epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/batumi-zgva-150x130.jpgქობულეთისა და დაბა ჩაქვისსანაპირო ზოლში ნაპირდამცავი ნაგებობების რეაბილიტაცია დაიწყება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ქობულეთის რაიონს სტუმრობდა, სადაც შავი ზღვის სანაპირო ზოლში დაგეგმილ ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნო. ქალაქ ქობულეთში ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე საფეხურებიან ნაპირდამცავ კედელს დაზიანებული აქვს საძირკველი, რის შედეგადაც საფრთხე ემუქრება თვით კედელსა და თამარ მეფის ქუჩას. დაგეგმილია ავარიულ უბანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომლის სიგრძეა 25 მეტრი. სამუშაოების ღირებულება 45 000 ლარს შეადგენს. დაბა ჩაქვში სანაპირო ზოლში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაბირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტიც დაიწყო. რკინიგზის სადგურის ახლოს დაგეგმილია დაზიანებულ ნაპირდამცავი ბეტონის ვერტიკალური კედლის რეაბილიტაცია. ნაგებობას საძირკველი აქვს გამორეცლხილი. დაზიანებულ უბნის სიგრძე 15 მეტრს შეადგენს. სამუშაოებზე 15 000 ლარი დაიხარჯება.“აბაშიძის დროს აქ მანგანუმის ფენა გამოაცალა მოსახლეობამ ბეტონის ფილებს და შედეგი ეს დიდი ორმოა. ორმო, რომელიც დიდდება და ღრმავდება. რკინიგზის ხაზს ემუქრება საშიშროება. ეს პრობლემა მოგვარდება უახლოეს პერიოდში.”-განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ. გასულ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოების გამჭირვალედ, დროულად და ხარისხიანად ჩატარებისთვის გარემოს დაცვის სამინისტრომ ტენდერი ორ ეტაპად ჩაატარა. 6 რეგიონში ორმოცდაათამდე ყველაზე სახიფათო კალაპოტი გამაგრდება.წელს ნაპირსამაგრ სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება და გასულ წელთან შედარებით უფრო მასშტაბური იქნება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts