Jump to content
Planeta.Ge

რელიგიური თავისუფლება


Recommended Posts

აზრი

ჩემი აზრით რელიგიებს თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეთ. არ უნდა ჰქონდეს რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას სხვაზე აღმატებული და მეტი უფლებები და სტატუსი.

რის საფუძველზე გაქვს ეს აზრი, შეგიძლია დაასაბუთო?აზრი

აზრი

ისე არა ოღონდ ზოგს რომ ჰგონია, ჩვენ XI-საუკუნეში გამოვეყავით კათოლიკებს და მეტი უფლებები უნდა გვქონდეს ვირდე სხვა რელიგიებსო, რადგან მეთერთმეტე საუკუნიდან ვარსებობთო. არაა ეგრე. ერთი თვის წინ შექმნილი რელიგიის მიმდევრებსაც იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ რაც შენ და შენს მსგავსად მოაზროვნე რელიგიურ ადამიანებს.

ეს არის ტყუილი და მე საკმაოდ კარგად და დამაჯერებლად დაგისაბუთე ეს ამბავი, იმდენად დამაჯერებლად, რომ თემა დახურეთ საერთოდ... კათოლიკეებზე თემა გაიხსენე და ცოტა პასუხისმგებლობით მოეკიდე შენს მიერ ნათქვამ სიტყვებს, ნუ იტყუები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

აფსოლუტურ

ეს სიტყვა ასე იწერება ,,აბსოლუტურ"Nukriko

თავისუფალ კონკურენციის პირობებში ათეიზმი რატომღაც ვერხს იღებს ხოლმე

:nekro: ხოოოო, ისეთ ვერხს იღებს, რომ მერე პანიკურად ეშინია მართლმადიდებლობის და ხსნის ჭეშმარიტების დისკრედიტაციისკენ მიმართულ თემებს... მე მგონი პირიქით უნდა იყოს...აზრი

დაზომბირებული ბრბოს მართვა გაცილებით იოლია ვიდრე განსხვავებული აზრის მოსმენის და შეწყნარების უნარი ვისაც აქვს იმ ადამიანების.

ჩვენს ქვეყანას კაცთშემწყნარებლობის უდიდესი ისტორია აქვს, აი აზრი, რომელიც ჩვენს რჯულს ეწინააღმდეგებოდა, ვინც შეიწყნარა, გადახედეთ ისტორიას და როგორ დაამთავრა ცხოვრება ნახეთ, ამას არამხოლოდ ადამიანებზე ვამბობ, არამედ ერებზე, რჯულშემწყნარებელი ერები აღარ არსებობენ, კონსტანტინოპოლის ადგილას დღეს სტამბულია, ყველაზე ნათელი მაგალითი...Nukriko

დროთა განმავლობაში კი მორწმუნეთა რიცხვი მცირდება და ათეისტების იზრდება..

 

ამ მხრივ კონკურენციის გაწევა რელიგიას უჭირს.

ამის ჭეშმარიტებას არ ეშინია, რამეთუ უფალი ბრძანებს ,,ნუ გეშინია შენ, მცირესა ამას სამწყსოს, რამეთუ მე თქვენთან ვარ"... უმრავლესობა ჭეშმარიტებას არ ნიშნავს და არც ცვლის მას, მორწმუნეების რიცხობრივი მონაცემების მიუხედავად არსებობს მარადიულად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

აბა საქართველოში რაღატო ჭარბობს მორწმუნეების რაოდენობა ათეისტებისას???

იმიტომ, რომ უფალი მეფობს... :yes: Nukriko

თეიზმის განვითარებას ჭირდება ნორმალური თავისუფალი გარემო..

ხო, თავისუფალი გარემო შენი გაგებით არის გარყვნილება, პროვოკაციები, ტყუილი, ფარისევლობა, სიყალბე, ყველა სახის სიბინძურის მონობა, აი ასეთ საზოგადოებაში გინდა შენ ფრთები გაშალო... გასაგებიცაა ტყუილი სიმართლის წინაშე როცა დგება, აუცილებლად ყვირის... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ჩემი აზრით რელიგიებს თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეთ. არ უნდა ჰქონდეს რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას სხვაზე აღმატებული და მეტი უფლებები და სტატუსი

 

აზრი

 

რის საფუძველზე გაქვს ეს აზრი, შეგიძლია დაასაბუთო?

gruzian_ka

 

იმის საფუძველზე მაქვს ასეთი აზრი რომ ადამიანი ბუნებით თავისუფალია. ღმერთისგან ადამიანს თავისუფლება აქვს მიცემული და არავის არ გაქვთ უფლება ვინმეს რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის. ამას რა დასაბუთება უნდა? :givi: აუცილებელია "მამაომ" გითხრათ რომ მისაღები იყოს თქვენთვის? თავისუფლების ფასი არაფერია ჩემო გრუზინკა. გარდა ამისა, მე ჩემი აზრი დავწერე და თუ გინდა გაიზიარე, თუ გინდა არა. :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

აუცილებელია "მამაომ" გითხრათ რომ მისაღები იყოს თქვენთვის?

მიგიხვდი ირონიას, დღეს მრევლის უმეტესობა მაგ დღეშია, თუმცა მე მაგ კატეგორიას არ მივეკუთვნები, მე მგონი ძნელი მისახვედრი არაა...ღმერთისგან ადამიანს

თავისუფლება აქვს მიცემული

და როდის მისცა თავისუფლება ღმერთმა ადამიანს ეს ეპიზოდი გახსოვს ბიბლიიდან? თუ უბრალოდ ფრაზა გაგიგია?

