Saturn Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 georgekh13 ტალიავინის დასკვნაში რუსეთის ქმედება გამართლებულია, ძირითადად, მერწმუნე, რუსეთი ბეზ პრიჩინი რომ შემოჭრილიყო საქართველოში სულ სხვა რეაქცია იქნებოდა მსოფლიოს მხრიდან,ოკუპაციას არავინ აპატიებდა, ეგრე აარააასამი ტყუილი ერთ პოსტში.შენთვისაც კი მეტისმეტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 georgekh13 ტალიავინის დასკვნაში რუსეთის ქმედება გამართლებულია, ძირითადად, მერწმუნე, რუსეთი ბეზ პრიჩინი რომ შემოჭრილიყო საქართველოში სულ სხვა რეაქცია იქნებოდა მსოფლიოს მხრიდან,ოკუპაციას არავინ აპატიებდა, ეგრე აარაააარ მგონია...მთლიანად არ წამიკითხავს რა თქმა უნდა, მაგრამ მე როგორც მივხვდი ორივე მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას... ხომ ვთქვი მე წინა წერილში, რუსეთი მოიგონებს რაცხას, ისევ ჩვენი დახმარებით-თქო...მიშიკოს რომ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა არ ებრძანებინა და ეს არ გაეშუქებინათ დიდი ზარ-ზეიმით, მაშინ ასე არ იქნებოდა...ვის სჭირდებოდა ცხინვალის დაბომბვა, თუ არა ისევ რუსებს თავიანთი მოქმედების გასაპრავებლად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 Siknadmo მე ვფიქრობ რომ არჩევნების შემდეგ არანაირი სერიოზული დესტაბილიზაცია არაა მოსალოდნელიჩვენი აზრები ამჯერადაც ემთხვევა.ლ ი ც ი თქვენი პროგნოზით, როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესი არჩევნების შემდეგ(არასასურველი სცენარით).ლიც, მე ბევრჯერ დავწერე და ამას თითქმის არავინ ყურადრებას არ აქცევს, რომ არჩევნების გაყალბებას ჩვენთან დამკვიდრებული გაგებით ადგილი არ ექნება. უბრალოდ გვექნება არასამართლიანად ჩატარებული და ალბათ შესაბამისად შეფასებული უცხოელი დამკვირვებლების მიერ და ამაზე დამთავრდება ყველაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 სამი ტყუილი ერთ პოსტში.შენთვისაც კი მეტისმეტია ცხინვალის და კოდორის ოკუპაციაა გამართლებული ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე მისი ქმედება შეფასებულიაროგორც ძალის გადამეტება არ მგონია...მთლიანად არ წამიკითხავს რა თქმა უნდა, მაგრამ მე როგორც მივხვდი ორივე მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას... ხომ ვთქვი მე წინა წერილში, რუსეთი მოიგონებს რაცხას, ისევ ჩვენი დახმარებით-თქო...მიშიკოს რომ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა არ ებრძანებინა და ეს არ გაეშუქებინათ დიდი ზარ-ზეიმით, მაშინ ასე არ იქნებოდა...ვის სჭირდებოდა ცხინვალის დაბომბვა, თუ არა ისევ რუსებს თავიანთი მოქმედების გასაპრავებლად...გამართლებას ვეძახი იმ ფაქტს რომ ძალის გადამეტებადაა შეფასებული კონფლიქტ გარე ტერიტორიაზე მისი მოქმედება, ძალის გადამეტება ნიშნავს იმას რომ მას ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება ცხინვალის რეგიონსა და კოდორში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 ცხინვალის და კოდორის ოკუპაციაა გამართლებული ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე მისი ქმედება შეფასებულიაროგორც ძალის გადამეტება გამართლებას ვეძახი იმ ფაქტს რომ ძალის გადამეტებადაა შეფასებული კონფლიქტ გარე ტერიტორიაზე მისი მოქმედება, ძალის გადამეტება ნიშნავს იმას რომ მას ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება ცხინვალის რეგიონსა და კოდორში ჰოდა, რატომ ჰქონდა?იმიტომ რომ ჩვენ ცხინვალი გრადებით დავბომბეთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 (edited) ჰოდა, რატომ ჰქონდა?იმიტომ რომ ჩვენ ცხინვალი გრადებით დავბომბეთ...მე ვთვლი რომ რუსეთის მიერ საქ. ტერიტორიების მიტაცება ევროპა ამერიკის მიერ გამართლებული ქმედება,გამართლებად მიმაჩნია ის რომ ცალსახად არაა დაგმობილი ოკუპაცია და უფრო მეტიც, ევროპა ამერიკა მშვენივრად ურთიერთობს რუსეთთან,ეს კი იმის უტყუარი ნიშანია რომ რუსეთი გამართლებულია, მაგრამ თუკი რუსეთი მოინდომებს მთელი საქართველოს ოკუპაციას ამას ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ საქ.დარჩენილი ტერიტორია სჭირდება ამერიკა ევროპას, ეს მათი საკუთრებაა და ეხლა რავარია რომ ვინმემ თანაც უკანონოდ დააწეროს, მაგრამ თუკი საქ. თავად აირჩევს პრორუსულ ორიენტაციას ასეთ შემთხვევაში დასავლეთი ვერაფერს გააწყობს, უფრო მეტსაც ვიტყვი, აი ცხინვალი რომ არ დაგვებომბა და რუსები შემოვარდნილიყვნენ სულ სხვა რეაქცია ექნებოდადასავლეთს, რუსეთი უმძიმეს შედეგს მიიღებდა-ბეზპრედელს არავის პატიობენ, მითუმეტეს იმ ტერიტორიაზე რომელზე ლაპა აქვთ დადებული Edited March 23, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 georgekh13 ჰოდა, რატომ ჰქონდა?იმიტომ რომ ჩვენ ცხინვალი გრადებით დავბომბეთ...არასწორად იცნობთ საერთაშორისო სამართალს. საქართველოს მიერ საკუთარი ტერიტორიის (და იმ მომენტში რუსეთიც კი ოფიციალურად აღიარებდა იმ ტერიტორიას საქართველოს კუთვნილებად) დაბომბვა არ აძლევს სხვა ქვეყანას საქართველოში შეიარაღებული აგრესიის განხორციელების უფლებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 (edited) georgekh13 არასწორად იცნობთ საერთაშორისო სამართალს. საქართველოს მიერ საკუთარი ტერიტორიის (და იმ მომენტში რუსეთიც კი ოფიციალურად აღიარებდა იმ ტერიტორიას საქართველოს კუთვნილებად) დაბომბვა არ აძლევს სხვა ქვეყანას საქართველოში შეიარაღებული აგრესიის განხორციელების უფლებას.რუსეთს ჰყავდა იქ სამშვიდობო ძალები და გარდა ამისა იქ ჰყავდა თავისი მოქალაქეებიასე რომ სრული უფლება ჰქონდა დაეცვა როგორც სამშვიდობოები ასევე ტავისი მოქალაქეებიკი გასაგებია რომ ეს ცინიზმია, მაგრამ ეგრეა, რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშეეს არგუმენტები საკმარისი აღმოჩნდა და გარდა ამისა საქართველოს არ ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება ხელშეკურების თანახმად, არა შეეძლო კონფლიქტურტერიტორიაზე ჯარები შეეყვანა,საქართველომ დაარვია ხელშეკრულება რითაც რუსეთს მისცა იმის შესაძლებლობა რომ განეხორციელებინა კონფლიქტური ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო გრადების გამოყენება საცხოვერბელ ტერიტორიაზე აკრძალულია, გინდა შენი ტერიტორია იყოს გინდ სხვისი Edited March 23, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 (edited) ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კონფლიქტის მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკა " # 253 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი, 2009 წელი არა ნეიტრალიტეტი, არამედ - ბლოკებს მიუმხრობელი პოლიტიკა პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული პიარით პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაფარა ზოგიერთი საზოგადო მოღვაწის მიერ მხარდაჭერილი აზრი პატრიარქის სახელმწიფოს მეთაურად ხალხის მიერ აღიარების შესახებ და აგრეთვე ტალიავინის დასკვნაში სააკაშვილის წინააღმდეგ მოყვანილი ფაქტების სიმწვავე. არადა, 7 აგვისტოს სააკაშვილის მიერ წამოწყებულმა შეიარაღებულმა ავანტიურამ 600 ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე და საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი შეიწირა, ერთი წუთით რომ არაფერი ვთქვათ უგზოუკვლოდ დაკარგულებზე და ლტოლვილთა ახალ დიდ მასაზე. ცნობილია, რომ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის მთავრობის ან საგარეო უწყების მიერ ერთსულოვნად დაგმობილი 2007 წლის 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულების გამო სააკაშვილი გადადგა. ამ დროს, ტალიავინის დასკვნის და საქართველოსთვის სავალალო შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 7-8 აგვისტოს სააკაშვილმა გაცილებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ვიდრე 7 ნოემბერს. ამ დროს, ტალიავინის დასკვნის ძირითადი დებულებების შესახებ ფართო საზოგადოება ინფორმირებული არ არის ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული პიარ-კამპანიის გამო. ჩვენ ვუბრუნდებით ტალიავინის დასკვნას, რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ მასში მოყვანილ ფაქტებზე საერთაშორისო და შიგა რეაგირება ქართველ ერს გადარჩენის რეალურ პერსპექტივას უქმნის. ამ მიზნით ვესაუბრეთ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ექსპერტს, პროფესორ ბიძინა სავანელს. - ბატონო ბიძინა, თუ შეიძლება მოკლედ ჩამოაყალიბეთ ტალიავინის დასკვნის ძირითადი დებულებები. - ევროპის კავშირის საბჭოს 2008 წლის 2 დეკემბრის # 901 გადაწყვეტილებით შეიქმნა "საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია", რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა ქალბატონი ჰეიდი ტალიავინი. მისიას და მის მოხსენებას საერთაშორისო სამართლებრივი დატვირთვა ჰქონდა და აქვს, რადგან მისია შედგებოდა ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების მიერ ოფიციალურად წარდგენილი პირებისაგან. მოკლედ, ეს იყო ევროკავშირის სამთავრობოთაშორისო ოფიციალური ორგანოს მოხსენება. ამიტომ მისიის მოხსენებას იურიდიული ძალა აქვს, მიუხედავად იმისა, მას რომელიმე მხარე დაეთანხმება თუ არა. ფაქტების დამდგენმა მისიამ: 1. გამოიძია საქართველოში კონფლიქტის წარმოშობა და მიმდინარეობა. 2. გამოიძია საქართველოში კონფლიქტი საერთაშორისო სამართლის, ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით. 3. გამოიძია საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული ბრალდებები, მათ შორის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებში. 2009 წლის 30 სექტემბერს ფაქტების დამდგენმა მისიამ გამოძიების შედეგები გადაუგზავნა გაეროს, ევროპის კავშირს, ეუთოს, და კონფლიქტის მხარეებს - რუსეთს და საქართველოს. მისიამ გამოიძია ფაქტები და ბრალდებები წაუყენა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს. ამასთან, ძირითადი აქცენტი გადაიტანა ქართულ და რუსულ მხარეებზე. აღსანიშნავია, რომ ქართული და რუსული მხარეების ქვეშ იგულისხმება შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლება და არა ქართველი და რუსი ხალხები, რადგან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე შეიძლება წარსდგეს და იურიდიული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პერსონალურად ხელისუფლებას და არა ხალხს. - ახლა ის ბრალდებებიც ჩამოაყალიბეთ ცალ-ცალკე, რომელთაც მისია უყენებს საქართველოსა და რუსეთს. - მოხსენება იწყება ცხინვალის დაბომბვის ფაქტით, რაშიც დადანაშაულებულია ქართული მხარე. მე უცვლელად მოვიყვან ამონარიდებს. 1) "ქართული შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის და მისი მიმდებარე სოფლების დიდმასშტაბიანი და მასირებული დაბომბვით დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი საქართველოში. მისიას არ აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ დაეთანხმოს ქართული მხარის ბრალდებას, რომ აგვისტომდე რუსული მხრიდან ადგილი ჰქონდა შეიარაღებული ძალების შემოსვლას სამხრეთ ოსეთში. ამიტომ, ქართული მხარის მიერ ძალის გამოყენება რუსეთის სამშვიდობო სამხედრო ძალის წინააღმდეგ იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა. რუსეთს უფლება ჰქონდა დაეცვა სამშვიდობოები შეიარაღებული ძალის გამოყენებით თავდასხმის პროპორციულად. ამიტომ რუსეთის მხრიდან თავდაცვის ოპერაციის ჩატარება კონფლიქტის პირველ ეტაპზე იყო კანონიერი. კონფლიქტის ზონაში ეუთოს, ემნესტი ინტერნეშალის და ჰიუმან რაიტს ვოტჩის დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ქართული მხრიდან გრადით და კასეტური ბომბებით ცხინვალის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა. პრეზიდენტ სააკაშვილის 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათზე და 35 წუთზე ცხინვალზე სამხედრო შეტევის შესახებ გაცემულმა ბრძანებამ მცირე ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი გადააქცია ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტად. ამიტომ სააკაშვილის ეს ქმედება კონფლიქტის სამართლებრივი ანალიზის ამოსავალი წერტილია." 2) "ქართული მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის მიზეზებია: ა) 2008 წლის ზაფხულის დასაწყისში აფხაზეთის კონფლიქტურ ზონაში საჰაერო დაზვერვითი ფრენების წარმოება. ბ) სამხრეთ ოსეთში ლოკალურ ურთიერთცეცხლის გახსნაში თანამონაწილეობა. გ) შეერთებული შტატების ფართომასშტაბიანი ჩართულობა სამხედრო ძალების აღმშენებლობაში. დ) ქართული მხარის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ალტერნატიული ადმინისტრაციის შექმნა. დასკვნა: ქართული მხარის ამ ქმედებებმა მოახდინა დაძაბულობის საგრძნობი ზრდა." 3) "ქართული მხარის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის სამართლებრივი კვალიფიკაცია ასეთია: "სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დროს ქართული მხარის მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება შეუთავსებულია გაეროს წესდებასთან შემდეგი მიზეზების გამო: პირველი. 1992 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის სოჭის შეთანხმების თანახმად მხარეებმა ვალდებულება იკისრეს გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიმართ, რაც ქართულ მხარესაც უკრძალავდა სამხრეთ ოსეთში ძალის გამოყენებას. მეორე. ქართულმა მხარემ 1994 წლის შეთანხმებით ვალდებულება იკისრა არ გამოიყენოს ძალა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მესამე. 1996 წლის 16 მაისს ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ვალდებულება იკისრა არ გამოიყენოს ძალა. ამასთან, ჩამოყალიბდა მშვიდობის დამყარების სამართლებრივი მექანიზმი. ძალის გამოყენება ქართული მხარის მიერ, რაც გამოიხატა ცხინვალის და მიმდებარე სოფლების მიმართ გრადის და კასეტური ბომბების გამოყენებაში, შეიძლება შეფასდეს როგორც აგრესია გაეროს 3314 რეზოლუციის მუხლი 3(აძ-ს თანახმად. დადასტურების შემთხვევაში ქართული მხარე შეიძლება მხილებული იქნეს შეიარაღებული ძალის გამოყენებაში სამოქალაქო ობიექტების და შეიარაღებული ძალის გამოყენებაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ანუ ომის დანაშაულში. - რა ბრალდებები წარედგინა რუსულ მხარეს. - რუსული მხარის საწინააღმდეგო ფაქტები შემდეგია: 1) "ბრძოლებმა 8 აგვისტოს და შემდგომ დღეებში საქართველოს სხვა მხარეებში გადაინაცვლა, რაც 5 დღე გაგრძელდა. ქვეყნის ბევრ ადგილას მან გამოიწვია სერიოზული ნგრევები, რომელმაც მიაღწია უკიდურეს დონეს ბევრ ქალაქსა და სოფელში. რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედება, რომელსაც თან ახლდა საჰაერო დარტყმები და შავი ზღვის აკვატორიაში შესვლა, გავრცელდა საქართველოს სიღრმეში, მოიცვა აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალი, მიაღწია ფოთის პორტს და შეჩერდა დედაქალაქ თბილისთან ახლოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ცეცხლის უპირობო შეწყვეტა და განზრახვა შეიარაღებული ძალების სამხრეთ ოსეთიდან გაყვანის შესახებ. რუსეთის ქვეითმა ძალებმა 10 აგვისტოს გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სამხედრო საზღვარი და შევიდნენ ბევრ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის გორში, ზუგდიდში, სენაკში და ფოთში. ფინალურ ფაზაში აფხაზური შენაერთები რუსული ძალების დახმარებით შეიჭრნენ ზემო კოდორის ხეობაში და მოკვეთეს ტერიტორია, რომელიც დასახლებული იყო მხოლოდ ქართველებით. ამ ფაქტების კომბინაცია სხვადასხვა დონით და ხარისხით წარმოადგენდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევას. 2) "რა მიზეზებმა გამოიწვია რუსეთის მხრიდან შეიარაღებული კონფლიქტი. - პირველი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია პრიორიტეტულ ინტერესებზე მისი საზღვრის ახლო ზონების მიმართ. - მეორე მიზეზია საქართველოს ახალი ხელისუფლების მკვეთრად პროდასავლური ორიენტაცია და სააკაშვილის ენერგიული მოძრაობა ნატოსკენ. - მესამე მიზეზია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, მაშინ როდესაც ასეთი სწრაფვა სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორიო სამართალს და ფასდება როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. - მეოთხე მიზეზია რუსეთის "საპასპორტო პოლიტიკა", რაც ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. რუსეთის პასპორტების მქონე ოსები და აფხაზები არ შეიძლება განხილულ იქნან რუსეთის მოქალაქეებად და მათ ასეთად ვერ იცნობს ვერც საქართველო და ვერც მესამე სახელმწიფო. ისინი იყვნენ და რჩებიან საქართველოს მოქალაქეებად მანამდე, სანამ ისინი კანონის ძალით არ გამოცხადდებიან მოქალაქეობის არმქონედ ან არ დაკარგავენ მოქალაქეობას სათანადო პროცედურის დაცვით. რუსეთის მოქალაქეობის მასობრივი გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით არის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და საქართველოს შინაურ საქმეში ჩარევა". "რუსული მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში მისი შესვლა უნდა შეფასდეს როგორც ჰუმანიტარული ინტერვენცია, როგორსაც ადგილი ჰქონდა კოსოვოში ნატოს ჯარების შესვლასთან დაკავშირებით, მიუღებელია, რადგან რუსეთს ამოძრავებდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სხვა ინტერესები სამხრეთ ოსეთში და მთლიანად რეგიონში, და არა ჰუმანიტარული მიზნები. რუსულმა მხარემ ასევე დაარღვია 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ, როდესაც მხარი დაუჭირა აფხაზური ფორმირებების შესვლას ზემო კოდორის ხეობაში, რაც ასევე უნდა შეფასდეს, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა". 3). "დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვია რუსეთის მხრიდან ადრეულმა ქმედებებმა. კერძოდ, ა. აპრილში რუსეთმა გააფრთხილა თბილისი, რომ ნატოში საქართველოს გაწევრება გამოიწვევს ტერიტორიების საბოლოო დაკარგვას და რუსეთის შეიარაღებული ბაზები შეიქმნება ამ ტერიტორიებზე. ბ. მაისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ მოსკოვი მზადაა გამოიყენოს შეიარაღებული ძალა, თუ საქართველო დაიწყებს შეიარაღებულ კონფლიქტს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. გ. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა რამდენჯერმე გადაუფრინეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს, მიუხედავად თბილისის გაფრთხილებისა. დ. ივნისის დასაწყისში რუსეთმა საქართველოს ნებართვის გარეშე აფხაზეთში გაზარდა თავისი შენაერთების რაოდენობა და რკინიგზის რეკონსტრუქციის "ჰუმანიტარული მისიის" საბაბით იქ ახალი შენაერთები გააგზავნა. ე. ივლისში რუსულმა შენაერთებმა ჩაატარეს წვრთნა - "კავკასია 2008". 4) "რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევები შემდეგია: ა. არსებობს სერიოზული და შემაშფოთებელი მტკიცებულებანი სამხრეთ ოსეთში ქართველების ეთნიკური წმენდისა და მათი საკუთრების განადგურებისა, რაც არ იყო აღკვეთილი რუსული მხარის მიერ. ბ. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სამხრეთ ოსეთში და ბუფერულ ზონებში ადგილი ჰქონდა ოსების მხრიდან ქართული სოფლების გადაწვას, ქართველების წამებას, ცემას, ტყვედ აყვანას, უკანონო დაპატიმრებას, რაც არ იყო აღკვეთილი რუსული მხარის მიერ. გ. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ეთნიკური ქართველების მდგომარეობა გალის რაიონში კონფლიქტის დროს და მის შემდეგ. დ. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ეთნიკური ქართველების მდგომარეობა ახალგორის რაიონში, რომლებიც ამ რაიონის დატოვებას აგრძელებენ". და ბოლოს, "მისია რუსულ მხარეს მიუთითებს, რომ მის მიერ იგნორირებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპები სახელმწიფო სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სამართლის დარღვევები, რაც გამოიხატა ეთნიკურ წმენდაში, გადაიქცა პოლიტიკურ რეალობად. უფრო მეტი, რუსეთის მხრიდან ევროპის მიმართ პოლიტიკური ურთიერთობის ცივილიზებული სტანდარტებიდან გადახვევა ფაქტია, რის გამოც დასავლეთის სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა." - როგორია საბოლოო დასკვნა. - მისია საბოლოოდ დაასკვნის, რომ "ქართული და რუსული მხრიდან ადგილი ჰქონდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების დარღვევას, რაც ბევრ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს, როგორც ომის დანაშაული. ამრიგად, 2008 წლის აგვისტოში ადგილი ჰქონდა შიდა შეიარაღებულ კონფლიქტს ერთი მხრივ ქართველებსა და მეორე მხრივ ოსებს და აფხაზებს შორის, და საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს - საქართველოსა და რუსეთს შორის." - რა რეაგირება მოჰყვა საერთაშორისო დონეზე ტალიავინის დასკვნას. - 2009 წლის 2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს სთხოვა, რათა მან მიმართოს სასამართლოს პალატას, რათა სასამართლოს პალატამ ფორმალურად გახსნილად გამოაცხადოს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს და მას შემდეგ საქართველოს და რუსეთის მიერ ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ საერთაშორისო დანაშაულების ჩადენის გამო. - სამართლებრივად როგორ შეაფასებდით სააკაშვილის ქმედებას. - პასუხს ამ კითხვაზე ალბათ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო გასცემს. - რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა დე იურედ აღიარა. არსებობს თუ არა საერთაშორისო მექანიზმი, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს. - ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლოის აღიარება დაგმო და რუსეთის ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართლის საწესდებო დებულებების და ევროპის საბჭოს წესდების უხეშ დარღვევად მიიჩნია. ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ 2009 წლის 28 იანვრის რეზოლუციაში პირდაპირ მიუთითა: ევროპის საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი თავის უპირობო მხარდაჭერას, ისევე როგორც მისი საზღვრების ურღვეობისადმი ერთგულებას, და მოუწოდებს რუსეთს გაითხოვოს მის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ევროპის საპარლამენტო ასამბლეა კვლავ აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევისთვის რაიონებში, რომელიც მისი ფაქტიური გამგებლობის ქვეშ იმყოფებოდა. ევროპის საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოში რუსეთის არასანქცირებულ სამხედრო ყოფნას და სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ახალი სამხედრო ბაზების შექმნას, ისევე როგორც ახალგორში, პერევში და ზემო კოდორში. იმ უდავო მტკიცებულებათა შუქზე, რომ ომის დროს ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული სამართლის ნორმები დაარღვიეს, ასამბლეა თვლის, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატის შექმნას და სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, და ამ რეგიონების სტატუსთან დაკავშირებული არ შეიძლება იყოს." ამრიგად, 2009 წლის 28 იანვრის რეზოლუციით ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ფაქტობრივად მხარი დაუჭირა ჯერ კიდევ 2004 წლის 5 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სამედიცინო უნივერსიტეტის 52 პროფესორის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ "ლტოლვილთა უპირობო დაბრუნების მანდატით სოხუმის და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის დე ფაქტო საოკუპაციო ჯარს უნდა ჩაენაცვლოს გაეროს სამშვიდობო შეიარაღებული ძალები საქართველოს არამოსაზღვრე ქვეყნებიდან!" ასეთი მოწოდებით 2004 წლიდან მერამდენჯერ მივმართავ ხელისუფლებაში მოსულ ძალას. არადა, გაეროს დონეზე საკითხის ასეთი დაყენება პერსპექტიული იყო და არის, რადგან ლტოლვილთა დაბრუნება არ ექვემდებარება გაეროს უშიშროების საბჭოს, არამედ მხოლოდ გენერალურ ასამბლეას, სადაც რუსეთი, სომხეთი და სხვა განვითარებადი ქვეყანა საკითხს ვერ ჩააგდებს. ასეთია რეალური საერთაშორისო სამართლებრივი გამოსავალი. - საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობათა დონეზე რა გადაწყვეტილების მიღებას სთავაზობთ ხელისუფლებას. - საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობათა დონეზე ბრძნული გადაწყვეტილება ერთადერთია: ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ხისტად პროდასავლური ორიენტაცია და გარკვეული დროით გამოაცხადოს არა ნეიტრალიტეტი, არამედ ბლოკებს მიუმხრობლობის პოლიტიკა. ინტერვიუს წარმართავდა სანდრო ალექსიძე © გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" © ქართული პრესის კომპიუტერული არქივი 2009 წელი მოგვწერეთ opentextge@gmail.com � � � � � � � � � � � Edited March 23, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 Siknadmo რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშეეს არგუმენტები საკმარისი აღმოჩნდასაერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე საკმარისი აღმოჩნდა რუსეთის გაზი და გაზპრომის ფული. ასეა სამწუხაროდ ეს სამყარო მოწყობილი. ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მთავარია გადახდის უნარიანი იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 (edited) მისიას არ აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ დაეთანხმოს ქართული მხარის ბრალდებას, რომ აგვისტომდე რუსული მხრიდან ადგილი ჰქონდა შეიარაღებული ძალების შემოსვლას სამხრეთ ოსეთში. ამიტომ, ქართული მხარის მიერ ძალის გამოყენება რუსეთის სამშვიდობო სამხედრო ძალის წინააღმდეგ იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა. რუსეთს უფლება ჰქონდა დაეცვა სამშვიდობოები შეიარაღებული ძალის გამოყენებით თავდასხმის პროპორციულად. ამიტომ რუსეთის მხრიდან თავდაცვის ოპერაციის ჩატარება კონფლიქტის პირველ ეტაპზე იყო კანონიერი.მეგობრებო, ამონარიდი ტალიავინის დასკვიდან ჩემის აზრით დასკვნა მთლიანობაში ობიექტურიადა საქ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს არ გამორიცხავს, ცალსახაა ჩემთვის რომ ომის პროვოცირება მოახდინა სააკაშვილმა არა ოსების, არა რუსებისარამედ ქართველების წინააღმდეგ Edited March 23, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 (edited) Siknadmo საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე საკმარისი აღმოჩნდა რუსეთის გაზი და გაზპრომის ფული. ასეა სამწუხაროდ ეს სამყარო მოწყობილი. ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მთავარია გადახდის უნარიანი იყო.რუსებსაც გადაუარეს, საკმაოდ ობიექტური დასკვნაა,საქ. ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია,რუსეთიც დადანაშაულებულია საკმაოდ საერიოზულად, მაგრამ ერთი რამაა ცხადა, თუ არა სააკაშვილის პროვოკაციული ქმედებებიდღეს კონფლიქტი კაკ მინიმუმ გაყინული იქნებოდა და ახალგორი, ლიახვის ხეობა და კოდორი ჩვენი იქნებოდა, რუსეთის ქმედებები დაგმობილია, მაგრამ ცხინვალში ძალის გამოყენება რუსეთის მხრიდან გამართლებულია 1) "ბრძოლებმა 8 აგვისტოს და შემდგომ დღეებში საქართველოს სხვა მხარეებში გადაინაცვლა, რაც 5 დღე გაგრძელდა. ქვეყნის ბევრ ადგილას მან გამოიწვია სერიოზული ნგრევები, რომელმაც მიაღწია უკიდურეს დონეს ბევრ ქალაქსა და სოფელში. რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედება, რომელსაც თან ახლდა საჰაერო დარტყმები და შავი ზღვის აკვატორიაში შესვლა, გავრცელდა საქართველოს სიღრმეში, მოიცვა აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალი, მიაღწია ფოთის პორტს და შეჩერდა დედაქალაქ თბილისთან ახლოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ცეცხლის უპირობო შეწყვეტა და განზრახვა შეიარაღებული ძალების სამხრეთ ოსეთიდან გაყვანის შესახებ. რუსეთის ქვეითმა ძალებმა 10 აგვისტოს გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სამხედრო საზღვარი და შევიდნენ ბევრ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის გორში, ზუგდიდში, სენაკში და ფოთში. ფინალურ ფაზაში აფხაზური შენაერთები რუსული ძალების დახმარებით შეიჭრნენ ზემო კოდორის ხეობაში და მოკვეთეს ტერიტორია, რომელიც დასახლებული იყო მხოლოდ ქართველებით. ამ ფაქტების კომბინაცია სხვადასხვა დონით და ხარისხით წარმოადგენდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევას.აი რაშია რუსეთი დადანაშAულებული Edited March 23, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 Saturn არასწორად იცნობთ საერთაშორისო სამართალს. საქართველოს მიერ საკუთარი ტერიტორიის (და იმ მომენტში რუსეთიც კი ოფიციალურად აღიარებდა იმ ტერიტორიას საქართველოს კუთვნილებად) დაბომბვა არ აძლევს სხვა ქვეყანას საქართველოში შეიარაღებული აგრესიის განხორციელების უფლებას. რუსეთს საერთაშორისო სამართლით ჰქონდა თავის სამშვიდობოების დაცვის უფლება, რაც დაფიქსირებულია კიდეც ტალიავინის დასკვნაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 ... უფრო მეტსაც ვიტყვი, აი ცხინვალი რომ არ დაგვებომბა და რუსები შემოვარდნილიყვნენ სულ სხვა რეაქცია ექნებოდადასავლეთს, რუსეთი უმძიმეს შედეგს მიიღებდა-ბეზპრედელს არავის პატიობენ, მითუმეტეს იმ ტერიტორიაზე რომელზე ლაპა აქვთ დადებული მაგას ვამბობ მეც...და რატომ დავბომბეთ ცხინვალი? რა იყო ეს? უტვინობა თუ წინასწარგანზრახული ქმედება, რომელმაც მტრის წისქვილზე დაასხა წყალი?მე მგონია, რომ მეორე... და ასეთი "წინასწარგანზრახული ქმედების" ჩატარება, ჩვენი ხელებით, არ გაუჭირდება რუსეთის სპეცსამსახურებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted March 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2010 georgekh13 არასწორად იცნობთ საერთაშორისო სამართალს. საქართველოს მიერ საკუთარი ტერიტორიის (და იმ მომენტში რუსეთიც კი ოფიციალურად აღიარებდა იმ ტერიტორიას საქართველოს კუთვნილებად) დაბომბვა არ აძლევს სხვა ქვეყანას საქართველოში შეიარაღებული აგრესიის განხორციელების უფლებას.ჯერ ერთი, საკუთარ მოქალაქეებს, თუნდათ სეპარატისტებს, გრადებს რომ დაუშენ, არ არის დანაშაული საერთაშორისო? მერე მეორე, ვინ გითხრა, რომ რუსეთი აგრესიას უძახის რაც მან განახორციელა? "პრინუჟდენია კ მირუ".. და ამის თქმის საბაბი და თავისი ქმედების გაპრავების საშუალება ჩვენ მივეცით გრადების გამოყენებით საკუთარივე მოქალაქეების წინააღმდეგ...და რატომ მოვიქეცით ასე, ეს გამოსაძიებელია...მე თუ მკითხავ, ესეც რუსების აქცია იყო (ჩატარებული ჩვენი ხელით) საკუთარი მომავალი აგრესიის გასაპრავებლად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.