epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/davitaia113-150x130.jpgპარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სოხუმის აეროპორტში Fფრენების მოსალოდნელი აღდგენის გამო გამოძიება დაიწყოს. როგორც დღევანდელ პლანერულ სხდომაზე დავითაიამ განაცხადა, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული შიდა კოდის მოხსნა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,იკაოს’’ შეუძლია, რადგან სოხუმისთვის კოდის მინიჭება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. დავითაიას თქმით, აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით სეპარატისტული მთავრობის წევრის სერგეი შამბას მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღებას თურქეთი და იორდანია გეგმავს. ვიცე-სპიკერი მოუწოდებს ხელისუფლებას მიმართოს ,,იკაოს’’ დაგმოს ეს ფაქტი და პარალელურად დაიწყოს გამოძიება, თუ რომელი კომპანიები გეგმავენ ფრენების განხორციელებას სოხუმის მიმართულებით, რომ მათ ,,იკაოს’’ მიერ სანქციები დაუწესდეთ და ქონება დაუყადაღდეთ. დავითაიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესის შეჩერება რთული იქნება, თუმცა საქართველო ყველა ბერკეტეტს გამოიყენებს. ამასთან, უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც აღნიშნულ საკითხზე მთავრობის წევრებთან ერთად იმსჯელებენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts