Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოს მოდის კვირეული 26- 29 მარტს ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში გაიმართება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/fa-150x150.jpg

 

 

საქართველოს მოდის კვირეული, რომელიც ექსპო- ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში გაიმართება, მოიცავს ოფიციალურ გახსნას ქართველ, ესპანელ და ფრანგ დიზაინერთა 2010 გაზაფხული–ზაფხულის haute couture და 2010-2011 შემოდგომა- ზამთრის prêt-a-porter ჩვენებებს, ასევე დახურვის ცერემონიალს, შოურუმს, საერთაშორისო მედია ცენტრს, after party და კულტურულ ღონისძიებებს სტუმრებისათვის.

 

 

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ღონისძიებების ორგანიზატორებმა ისაუბრეს.

 

 

საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. პირველი, ეს იქნება ახალგაზრდა დიზაინერების საზოგადოებისა და კრიტიკოსებისათვის წარდგენა და მეორე, საქართველო, როგორც მოდის საერთაშორისო ინდუსტრიის სრულფასოვან სუბიექტად ჩამოყალიბება.

 

 

საქართველოს მოდის კვირეულზე სპეციალურად ჩამოვა მუსიკოსთა ჯგუფი ,,mode-f” რომელიც სპეციფიკურ მუსიკას ქმნის და წლების მანძილზე თანამშრომლობს ისეთი მოდის სახლებთან, როგორიცაა, , shanel, hermes, givenchy,dior და სხვა.

 

 

ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს მოდის კვირეული უკვე ითვლება საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებად, რადგან საერთაშორისო მედიის მხრიდან დიდი ყურადღება შეინიშნება და მას გააშუქებენ ისეთი მედია საშუალებები, როგორებიც გახლავთ,fashion tv ,vogue,Elle,glamur USA ,და სხვა.

 

 

ჩვენებების შესაბამისი ხარისხისა და შეფასებისათვის , ფეშენ გრუპმა გადაწყვიტა მოდელების დაქირავება არამხოლოდ ქართული, არამედ ფრანგული და უკრაინული სამოდელო სააგენტოდან.

 

 

მათივე განცხადებით, მკაცრად იქნება გათვალისწინებული dresscode და ყოველი საღამოს ბოლოს გაიმართება after party. პირველი ,,fashion week” საქართველოში გრანდიოზული და დაუვიწყარი იქნება.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...