Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თარგამაძე საგარეო უწყებას სთხოვს განმარტოს მიმდინარეობს თუ არა ფარული მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_48513-150x150.jpgსაპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე საგარეო უწყებას მიმართავს გააკეთოს განმარტებები საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის მიმდინარეობს თუ არა ფარული მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ.

 

 

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თარგამაძემ განაცხადა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ანექსიას და რუსეთმა სოხუმის აეროპორტს გუშინ, შიდა საქვეყნო კოდი მიანიჭა, რაც საერთაშორისო წესდებას არღვევს.

 

 

თარგამაძის თქმით, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ვეტოს საქართველო ადებდა, თუმცა რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ აქტიურად უკვე რუსი პოლიტიკოსები საუბრობენ, რაც მას ეჭვს უჩენს, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისფლებები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

 

 

,,ლარსის გამშვები პუნქტის გახსნით ეს ეჭვი გამიჩნდა, რომ ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუკი მსგავსი რამ ხდება, საგარეო უწყებამ საჯაროდ უნდა გააკეთოს განცხადება. სადეპუტატო კითხვით მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარეობს თუ არა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ფარული მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ და თუკი ასეა, მაშინ საქართველო რის სანაცვლოდ თანხმდება ამას’’, – განაცხადა თარაგამაძემ.

 

 

თარგამაძეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სხდომაზე დაიბაროს საგარეო უწყების წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე განმარტებებს გააკეთებს.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...