epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqradze3-150x150.jpgრუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიცია უცვლელია, თუმცა ბუნებრივია არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოების დაინტერესება და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. ამის შესახებ, ჟურნალსიტებს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ რუსეთის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო, რომელიც არ ცნობს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ საზღვრებს, ძალით ახდენს მისი ტერიტორიების ანექსიას, ხელოვნურად აწესებს ცალმხრივ ემბარგოებს და შეზღუდვებს, ბუნებრივია ასეთი ქვეყანა არ იმსახურებს და ვერც შეასრულებს იმ წესებს და მოთხოვნებს, რომელიც არსებობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ,,ქართული მხარის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში ცნობილია და ამ პოზიციაში ცვლილება არ არის’’, – განაცხადა ბაქრაძემ. ამასთან, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდეგნლებთან პარლამენტში მომავალ კვირას გაიმართება. შეგახსემებთ, რომ საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მწვავედ ,,ქრისტიან-დემოკრატების’’’ ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ დასვა და ეჭვი გამოთქვა, რომ საკითხზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თარგამაძემ, საგარეო უწყებას, განმარტებების გაკეთებაც მოსთხოვა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts