epn.ge Posted March 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/respublicuri.partia-www.newalliance.info_-150x150.jpg “რესპუბლიკურ პარტია” ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს ახალგორიდან დევნილი მოსახლეობისათვის, დევნილი სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე “რესპუბლიკური პარტიის” თავჯდომარემ, თინა ხიდეშელმა განაცხადა, 1437 ადამიანის სტატუსი დღემდე გაურკვეველია, შესაბამისად მათ არ მიუღღიათ კუთვნილი კომპენსაცია 10.000 დოლარის ოდენობით და ვერ სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით. “რესპუბლიკურ პარტიას” ამ პრობლემასთან დაკავშირებით 300 ადამიანმა მიმართა. მისივე თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ახალგორიდან დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას სთავაზობს. “ ეს გამოიწვევს მეორე გალის შექმნას, ახალგორის მუდმივ დესტაბილიზაციას,”- განაცხადა ხიდეშელმა. “რესპუბლიკური პარტია” იმედოვნებს, რომ საჩივარი უახლოვეს მომავალში დაყმაყოფილდება, წინაამღდეგ შემთხვევაში, ისინი სასამართლოს მიმართავენ, რაც გამოიწვევს პროცესის რამდენიმე თვით გაჭიანურებას და ამით დევნილი მოსახლეობა დაზარალდება. ახალგორიდან დევნილი გოჩა გაბრიელაშვილის განცხადებით, აგვისტოს კონფლიკტის შემდეგ, მათი სტატუსი, ჯერ კიდევ გაურკვეველია.მისი თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მათ პირობა მისცა, რომ მარტის პირველი რიცხვებიდან ამ პრობლემას მოაგვარებდნენ, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts