epn.ge Posted March 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/alasania116-150x150.jpgალიანსი საქართველოსთვის ლიდერი, ირაკლი ალასანია, დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა. “განვიხილეთ კონკრეტული შეთავაზებები და პროგრამები უმუშევრობის კუთხით, ძალიან მტკივნეული თემაა ასევე ჯანდაცვა, რადგან ის მოსახლეობის 80% მიუწვდომელია. ყველა გვესაუბრება იმაზე, რომ მედიკამენტების ფასები არანორმალურად მაღალია და მოსახლეობა მათ ყიდვას ვერ ახრხებს”_ განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას ჯანდაცვის კუთხით საკუთარი გეგმები გააცნო, რომელიც 3 წლამდე და 65 წელს ზემოთ უფასო მედიკამენტების გაცემას, მუნიციპალიტეტის სააფთიაქო ქსელის გაკეთება ყველა რაიონში და ერთი მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს შექმნას ითვალისწინებს. ალასანიას თქმით, დედაქალაქში მძიმე მდგომარეობაა არა მხოლოდ უმუშევრობის კუთხით, არამედ ძალიან მოუვლელია ქუჩები, მოსახლეობა საჭიროებს მზრუნველობას. მისი თქმით, ჩუღურეთში საკმაოდ ბევრი პრობლემაა, ამიტომ მან ოპოზიციურ პარტიებს ურჩია პირადი კონტაქტი ჰქონდეთ მოსახლეობასთან და გააცნონ საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მათი შეთავაზება და როგორ მოუვლიან ამ რაიონს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts