SHARI Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 ტელეკომპანია “იმედის” სიცრუემ ერთი რამ ცხადი გახადა: საქართველოს პრეზიდენტი უკონტროლოამოახლოებულ არჩევნებამდე სერიოზული დებატების გამართვა შეუძლებელია იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მედია სრულადაა შეპყრობილი კუდიანებზე ნადირობით და შპიონომანიით ერთი რამ, რაც ჩვენ ყველამ ვისწავლეთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე არის ის, რომ მან არასდროს იცის როდის გაჩერდეს, როგორც პატარა ბავშვმა რომლის წინაშეც უამრავი ტკბილეულია და დახარბებული ჭამას მანამ არ წყვეტს, ვიდრე ავად არ გახდება. და მაშინ როდესაც ოპოზიციაში არსებული განხეთქილების ფონზე, თითქოს მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30 მაისს დაგეგმილ თბილისის მერის არჩევნებში ყველაფერს წალეკავდა, ჩვენ მისი მორიგი წინგადადგმული ნაბიჯის მოწმენი გავხდით. შაბათს, 13 მარტს, ნებისმიერი ქართველი რომელიც ტელევიზორს ჩართავდა მთავარი 8 საათიანი „ახალი ამბები“-ს საყურებლად, ფანტასტიკური კადრების მოწმე გახდებოდა: ომი დაიწყო, რუსული გამანადგურებლები დედაქალაქს ბომბავენ, მათი ტანკები გვიახლოვდებიან, მაშინ როდესაც ოპოზიციის ნაწილი აქტიურად თანამშრომლობს დამპყრობელთან და მზადაა მომავალში კრემლის სატელიტის ფუნქცია შეასრულოს. ბარაკ ობამა ფორმალურად აკეთებს მხარდამჭერ განცხადებას, ევროპა დუმს და სააკაშვილი დასავლეთის ლიდერებს უგზავნის მიმართვას: ის შეიძლება მოკლულია ან გაქცეული, არმია მტრის მხარეს გადავიდა… თბილისში პანიკამ იფეთქა. სასწრაფო დახმარების სამსახურები და მობილური სატელეფონო ქსელი გადაიტვირთა, პოლიცია გამოძახებებს ვერ პასუხობდა და ხალხი გაქცევას ცდილობდა. უარესი მდგომარეობა იყო ფრონტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ ყალბ გადაცემაში დიდწილად საარქივო მასალა იყო გამოყენებული. თუკი ნაციონალური სატელევიზიო არხი თქვენ გეუბნებათ, რომ განურჩეველი დაბომვის ან საარტილერიო ცეცხლის გამო შესაძლოა დაღუპვამდე ერთი წუთი დაგრჩათ, თქვენ ვეღარ ამჩნევთ რა ამინდია რეპორტაჟი გასულ კადრებში. რა თქმა უნდა, ვიდრე ის დაიწყებოდა და როგორც კი დასრულდა, ტელეკომპანია „იმედ“-მა გვითხრა, რომ ეს ყველაფერი სიმულაცია იყო, მაგრამ ქართველები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვები: მათი უმრავლესობა სატელევიზიო „ახალი ამბებს“ სრულ ყურადღებას არ უთმობს მანამ, ვიდრე მართლა რაღაც შოკისმომგვრელი არ ხდება და თქვენ ვერაფერს იმაზე შოკისმომგვრელს ვერ გაიგებთ, ვიდრე იმის მტკიცებას, რომ თქვენს ქვეყანას სულ მალე რუსეთის ჩექმა გასრისავს. სიმართლე ახლა გამოჩნდა, ჩვენ ყველანი იმ კოლექტიური ფსიქოლოგიის ექსპერიმენტის ობიექტები ვიყავით, რომლის მიზანიც მოქალაქეების გაფრთხილება იყო, რომ თუკი ჩვენ ჩვენს დემოკრატიულ უფლებებს გამოვიყენებთ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცური კანდიდატების მხარდასაჭერად, კატასტროფა გარდაუვალია. ეს ყველაფერი უკანონო იყო. შეგნებულად ტყუილის გავრცელება „ახალი ამბები“-ს სახით, საქართველოში კრიმინალური აქტია და ჩვენ ვიცით, რომ „იმედი“-ს მმართველებმა ეს იცოდნენ და არაფრად ჩააგდეს, როგორც სჩანს თავად პრეზიდენტის მითითებით. “იმედი“ არ არის რიგითი სატელევიზიო არხი. ვინც არ უნდა იყოს მისი მფლობელი, ცხადია რომ მას პრეზიდენტი აკონტროლებს. (და ჩვენ მართლა არ ვიცით ვინ არის მისი მფლობელი, რადგან ის ისტორია რაც ჩვენ გვიამბეს, თითქოს არხი რას ალ-ჰაიმას საემიროების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ხელში იყო, ახლა ამ ქვეყნის მმართველებმა თავად უარყვეს). ქართველები პროპაგანდისტულ ტელევიზიას შეჩვეულები არიან, მაგრამ „იმედ“-მა ეს აბსოლუტურად სხვა, ახალ ხარისხში აიყვანა. არხმა, რომლის მმართველიც სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელია, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი იმაში დაადანაშაულა, რომ ის რუსეთის სპეც-სამსახურებმა დაიბრიყვეს, იგივენაირად ცილი დასწამეს ჩვენს წამყვან საოპერო მომღერალს (უხეშად დამონტაჟებული ფილმით), ურცხვად იტყუებიან პრეზიდენტის პოპულარობის შესახებ და ახლა ტყუილი ტყუილთა შორის, გვითხრეს რომ ომის მდგომარეობაში ვართ. ჩვენ ყველა გადაცემაში ცალკეული ტყუილებიდან ბოლოს მთლიან ფალსიფიკაციამდე მივედით და ვინც არ უნდა იყოს ჟურნალისტური ეთიკის ამ დარღვევაზე პასუხისმგებელი, მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. მაგრამ მედიის ბოროტად გამოყენება მხოლოდ სიმპტომია და არა მიზეზი. ამ ყველაფრის თავში თავად პრეზიდენტია, მისი ექსცენტრიული ერთმართველობა და კაპრიზის უპირატესობა მართველობაში. სააკაშვილი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მას არ შეუძლია საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი დემოკრატიული პარტნიორებისთვის დასავლეთში იყოს სანდო ლიდერი. სინამდვილეში ადამიანი რომელიც დღეს მისით ალბათ ყველაზე მეტად უნდა იყოს აღფრთოვანებული ვლადიმერ პუტინია: სააკაშვილის პირობებში საქართველო გამოიყურება როგორც უპასუხისმგებლო, ისტერიული ლიდერის მიერ მართული ქვეყანა, რომელიც ცრუ ომებს დგამს, ცდილობს არჩევნები როგორმე შიშის გარემოში ჩაატაროს და მთლიანობაში ისეთ სურათს ქმნის, რომ მხოლოდ სულელები თუ იქნებიან მზად ისეთ რაღაცას მოაწერონ ხელი, რომელიც მათ ასეთ ქვეყანასთან სამხედრო ვალდებულებას დააკისრებს, როგორც ეს ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებაშია. მეტიც, სააკაშვილი მზადაა პრო-რუსული ძალები გააძლიეროს, რომლებიც საქართველოში არსებობენ და მართლაც პრო-დასავლური და დემოკრატიული ძალების მარგინალიზება მოახდინოს, იმ მიზნით რომ ქვეყნის შიგნით ამტკიცოს, რომ თუკი ის არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება. ასეთ პირობებში ჩვენი არჩევნები სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება: ისტერია არ იძლევა ნორმალური საარჩევნო კამპანიის საშუალებას, თავისუფალი მედია დაიმარხა ამ პოლიტიკური დაკვეთებისადმი სკანდალური მორჩილებით, შპიონომანია და კუდიანებზე ნადირობამ ჩაანაცვლა სერიოზული დებატები საქართველოს პოლიტიკურ არჩევანზე. აპრილში სააკაშვილი ვაშინგტონში ბირთვული შეიარაღების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას გეგმავს. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მას ამის ნება უნდა დართოს, მაგრამ როდესაც ის იქ ჩავა მას უნდა უთხრან პირდაპირ და საჯაროდ: კმარა! ვიდრე შეერთებული შტატების და ევროკავშირის მილიარდობით დოლარი საქართველოს ეკონომიკას აცოცხლებს, მათ აღარ უნდა მისცენ მას საშუალება რთული სიატუაციიდან თავი მანიპულაციებისა და მანიაკალური ქმედებების საშუალებით დაიძვრინოს. სალომე ზურაბიშვილი http://gtn.ge/?p=7069 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 პატარა ბავშვმა რომლის წინაშეც უამრავი ტკბილეულია და დახარბებული ჭამას მანამ არ წყვეტს, ვიდრე ავად არ გახდება.შედარებებიც რომ უბადრუკი აქვს ამ ქალს ტკბილეულის ჭამით ავად გამხდარი ბავშვი სად ნახა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts