Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ზურაბ პოლოლიკაშვილმა და პაპუნა დავითაიამ დღეს სპეციალური პროგრამის პრეზენტაცია მოაწყვეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/pololikashvili2-150x132.jpg

 

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ დღეს სახელმწიფო კანცელარიაში სპეციალური პროგრამის პრეზენტაცია მოაწყვეს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ქართული დიასპორის ჩართვას ითვალისწინებს.

 

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც უცხოეთში მოღვაწე ყველა წარმატებულ ქართველ ბიზნესმენს აძლევს შესაძლებლობას თავიანთ ქვეყანაში დააბანდონ კაპიტალი და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

 

 

ზურაბ პოლოლიკაშვილის განაცხადებით, ეს არის პირველი, ექსპერიმენტალური პროექტი, რომელსაც “დაბრუნება საქართველოში” ეწოდა.

 

 

“სახელმწიფო მზადაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან რამდენიმე წლის წინ წავიდნენ და ახლა სურვილი აქვთ საქართველოში ბიზნესი განავითარონ. სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე 20-მდე სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქართველები ჩამოვლენ. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი გაამართლებს, მსგავსი ღონისძიებები კვლავ დაიგეგმება” – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

 

 

ამ მიზნით, მაისში საქართველოში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად, ქართული დიასპორების ქართულ ეკონომიკაში ჩართვის მიზნით, ბიზნესფორუმს გამართავს. ფორუმს ტურის სახე ექნება, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნსესმენები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან. ისინი საქართველოში შექმნილ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...