ამას რა დასაბუთება უნდა?

როგორ არა, უნდა დასაბუთება, ჭეშმარიტებას და ტყუილს თანაბრი უფლება უნდა ქონდესო ეს თქვა ღმერთმა? გინდა, პავლე მოციქულის სიტყვებს შეგახსენებ: ,,არცა მემრუშეთა, არცა მემთვრალეთა.....არცა ცრუთა ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა"...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ არა, უნდა დასაბუთება, ჭეშმარიტებას და ტყუილს თანაბრი უფლება უნდა ქონდესო ეს თქვა ღმერთმა? გინდა, პავლე მოციქულის სიტყვებს შეგახსენებ: ,,არცა მემრუშეთა, არცა მემთვრალეთა.....არცა ცრუთა ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა"...

gruzian_ka

 

ცათა სასუფევლის დამკვიდრებელი ვინაა ამას შენ ან შენი რელიგია ვერ გადაგვიწყვიტავს. შენ მკითხე რატომ ფიქრობ მასეო, რატომ უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს უფლება თავისუფლად მისდიოს იმ რელიგიურ შეხედულებებს რაც სურსო. შენ რომ კაცმა მოგისმინოს მხოლოდ შენი რელიგიის გარდა ყველა ასაკრძალი იქნება. :givi: ეგ დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს XXI საუკუნეა და ადამიანის უფლებებს იმაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიდრე X საუკუნეში.

 

ჩემი აზრი ზუსტად ისეთია, როგორც საქართველოს კონსტიტუცია ღაღადებს:

 

მუხლი 19

 

1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

 

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

 

3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

 

 

ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციას ვეთანხმები და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ:

1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. :TAT:

 

ჩემი აზრი უკვე იცი და თუ არ ეთანხმები, არაფერი მაქვს შენთან სადაო. :) უბრალოდ, საინტერესო იქნებოდა გაგეზიარებინა შენი შეხედულებები ჩვენთვის და განგემარტა, რატომ არ ეთანხმები საქართველოს კონსტიტუციას.. ან რა არ მოგწონს მასში.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

კარგია, რომ ცენზურა აღარ ადევს ამ თემას, როგორც ეს იყო იეჰოველთა ბატონობის ეპოქაში :D

 

 

რელიგიური თავისუფლება

პასუხისმგებლობიდან ვერ იქნებიან თავისუფალნი. ყველანაირი დანაშაული, მათ შორის თუ რწმენა ვინმეს სიცოცხლეს აზარალებს, მუსულმანებში - თვითმკვლელები, ქრისტიანებში - ფანატიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ სხვისი მოკვლაც კი, სექტებში რომლებიც ბავშვის სიკვდილს ამჯობინებენ ვიდრე სისხლის გადასხმას.

 

ერთი სიტყვით თითეულ უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივ ქმედებისთვის ისინი უნდა დაისაჯონ და რაც მთავარია მკაცრად..

 

უნდა აიკრძალოს რელიგიის პროპაგანდირებაც, თუ ადამიანი თავისუფალია ის თავის ნებით მივა, რელიგიურ ორგანიზაციაში, ხოლო სახლში მოსვლისთვის და პროპაგანდირებისთვის, მითუმეტეს არასრულწოლოვნებთან პროპაგანდირება საშინლად უნდა აიკრძალოს.

 

ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი რელიგიური ორგანიზაციები უნდა აიკრძალოს. თუ სახელმწიფოს დაუმორჩილებლობა გამოუცხადე, არ უნდა ელოდო სახელმწიფოსგან ლმობიერებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია, რომ ცენზურა აღარ ადევს ამ თემას, როგორც ეს იყო იეჰოველთა ბატონობის ეპოქაში :D

Nukriko

 

როდის უნდა დაანებო თავი ინტრიგანობას? :givi:

 

 

ამ ფორუმზე არასოდეს უბატონია იეჰოვას მოწმეებს. ასე რომ გეყოს დემაგოგია. :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

gruzian_ka

ხოოოო, ისეთ ვერხს იღებს, რომ მერე პანიკურად ეშინია მართლმადიდებლობის და ხსნის ჭეშმარიტების დისკრედიტაციისკენ მიმართულ თემებს... მე მგონი პირიქით უნდა იყოს.

გეშლება გენაცვალე, პირიქით ხდება. მმკ კივის და წივის, უკანონობაზე თუ დაიჭერენ, როგორ გაბედეს და დაგვიჭირესო..

 

 

შენ თუ თეა თუთბერიძე გგონია ათიესტი ძალიან ცდები.. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

ქართულ ხალხური ანდაზა: გიჟი, თავისუფალია.

ჩემის აზრით ყველა ის კონფესია, რელიგიური აღმსარებლობა, რომელთა სატავე ოფისები არის უცხოეთში და ასრულებენ თავიანთი უცხოელი ”დამმოძღვვრებლების” ნება სურვილს, უნდა აიკრძალოს და იდევნებოდეს სახელმწიფოდან.

გარდა ამისა ყველა რელიგიური აღმსარებლობა, რომელიც მოუწოდებს ან მფარველობს ანტისახელმწიფო იდეოლოგიას(მაგალითად ჯარში სამსახურზე უარი) უნდა აიკრძალოს, ხოლო მქადაგებლები დაისაჯონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...