epn.ge Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqcia--150x130.jpg “ეროვნული საბჭო”, “ხალხის პარტიის” ინიციატივით დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავს. აქციის მოთხოვნები “ხალხის პარტიის” ინიცირებული 4 კანონპროექტი იქნება. კანონპროექტები საპენსიო ასაკის 5 წლით დაწევას, პენსიებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, თითო ნამუშევარ წელზე ერთი ლარის დამატებას, საარჩევნო ბარიერის 50% გაზრდას და საარჩევნო კომისიებში პარიტეტს ითვალისწინებს. კანონპროექტები განსახილველად პარლამენტში უკვე შესულია, თუმცა პარტიის ლიდერის, კობა დავითაშვილის განცხადებით აუცილებელია კანონპროექტის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდეს აქციები რათა ამან კანონპროექტების მიღებას შეუწყოს ხელი. “ეროვნული საბჭო” პარლამენტისკენ ვერის ბაღიდან მსვლელობით გაემართება. აქცია პარლამენტთან 17:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი 15:00 საათზე ისინი “ჭადრაკის სასახლეში” მოსახლეობას შეხვდებიან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts