epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-1-1slide2-150x139.jpg პრეზიდენტის პრესპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდეტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი. ამ ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი, 12-13 აპრილს ვაშინგტონში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტს დაესწრება. ღონისძიებაში 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. “რუსეთმა შესაძლოა ყაზახეთისა და ბელორუსიის გამო ეს შეზღუდვები მართლაც მოხსნას და აქედან გამომდინარე, ქართული პროდუქცია მაინც დაბრუნდება რუსულ ბაზარზე, იმის მიუხედავად მოხსნის თუ არა ემბარგოს.” – განაცხადა პრესსპიკერმა. ”საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამბობდა, რომ ემბარგო ვერ შეძლებდა ქართულ ეკონომიკის ჩამოშლას, თუმცა საქართველო არასდროს აღარ უნდა იყოს ორინეტირებული და დამოკიდებული მხოლოდ ერთ, თუნდაც, რუსულ, განსაკუთრებით პოლიტიზირებულ ბაზარზე”, – აღნიშნა მანჯგალაძემ. პრესსპიკერმა აქვე განმარტა, რომ ქართულ მხარეს არ შემოუღია შეზღუდვები და არ დაუწესებია არანაირი სახის ემბარგო. საბოლოოდ, საქართველომ ორინტაცია ახალ ბაზრებზე გააკეთა, რისი რეალური შედეგებიც უკვე ნათლად ჩანს. პრეზიტენტის ბოლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მან ბაირამობის დღესასწაულზე მოსახლეობას გააცნო, პრესსპიკერის თქმით, საქართველო მდიდარია სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგნელთა თანაცხოვრების ტრადიციით. და არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანული დრესასწაულის მსგავსად, ასეთივე სახალხო დღესასწაულის სახე საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფების დღესასწაულებმაც მიიღოს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts