epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/maisashvili1-142x150.jpg გია მაისაშვილი მზადაა მონაწილეობა მიიღოს სოციოლოგიურ გამოკითხვაში, რომელსაც ეროვნული საბჭო ჩაატარებს, განცხადებაამის შესახებ, მომავლის პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის დროებითი მმართველი საბჭოს წევრმა ლერი ტყებუჩავამ გააკეთა. ,,აგვისტოს ომის სამარცხვინოდ დასრულების შემდეგ, მაშინ როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმურობა უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დავიდა და ქვეყნის ეფექტური მართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მომავლის პარტია ხელისუფლებას სთავაზობდა ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას, სამწუხაროდ ეს ინიციატივა უარყოფილი იქნა, უფრო მეტიც, ხელისუფლებამ განაგრძო ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციის პროცესი, რასაც დღესაც აგრძელებს. ასეთი დესტრუქციულობის შედეგია ის, რომ საქართველო არშემდგარი ქვეყნების სიის სათავეშია”- ნათქვამია გავრცელებულ მიმართულებაში. როგორც ,,ექსპრესნიუსს” მომავლის პარტიაში განუცხადეს გია მაისაშვილი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და იგი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კამპანიაში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts