Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოში ვანკუვერის ოლიმპიადის მთავარი მმართველი ჩამოვიდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/201002161536-150x150.jpgსაქართველოში დღეს, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის მთავარი მმართველი ჯონ ფერლონგი ჩამოვიდა, რომელიც ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საგანგებო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

ჯონ ფერლონგთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი რენე სმიტ ვალადე, რომელიც ქუმარიტაშვილის მშობლებს თანაგრძნობის წიგნს გადასცემს.

 

 

დღეს 40 დღე სრულდება ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან.

 

 

სპორტსმენის ხსოვნისადმი პატივის მიგებას აპირებენ სპორტის ამ სახეობის ეროვნულ ფედერაციათა ხელმძღვანელები ავსტრიიდან, ლატვიიდან და უკრაინიდან, ასევე საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები.

 

 

21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი 12 თებერვალს ვანკუვერის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...