epn.ge Posted March 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/garemos_dacva_logo-150x130.jpgკამპანია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ თბილისის ზოოპარკთან, ბოტანიკურ ბაღთან და ბოტანიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და GTZ-ის რეგიონული პროექტის – „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“ და საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის გერმანელი ექსპერტის მხარდაჭერით ხორციელდება. გარემოსდაცვითი კამპანია საქართველოს დაახლოებით 250 საჯარო სკოლაში ჩატარდება და ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოში გაიშვიათებული და წითელ ნუსხაში შეტანილი 10 სახეობის შესახებ სკოლის მოსწავლეების (10-14 წლის ასაკის) ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად. 22-31 მარტს, კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში მასწავლებლებს საგანმანათლებლო კამპანიის მიზნების, პრინციპების და სპეციალურად კამპანიისთვის შემუშავებული სასწავლო მასალის შესახებ მოსამზადებელი ტრეინინგები ჩაუტარდებათ. ზაფხულის არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს თემატური ნახატების შექმნა მოეთხოვებათ, რომლებიც საბოლოოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შეგროვდება და გამოიცემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2010 წელი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად გამოაცხადა. სწორედ ამიტომ, 2010 წელი დედამიწაზე ჩვენი სიცოცხლისათვის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერების წელი უნდა იყოს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts