epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saaaaaaaaaaaaa1-150x150.jpgმე – 8 საავადმყოფოს გენერალური დირექტორი არჩილ ფოჩხუა სამედიცინო გინეკოლოგიურ კლინიკა “გინეკას” დირექტორს კახი გელაშვილს გურჯაანში ბავშვების გაყიდვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ფუჩხუამ განუცხადა. მისივე თქმით, კახი გელაშვილი ჯანდაცვის ტენდერში მოგებულ საკუთარ საავადმყოფოში მშობლებს უმწეოთა პოლისით მკურნალობდა და ასევე ტენდერში მოგებული ლოტი 5 მილიონ დოლარად მიყიდა აფთიაქ “პეესპეს”, ასევე ბრლას სდებს ნასამართლეობაშიც. “გელაშვილი ნასამართლევია, რატომ არ ინტერესდებით კახი გელაშვილის წარსულით, რა ტიპის და მორალის ადამიანები ებრძვიან “ბლოკ ჯორჯიას”, კახი გელაშვილი არის მძიმე წარსულის მქონე პიროვნება, რომელიც მუქთად ცხოვრებას არიც მიჩვეული” – განაცხადა ფოჩხუამ “ექსპრესნიუსმა” ეს ინფორმაცია შსს – გადაამოწმა, სადაც გელაშვილის ნასამართლეობას არ ადასტურებენ. “ექსპრესნიუსთან” საუბრისას, “გინეკას” გენერალური დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ფოჩხუამ ეს ფაქტი ტელეკომპანია “იმედზე” გასულ სიუჯეტს დაუკავშირა, სადაც “გინეკას” პაციენტი გელაშვილის იურისტს ელენე ვეშაპიძეს ბავშვის წართმევაში ადანაშაულებდა. “პაციენტს მეუღლე ციხეში ყავდა და მან ვეშაპიძეს ბავშვი 3 დღით დაუტოვა, მხოლოდ იმიტომ რომ, პრობლემების მოგვარების შემდეგ ბავშვს სახლში წაიყვანდა, თუმცა პაციენტმა ვეშაპიძე ბავშვის წართმევაში დაადანაშაულა და აღნიშნული ფაქტი სკანდალის ასაგორებლად გამოიყენა” – განაცხადა გელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მე – 8 საავადმყოფოსა და შპს “გინეკას” შორის დაპირისპირება მე – 8 საავადმყოფოში კომპანია “ბლოკ ჯორჯიას” შესვლის შემდეგ დაიწყო. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts