epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/maisashvili-142x150.jpgგია მაისაშვილი მზადაა მონაწილეობა მიიღოს სოციოლოგიურ გამოკითხვაში, რომელსაც ეროვნული საბჭო ჩაატარებს, განცხადებაამის შესახებ, მომავლის პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის დროებითი მმართველი საბჭოს წევრმა ლერი ტყებუჩავამ გააკეთა. ,,აგვისტოს ომის სამარცხვინოდ დასრულების შემდეგ, მაშინ როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმურობა უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დავიდა და ქვეყნის ეფექტური მართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მომავლის პარტია ხელისუფლებას სთავაზობდა ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას, სამწუხაროდ ეს ინიციატივა უარყოფილი იქნა, უფრო მეტიც, ხელისუფლებამ განაგრძო ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციის პროცესი, რასაც დღესაც აგრძელებს. ასეთი დესტრუქციულობის შედეგია ის, რომ საქართველო არშემდგარი ქვეყნების სიის სათავეშია”- ნათქვამია გავრცელებულ მიმართულებაში. როგორც ,,ექსპრესნიუსს” მომავლის პარტიაში განუცხადეს გია მაისაშვილი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და იგი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კამპანიაში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jiji Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 (edited) შეცდომა ქართველი მეზღვაური გიორგი შავიშვილი საპყრობილედან თავდებით გაანთავისუფლეს შეცდომაა – გაანთავისუფლესსწორია – გაათავისუფლეს თქვენმა რედაქტორმა ქართული არ იცის? ეს ზმნა ასე იშლება: გა – (ზმნისწინი), –ა– (საარვისო ქცევის ნიშანი), –თავისუფლე– ძირი, –ს– სუბიექტური პირის ნიშანი.ნ– არაფერია და არაფერ შუაშია მანდ ძველ ფორმაში არსებობდა ზმნისწინი –გან–, მაგრამ არქაული ფორმის გამოყენების შემთხვევაში, იქნება განათავისუფლეს და არა გაანთავისუფლეს. Edited March 23, 2010 by jiji Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 თქვენმა რედაქტორმა ქართული არ იცის?ბოტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts