epn.ge Posted March 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/alasaniairakli8-150x150.jpgალიანსი საქართველოსთვის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია, ხელისუფლების შეცვლის გზად არჩევნებს მიიჩნევს და ყველა ოპოზიციურ პარტიას ამ გზაზე სვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, ალასანიამ დღეს, მოსახლეობასთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. ალიანსის ლიდერი “მარიოტში” დღევანდელ ოპოზიციის შეკრებას და მასში, ალიანსის წევრის კოკა გუნცაძის მონაწილეობასაც გამოეხმაურა. “ჩვენთვის სულერთი არ არის შეხვედრაში მონაწილე პარტიათა პოზიცია, თუმცა ჩვენი გზა უკვე გამოიკვეთა. ერთადერთი გზა ხელისუფლებიდან სააკაშვილის გაშვების, არის არჩევნებში მონაწილეობა. 30 მაისი უკვე დანიშნულია და ყველა ამ კუთხით უნდა ვიყოთ მობილიზებული”_ განაცხადა ალასანიამ. რაც შეეხება კოკა გუნცაძეს, მისი თქმით, ის მიწვეული იყო ამ შეხვედრაზე და მონაწილეობდა მასში, თუმცა ის იქ დღეს არ წარმოადგენდა ალიანსს და არანაირი მანდატი არ ქონდა, რომ ალიანსის სახელით რაიმე განცხადება გაეკეთებინა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts