epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/turizmi1-150x150.jpgტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ზამთრის ტურისტული სეზონის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილის, ბექა ჯაყელის განცხადებით, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გარდა, საქართველოში გერმანელი, ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი მოგზაურები ჭარბობენ. “საქართველოში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობას ადამიანური ურთიერთობები იზიდავს, მეორე ადგილზე კი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობაა. მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გარდა, საქართველოში გერმანელი, ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი მოგზაურები ჭარბობენ, მათი 30 პროცენტი საქართველოს საქმიანი და პროფესიული მიზნით, 25 პროცენტი მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად, ხოლო 23 პროცენტი დასვენებისა და რეკრეაციისათვის სტუმრობს”- განაცხადა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე ჯაყელმა. მისივე განაცხადებით, კვლევა ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: რომელი ქვეყნის მოქალაქეა საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა უმრავლესობა, რა არის მათი მოგზაურობის მიზანი, ძირითადად, სად ათევენ ღამეს ისინი, როგორია საქართველოში მათი ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა. “უცხოელი ტურისტები 47 პროცენტი ღამის გასათევად ნათესავის ან მეზობლის ბინას, ხოლო 45 პროცენტი სასტუმროებსა და მსგავსი ტიპის განთავსების ადგილებს იყენებს. საქართველოში ისინი საშუალოდ 10 ღამით რჩებიან. უცხოელი მოგზაური ჩვენს ქვეყანაში საშუალოდ 1502 აშშ დოლარს ხარჯავს. ყოველდღიურად საშუალოდ დახარჯული თანხის რაოდენობა კი 337 აშშ დოლარს შეადგენს”,- განაცხადა ჯაყელმა მისივე თქმით, ზამთრის სეზონზე ტურისტებისათვის მიმზიდველია ბათუმი, მცხეთა, გუდაური, სიღნაღი და ბაკურიანი. თბილისს კი მათი აბსოლუტური უმრავლესობა სტუმრობს. “აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმი ტურისტებისათვის ზამთარშიც პოპულარულია. ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისას გარკვეული პრობლემებიც ექმნებათ, რაც უმთავრესად გზებს, მომსახურების დაბალ დონესა და კომუნიკაციის სირთულეს უკავშირდება. ეს განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებს შეეხება. ამ პრობლემის გადასაჭრელადმიმდინარე წელს ყაზბეგის რაიონში, თუშეთსა და სვანეთში ტურიზმის სფეროში მომუშავეთათვის ინგლისური ენის კურსების ჩატარება იგეგმება”-განაცხდა ჯაყელმა აღნიშნული კვლევა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია „IPR”-მა ჩაატარა.კვლევა წელს 1-22 თებერვალს მიმდინარეობდა. საქართველოში მყოფ ვიზიტორებთან სულ 820 ინვერვიუ ჩაიწერა. ანალოგიური კვლევა კი 2010 წლის განმავლობაში წელიწადის ოთხივე სეზონზე ჩატარდება View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts