Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFG-ისა და თიბისი ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Bank_TBC-150x69.gif

 

 

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFG-ისა და თიბისი ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

 

 

ხელშეკრულების თანახმად საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია 40 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, რაც ბანკს საპროცენტო განაკვეთების რისკის დაზღვევაში დაეხმარება.

 

 

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორის სნეჟანა სტოილჯკოვის განაცხადებით ეს ხელშეკრულება თიბისი ბანკს საშუალებას აძლევს, დააზღვიოს საპროცენტო და სავალუტო რისკები.

 

 

“ეს ხელშეკრულება თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს დააზღვიოს საპროცენტო და სავალუტო რისკები, ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორიცაა სვოპი. აღნიშნული ინსტრუმენტი ისეთი ძირითადი რისკების სამართავად გამოიყენება, როგორიც საპროცენტო და სავალუტო რისკებია. შესაბამისად, კორპორაციის მიერ გამოყოფილი 40 მილიონი აშშ დოლარი თიბისი ბანკს დაეხმარება საპროცენტო და სავალუტო კურსის ცვლილებების რისკების დაზღვევასა და კომპენსირებაში. აქედან გამომდინარე, ბანკის კლიენტებისათვის საპროცენტო განაკვეთები სტაბილური იქნება და მას ზემოთხსენებული ცვლილებები არ შეეხება”,- განაცხდა „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე სტოილჯკოვიჩმა

 

 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მათი ბანკის ძველი პარტნიორია. პირველი ასეთი ხელშეკრულება მათ შორის 2004 წელს გაფორმდა და აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტი ბანკს რისკების მართვის პროცესის გაუმჯობესებაში დღემდე ეხმარება.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...