SHARI Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 “თბილისი მარიოტში” “ლეიბორისტული პარტიის” მიერ ინიცირებული “დიდი ოპოზიციური შეკრება” იწყება სასტუმრო “თბილისი მარიოტში” “ლეიბორისტული პარტიის” მიერ ინიცირებული “დიდი ოპოზიციური შეკრება” იწყება. ოპოზიციური შეკრების დაწყების წინ პოლიტიკური პარტიების ლიდერები მხოლოდ მცირედი კომენტარებით შემოიფარგლენ. “მე აქ მოვედი იმისთვის, რომ შიზოფრენიას ვებრძოლო. მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” დამფუძნებელმა ლევან გაჩეჩილაძემ და იქვე აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. “დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, იგი სასტუმრო “თბილისი მარიოტში” “საინტერესო ინიციატივების მოსასმენად” მოვიდა. “მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დღევანდელ შეხვედრაზე “საქართველოს გადარჩენის გზებზე საუბარს” გეგმავს და აცხადებს, რომ “ოპოზიციური სპექტრის გარკვეულ ნაწილს საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში მონაწილეობის მიღება არ სურს, რაც მათი ნებაა”. “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე აქცენტებს “მისთვის მიუღებელ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ წარსულზე” აკეთებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ “ნოღაიდელის ფაქტორის გამო საკუთარ თავს კოლეგებთან შეხვედრას ვერ აუკრძალავს”. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გიორგი ცაგარეიშვილი და ჯონდი ბაღათურიაც მივიდნენ. “დიდ ოპოზიციურ შეკრებას” საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელიაც შეუერთდა.http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/erovnuli_sabcho_463385386-300x188.jpg http://gtn.ge/?p=7029 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts