Jump to content
Planeta.Ge

შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოვჩნდეთ?

Recommended Posts

georgekh13

და რატომ დავბომბეთ ცხინვალი? რა იყო ეს? უტვინობა თუ წინასწარგანზრახული ქმედება, რომელმაც მტრის წისქვილზე დაასხა წყალი?

მე მგონია, რომ მეორე...

უტვინობა იყო მაი, უტვინობა

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

georgekh13

უტვინობა იყო მაი, უტვინობა

არა მგონია...

არ იყო მაგი მარტო უტვინობა..

უტვინობაა რა თქმა უნდა როცა მტრის წისქვილზე ასხამ წყალს უფასოდ, მაგრამ თუ ამაში ფულს გიხდიან, მაშინ არ გამოდის უტვინობა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემას გადავუხვიეთ ერთი შეხედვით და მე იმის თქმა მინდა, რომ

რუსული ტანკები თბილისში არ შემოვა

ისედაც ძლივს გადაყლაპა რუსეთმა ცხინვალი და სოხუმი

მაგრამ ის, რომ რუსეთის მიერ მოხდეს ქართველების შეიარაღება და სამოქალაქო ომის პროვოცირება პრორუსული ხელისუფლების დამყარებისთვის,

ამ საშიშროებას არ გამოვრიცხავ,

თუმცა აწყობს, ან უღირს რუსეთს მიშას გადაყირავება?

საქ. ნატოში ვერ შედის, საქ. ვერ გახდება მაგალითი ჩრდილო კავკასიელებისთვის,

საქ. არის წარუმატებლი, თით საჩვენებელი მოდელი რუსეთის მოქალაქეებისთვის რომ აი, რა მოგივათ თუკი დამოუკიდებლობას მიიღებთ,

რუსეთმა სააკაშვილის დახმარებით მიითვისა კოდორი, ლიახვის ხეობა, ახალგორი და მოახდინა

აფხაზეთისა და სამ. ოსეთის ტერიტორიაზე ბაზების შექმნა,

სააკაშვილმა ენერგო ობიექტები და წყალი გადასცა რუსებს,

რაღა უნდა კიდევ, ლარსი გახსნილია, გიუმრის ბაზას საქ. გავლით უკავშირდება,

ხო, რაღა უნდა კიდო?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოვჩნდეთ? რა იქნება შემდეგ?

მიზანია კომუფლაჟი:)

და "შესაძლო დაპირისპირების" აზრის გავრცელებით მანიპულირება.

ბილიარდი ხომ გითამაშიათ?:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

georgekh13

Siknadmo

ერთი ძალიან ცუდი და ცინიკური რამე უნდა ვთქვა:

რუსეთს გორი, სენაკი, ფოთი და ა.შ. რომ არ დაებომბა და არ შეჭრილიყო, ანუ ყოფილ სამხრეთ ოსეთის საზღვრები რომ არ გადმოელახა, მაშინ იქნებოდა ჩვენი საქმე ძალიან ცუდად, კაციშვილი არ იქნებოდა ჩვენი მხარდამჭერ-გამამართლებელი.

ხო კიდევ ჩემი აზრი არც აფხაზეთ-ოსეთის აღიარება სჭირდებოდა რამეში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

+1

მეც მაგას არ ვამბობ?

georgekh13

უტვინობაა რა თქმა უნდა როცა მტრის წისქვილზე ასხამ წყალს უფასოდ, მაგრამ თუ ამაში ფულს გიხდიან, მაშინ არ გამოდის უტვინობა...

რაღაც ვერ გავიგე - ამბობ, რომ რუსებმა გადაუხადეს მიშას ფული?

გასაგებია,

აღიარება სჭირდებოდა იმისთვის რომ ბაზებისთვის რაღაც იურიდიული საფუძველი ჰქონოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

აღიარება სჭირდებოდა იმისთვის რომ ბაზებისთვის რაღაც იურიდიული საფუძველი ჰქონოდა

შესაძლებელია, მაგრამ ისე რომ დაყენებინა თავისი ჯარი და ბაზა არ დაერქმია არც არაფერი არ იქნებოდა. გასამართლებლად იტყოდა მარტო სამშვიდოებები რომ მყავდა ხომ ნახეთ ქართველებმა რაც ქნესო.

მანდ ჩემი აზრით პუტინის პირადმა ბოღმამ მიშას მიმართ ითამაშა დიდი როლი, მერე მიხვდნენ და დაატორმუზეს, თორემ სარკოზი ვერ უშველიდა მაგ საქმეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

georgekh13

Siknadmo

ერთი ძალიან ცუდი და ცინიკური რამე უნდა ვთქვა:

რუსეთს გორი, სენაკი, ფოთი და ა.შ. რომ არ დაებომბა და არ შეჭრილიყო, ანუ ყოფილ სამხრეთ ოსეთის საზღვრები რომ არ გადმოელახა, მაშინ იქნებოდა ჩვენი საქმე ძალიან ცუდად, კაციშვილი არ იქნებოდა ჩვენი მხარდამჭერ-გამამართლებელი.

ხო კიდევ ჩემი აზრი არც აფხაზეთ-ოსეთის აღიარება სჭირდებოდა რამეში.

ახლა ვინ გვიჭერს მხარს და ვინ გვამართლებს?

georgekh13

უტვინობაა რა თქმა უნდა როცა მტრის წისქვილზე ასხამ წყალს უფასოდ, მაგრამ თუ ამაში ფულს გიხდიან, მაშინ არ გამოდის უტვინობა...

რაღაც ვერ გავიგე - ამბობ, რომ რუსებმა გადაუხადეს მიშას ფული?

არა, სწორად გაიგე...

მე არ მიგულისხმია დოლარის პაჭკები და ა.შ. მაგრამ ვიღაც, რომ რუსეთის სამსახურში დგას საკმაოდ მაღალ ეშელონებში საქართველოს მთავრობაში, ამაში დარწმუნებული ვარ... და ფაქტებიც ამის მიმანიშნებელია...

არც გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი გაყიდული იყო წინასწარ ფულზე... მე როგორც ვიცი, რუსული სპეცსამსახურები ფულს უხდიან თავიანთ აგენტებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შესაძლებელია, მაგრამ ისე რომ დაყენებინა თავისი ჯარი და ბაზა არ დაერქმია არც არაფერი არ იქნებოდა. გასამართლებლად იტყოდა მარტო სამშვიდოებები რომ მყავდა ხომ ნახეთ ქართველებმა რაც ქნესო.

მანდ ჩემი აზრით პუტინის პირადმა ბოღმამ მიშას მიმართ ითამაშა დიდი როლი, მერე მიხვდნენ და დაატორმუზეს, თორემ სარკოზი ვერ უშველიდა მაგ საქმეს.

უკაცრავად, მაგრამ ცდებით...

ძალიან არ მიყვარს პუტინი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ საკმაოდ ჭკვიანი გამოდგა, როგორია ხელისუფლებაში მოსვლა რუსეთში და მერე მეფედ ქცევა...

ამიტომ დიდ პოლიტიკაში არ არსებობს პირადი გრძნობები... და არავითარ პირად ბოღმაზე მანდ საუბარი არ არის...

რუსეთი მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი იმპერია...

არ მიუშვა თავის საზღვრებთან ნატოს ჯარები... ეს იყო მთავარი მანდ...

ამერიკას დარჩა საქართველოს ის ტერიტორია, სადაც ტრუბაა, და ჩრდილოეთი ტერიტორიები, რომელიც რუსეთის საზღვართან ახლოსაა, გადავიდა რუსეთის მფარველობის ქვეშ...

ეს იყო დიდი გარიგება...

საქართველო გამოიყენეს და ნახმარი ტამპონივით გადააგდეს ამერიკელებმა...

საქართველო პაიკია დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, სამწუხაროდ მოკლული პაიკი, რომელსაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ თამაშშია და ვერ ხვდება, რომ უკვე თამაშგარეა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა ვინ გვიჭერს მხარს და ვინ გვამართლებს?

ყოველ შემთხვევაში არც რუსებს ამართლებენ და მათთან შეხვედრის დროს სტანდარტული ფრაზები ჟღერდება: ამ საკითხზე ვერ შევთანხმთითო.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველ შემთხვევაში არც რუსებს ამართლებენ და მათთან შეხვედრის დროს სტანდარტული ფრაზები ჟღერდება: ამ საკითხზე ვერ შევთანხმთითო.

მართალი ხარ, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი დავკარგეთ ამ ომის შემდეგ ვიდრე რუსეთმა...

რუსეთი, ისედაც იცის მსოფლიომ რაც არის, აი, ჩვენ რომ დაგვერხა ავტორიტეტში ეს ცხადია...

და ეს მიშიკოს ბრალია...

ნაციკებს პიარი ჰგონიათ პოლიტიკა და ვერ ხვდებიან, რომ პოლიტიკოსები კი არა, პოლიტიკანები არიან...

იგივე "იმედის" ამასწინდელმა სისულელემ, ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენ რეპუტაციაზე...

ადრე კიდევ, პოლონეთის პრეზიდენტს რომ გაუთამაშეს სპექტაკლი... მთელი მსოფლიო დაგვცინოდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

მართალი ხარ, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი დავკარგეთ ამ ომის შემდეგ ვიდრე რუსეთმა...

ჩვენ სამაგიეროდ რუსეთის ნამდვილი სახე დავანახეთ მსოფლიოს :D

იგივე "იმედის" ამასწინდელმა სისულელემ, ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენ რეპუტაციაზე...

ადრე კიდევ, პოლონეთის პრეზიდენტს რომ გაუთამაშეს სპექტაკლი... მთელი მსოფლიო დაგვცინოდა...

ძალიან არ მინდა მისი ციტირება, მაგრამ მე მგონი ბუჯანაძემ თქვა, ადრე მიშას დასცინოდნენ, ეხლა კი (იმედის სიუჟეტის შემდეგ) საქართველოს დასცინიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან არ მინდა მისი ციტირება, მაგრამ მე მგონი ბუჯანაძემ თქვა, ადრე მიშას დასცინოდნენ, ეხლა კი (იმედის სიუჟეტის შემდეგ) საქართველოს დასცინიან.

ძალიანაც კარგი. სანამ პრეზიდენტებს 95 პროცენტებით აირჩევთ, ყოველთვის დასაცინები იქნებით. სულ ერთია, ზვიადი იქნება, ედიკა, მიშა თუ ერვანდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...