ქართველები ვართ ერი, რომელსაც შესწევს უნარი კრიტიკულ სიტუაციაში, მიუხედავად განსხვავებისა, დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

ჩვენი ყველა უბედურების დაბრალება სხვისათვის მეთოდილოგიური შეცდომაა.

ე.ი. კრწანისის ველზე დატრიალებული ტრაგედიაც აღამაჰმადხანს უნდა დავაბრალოთ?

 

წარმატების მიღწევას თუ ვაპირებთ ჩვენი თავისადმი უფრო კრიტიკული უნდა ვიყოთ და ჩვენი დეფექტებიც რეალურად დავინახოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ვიხილავთ რუსის ერთმორწმუნეობის პიარის დემაგოგიურ მხარეს ფაქტებიუტ და მასტან არსებული შედეგებიტ არამაჰმად ხანზე ცალკე თემაა .. იქეთ განიხილეტ...იახშიიოოოლ ყარდაშ ურუს გიოზალინ.. Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის ცარისტული და კომუნისტური ეპოქის მმართველები თავიანთ ყოველ სისხლიან ნამოქმედარს ზოგადსაკაცობრიო მაღალჰუმანური იდეებით ხსნიდნენ და სხვადასხვა ხალხების ბედზე ზრუნვით ამართლებდნენ. ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა რაიმე. მოსკოვი აპელირებას ამჯერად ოსი ხალხის კეთილდღეობაზე ახდენს და აცხადებს, თითქოს მისი ქმედებები სამხრეთ კავკასიაში, სადაც მან ”მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაცია” ჩაატარა, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან.

 

გაეროს წესდების I მუხლის თანახმად, დაუშვებელია არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენება, არამედ თვით ძალის გამოყენების მუქარა. ამ ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ, სამხედრო ინტერვენციის განხორციელებასთან ერთად ასევე დაარღვია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, რომელიც საერთაშორისო სამართალში პრიორიტეტად არის აღიარებული. გაეროს წესდების VII მუხლი ითვალისწინებს მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაციას, მაგრამ მის ჩასატარებლად აუცილებელია ამ ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი მანდატის გაცემა, რაც 2008 წლის აგვისტოში არ მომხდარა.

 

კრემლმა ფართო საინფორმაციო კამპანია გააჩაღა და შიდა ქართლში განვითარებულ მოვლენებს ოსი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია მისცა. თბილისში რუსეთის ელჩმა კოვალენკომ ჯერ კიდევ 8 აგვისტოს შუადღეს გამოაცხადა ცხინვალში ორი ათასი ოსი ეროვნების მოქალაქის დაღუპვის შესახებ. ისტერიულ ტონში გავრცელდა აგრეთვე ხმები მამაკაცების მასობრივი დახვრეტებზე, ქალების გაუპატიურებაზე, ტანკების მუხლუხებით ბავშვების გასრესვაზე და ა.შ, საღამოს კი პეკინიდან ვლადიკავკაზში ჩასულმა პუტინმა პირადად მოუსმინა ამ ისტორიებს ცხინვალიდან დევნილებისგან.

 

”ჰიუმან რაითს უოთჩის” წარმომადგენელი ტატიანა ლოკშინა ადგილზე შეეცადა ამგვარი ფაქტების დადგენას: ”ცხინვალში ბევრს საუბრობენ ქართველთა სისასტიკეზე. როცა დეტალებზე ვსვამ შეკითხვებს, ირკვევა, რომ მოსაუბრემ ეს სხვისგან იცის, პირობითად მეზობელ ქუჩაზე მცხოვრებ ვასიასგან. ვასია იდენტურ ისტორიებს ჰყვება, მაგრამ აღმოჩნდება, რომ არც მას უნახავს არაფერი. მგზავნის ვინმე ფედიასთან, რომელიც ასევე აღიარებს, რომ პირადად მოწმე არ ყოფილა, და ასე დაუსრულებლად… პირველწყარო ქართველთა ქვეითი ჯარის მიერ ჩადენილი მხეცობების შესახებ ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ”.

 

ზოგადად, საბრძოლო მოქმედებების შედეგად თავდაპირველად გამოცხადებული მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს მოგვიანებით აღმოჩენილი დაღუპულების ან მძიმედ დაჭრილთა გარდაცვალების შედეგად. რუსული სიყალბის მასშტაბმა ეს ლოგიკაც გააბათილა - დახოცილთა რაოდენობამ კლება დაიწყო! სეპარატისტულმა დაჯგუფებამ საბოლოოდ 1600 დაასახელა, ხოლო რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ… ბასტრიკინმა - 134.

 

აშკარაა, რომ რამდენადაც რუსეთის საელჩოს პერსონალი 8 აგვისტოს ქართული ძალების მიერ აღებულ ცხინვალში დაღუპული ადამიანების დათვლით დაკავებული ვერ იქნებოდა, ელჩმა კოვალენკომ შეგნებულად იცრუა. აპოკალიპტური ისტორიები ქართველთა მხეცობების შესახებ ასევე არ დადასტურდა. ქალაქი ცხინვალი, რომელიც ქართულმა ჯარმა მიწის პირისაგან ვითომ სრულად აღგავა, ძლიერი დაზიანების მიუხედავად სტალინგრადს, ვუკოვარს ან გროზნოს ვერ შეედრება.

 

ამასთან, რუსული ბრალდებები ქალაქის შენობა-ნაგებობების მხოლოდ ქართველთა მხრიდან განადგურების შესახებ ალბათ იმას გულისხმობს, რომ მასირებული კონტრშეტევის დროს 58-ე არმიამ მხოლოდ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბუნებრივია, ტყუილების კასკადი საერთაშორისო არენაზე მოსკოვის ქმედებების გამართლებას ემსახურება, ხოლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შეთხზვით კრემლმა მიზანმიმართულად სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ეთნიკური მგრძნობიარობით მანიპულირება და ოს მოსახლეობაში ქართველთა წინააღმდეგ სიძულვილის და შურისძიების ხელოვნური გაღვივება.

 

პუტინის ირგვლივ სუკ-ის და სამხედრო გენერალიტეტის ძლიერი გავლენა კრემლში საბჭოთა აზროვნების პროდუქტების სიუხვეზე მეტყველებს. ამიტომ სსრ კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთი სიყალბის თვალსაზრისითაც წინამორბედის საქმის ღირსეული გამგრძელებელი ჩანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...