Jump to content
Planeta.Ge

რელიგიური თავისუფლება

Recommended Posts

1) საჭიროა თუ არა თავისუფალი, თანაბარ პირობებში რელიგიების, სექტების კონკურენცია?

2) რას ნიშნავს თქვენთვის რელიგიური თავისუფლება?

3) უნდა იყოს თუ არა შეზღუდვები თუ არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

1) საჭიროა თუ არა თავისუფალი, თანაბარ პირობებში რელიგიების, სექტების კონკურენცია?

კი

2) რას ნიშნავს თქვენთვის რელიგიური თავისუფლება?

როცა არავინ არაფერშ ზღუდავს ერთმანეთს

3) უნდა იყოს თუ არა შეზღუდვები თუ არა?

მხოლოდ სხვა რელიგიების დისკრიმინაციის თვალსაზრისით!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიური თავისუფლება

ბუნებაში არ არსებობს:)

რელიგია გამორიცხავს თვისუფლებას.:D

დაგისაბუთოთ?:D

მეზარება:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

კი

მაშინ პრივილიგებლობა ამ თანასწორობას არღვევს, ესეა თუ არა?

როცა არავინ არაფერშ ზღუდავს ერთმანეთს

შენ მიგაჩნია რომ საქართველოში არის რელიგიური თავისუფლება?

მხოლოდ სხვა რელიგიების დისკრიმინაციის თვალსაზრისით!

როგორ, რა მეთოდები უნდა არსებობდეს და რა სახის დისკრიმინაციაზე გვაქვს საუბარი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონკრეტიზაციაა საჭირო,

რა იგულისხმება რელიგიურ თავისუფლებაში, ჟღერადობით კარგად ჟღერს, კონსტიტუციაშიც წერია სინდისის თავისუფლება,

მაგრამ რეალობაში ეს რას ნიშნავს

რელიგია გამორიცხავს თვისუფლებას

ნუ, მაშინ სახელმწიფოც გამორიცხავს თავისუფლებას, ის აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ, მაშინ სახელმწიფოც გამორიცხავს თავისუფლებას, ის აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს

ჰო, მაგრამ სახელმწიფოს სულაც არა აქვს პრეტენზია რომ ადამიანის თავისუფლებას ემსახურება.

ნუ, მაშინ სახელმწიფოგამორიცხავს თავისუფლებას,

ანუ, მეთანხმებით:)

Nukriko :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს იურიდიულ რელიგიურ თავისუფლებაზე საუბარი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს იურიდიულ რელიგიურ თავისუფლებაზე საუბარი :)

რელიგიური თავისუფლებაზე კი არა რელიგიურ უფლებებზე უნდა იყოს საუბარი,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიური თავისუფლებაზე კი არა რელიგიურ უფლებებზე უნდა იყოს საუბარი,

გახსენი თემა და ისაუბრე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1) საჭიროა თუ არა თავისუფალი, თანაბარ პირობებში რელიგიების, სექტების კონკურენცია?

ჩემი აზრით რელიგიებს თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეთ. არ უნდა ჰქონდეს რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას სხვაზე აღმატებული და მეტი უფლებები და სტატუსი.

2) რას ნიშნავს თქვენთვის რელიგიური თავისუფლება?

პირადად ჩემთვის იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს რომელ რელიგიას მიაკუთვნებს თავს, სრულიად თავისუფლად უნდა შეეძლოს თავისი რელიგიური მრწამსის ცხოვრებაში გამოყენება, სამლოცველო ადგილების აშენება, რელიგიური რიტუალების შესრულება, ლოცვა და ა.შ. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე რაც კანონითაა ნებადართული იმ ფარგლებს ვგულისხმობ.

3) უნდა იყოს თუ არა შეზღუდვები თუ არა?

შეზღუდვები ცხადია უნდა იყოს. თავისფულება აფსოლუტურ თავისუფლებას არ გულისხმობს. თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს იქ, სადაც სხვისი თავისუფლება და უფლებები ილახება და იზღუდება.

თუკი ყველა რელიგიურ მიმდინარეობას თანაბარი უფლებები მიეცემოდა, რელიგიის მიმდევართა შორის ნაკლები უთანხმოებები იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონკრეტიზაციაა საჭირო,

რა იგულისხმება რელიგიურ თავისუფლებაში, ჟღერადობით კარგად ჟღერს, კონსტიტუციაშიც წერია სინდისის თავისუფლება,

მაგრამ რეალობაში ეს რას ნიშნავს

Siknadmo

ის იგულისხმება რომ შენ თუ მართლმადიდებელი რელიგიის მიმდევარი ხარ და თავისუფლად შეგიძლია შენი რელიგიური ცხოვრებით იცხოვრო, ის ვინც არაა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარი, უნდა შეეძლოს ისევე თავისუფლად ცხოვრება როგორც შენ. :givi:

ისე არა ოღონდ ზოგს რომ ჰგონია, ჩვენ XI-საუკუნეში გამოვეყავით კათოლიკებს და მეტი უფლებები უნდა გვქონდეს ვირდე სხვა რელიგიებსო, რადგან მეთერთმეტე საუკუნიდან ვარსებობთო. არაა ეგრე. ერთი თვის წინ შექმნილი რელიგიის მიმდევრებსაც იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ რაც შენ და შენს მსგავსად მოაზროვნე რელიგიურ ადამიანებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

თავისუფალ კონკურენციის პირობებში ათეიზმი რატომღაც ვერხს იღებს ხოლმე

მემგონი ამის ეშინიათ თავისუფლების მოწინააღმდეგეებს

იციან რომ სუსტები არიან და მხოლოდ ძალით შეძლებენ "დაზომბირებას"

სადაც განსხვაევბული აზრი არ იარსებობს ის ქვეყანა იქნება ზომბილენდი :givi: ხოლო ზომბილენდი კი იდეალურია ხშირად რელიგიებისთვის.

ხო ხედავ რა ძნელად ეგუებიან განსხვავებულ რწმენას და აზრს..

გეთანხმები, დაზომბირებული ბრბოს მართვა გაცილებით იოლია ვიდრე განსხვავებული აზრის მოსმენის და შეწყნარების უნარი ვისაც აქვს იმ ადამიანების.

რაც შეეხება ათეიზმს:

ათეიზმი ყოველთვის არსებობდა, წარსულშიც და დღესაც; იმ განსხვავებით რომ დღეს სიტყვის თავისუფლების უფლებამ ათეისტებს საშუალება მისცა ხმამაღლა დააფიქსირონ თავისი აზრი და აღარ ეშინიათ კოცონზე დამწვავს, რასაც წარსულში ბევრი ერიდებოდა იმის შიშით რომ რომელიმე რელიგიის მრევლი დაწვავდა კოცონზე. ესაა და ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ათეიზმი ყოველთვის არსებობდა, წარსულშიც და დღესაც; იმ განსხვავებით რომ დღეს სიტყვის თავისუფლების უფლებამ ათეისტებს საშუალება მისცა ხმამაღლა დააფიქსირონ თავისი აზრი და აღარ ეშინიათ კოცონზე დამწვავს, რასაც წარსულში ბევრი ერიდებოდა იმის შიშით რომ რომელიმე რელიგიის მრევლი დაწვავდა კოცონზე. ესაა და ეს.

მე სხვა რამე ვთქვი, დროის ამბავში ათეიზმი უფრო პერსპექტიულია ვიდრე თეიზმი.

თავისუფალას თუ აღიარებს და იცავს სახელმწიფო, კონკურენციას ვერ უძლებს რელიგია...

დროთა განმავლობაში კი მორწმუნეთა რიცხვი მცირდება და ათეისტების იზრდება..

ამ მხრივ კონკურენციის გაწევა რელიგიას უჭირს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...