lasha_alo Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 (edited) ამ ბიჭის შესრულებით რამდენიმე სიმღერა ნამდვილი ზეჰიტი იყო საბჭოთა პერიოდში.ეს კი იტალიელი გენიოსი რობერტინო ლორეტია.მათ მილიარდობით ადამიანის გული დაიპყრეს ,მაგრამ ერთი ბოლშევიზმის შვილი იყო , მეორე შოუბიზნესის ორივეს სიყმაწვილეში ხმა წაუხდა , მაგრამ თუ ლორეტი მულტიმილიონერად დარჩა და მშვიდი ცხოვრება განაგრძო , მისი რუსი "ბიძაშვილი" ცხოვრებას ჩამორჩა, ხოლო საბოლოოდ ლოთობისაგან გარდაიცვალა. და სადაა აქ პოლიტიკა? მოდი მოვძებნოთ..... რაზე ოცნებობდა იმდროინდელი ნებისმიერი ჰომო სოვეტიკუს მოზარდი? იმ ცხოვრებაზე ,რაც არსებობდა ერთი მეეექვსედის იქით, ხოლო მას აკრძალული ჰქონდა. პარამონოვი უცხოეთში იშოვიდა ერთი ორ მილიონს , გახსნიდა ბიზნესს და ლაღად დაარიგებდა ავტოგრაფებს. მაგრამ ის დაიკარგა და მისი შრომა ისევე საერთო ყულაბაში აღმოჩნდა, როგორც დინამო თბილისის 81 წლის ოქროს ბიჭების ხანმოკლე კარიერა. ამიტომ უნდოდა საბჭოთა სირიოჟებს .....ცნობადს და არაცნობადს ეს ზღვარი გადაელახა , ჰორიზინტს იქით გაეხედათ,მაგრამ აღმოჩნდა რომ ამერიკული ჰოთდოგი არც იდეალური საჭმელი არ ყოფილა და ხაჭაპური მაინც სულ სხვაა. ამან გამოიწვია პერესტროკი და მისი ქართული განშტოება-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ....... დღეს ჩვენ ნავში ვართ ,რომელიც პარამონოვის საბჭოეთიდან ლორეტის დასავლეთში მიდის და უკვე დავაგემოვნეთ "იქითა ნაპირის" უგემოვნებანიც,მაგრამ მთავარი არსებითი ჯერ არ მომხდარა . ცურვა არ დასრულებულა. ეხლა იწყება ფიქრი ,მაგრამ პარამონოვს ხომ შოუბიზნესი ვერ იპოვიდა, ისე როგორც ის საბჭოთა პროპაგანდისტულმა მანქანამ გააპოპულარულა?!ვიღაც ზეინკლის შვილს მხოლოდ ზეშრომით შეუძლია თავისნაირები დაჯაბნოს ,რადგანაც ლორეტის ნაპირზე ადამიანი ადამიანისთვის მგელია.... ობივატელი უკვე დატოვებული ნაპირისაკენ მიიჩქარის და მათ ახალ "გენ მდივნებს" სტუმრებიც კი ეწვივნენ "იზ სოლნიჩნი გრუზიი" ..... გვავიწყდება ის გემიც გამოვიდა "იმ ნაპირიდან" .მას ახალი რუსეთი ქვია. წარსული ფაფუ,წავიდა, ხოლო ლორეტის ნაპირის პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია დიდი კრეისერის მოახლოება, ვიდრე პატარა ნავისა სახელად საქართველო. 2 დილემა სასურველია დავინახოთ- 1)უკან ვერ მივბრუნდებით, იმ გემს არ უნდა შევუერთდეთ ჩვენივე ნიჩბებით , 2)რაც დავკარგეთ (დროებით) ჯერ ვერ დავიბრუნებთ და ცურვა უნდა განვაგრძოთ მხოლოდ წინ ,მაგრამ ისე რომ ამ მახინჯ გემს არ დავეჯახოთ, მოვაწესრიგოთ ნავში შიდა სიტუაცია და ჩვენც ავისრულოთ ყმაწვილურ-სოვეტიკუსის ოცნება. ჰოდა ....... წინ!!!!! თან ნავი მოვაწესრიგოთ, პარალელურად კი ცურვა გრძელდება.... Edited March 19, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 (edited) http://img249.imageshack.us/img249/7896/poster21.jpg http://img363.imageshack.us/img363/3944/st04.jpg Edited March 19, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 lasha1997 სად გაჩითე ასე ოპერატიულად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 (edited) სად გაჩითე ასე ოპერატიულად სურათებში მაქვს ერთი ფაილი.შენ თემა თქვი და დაგიდებ რასაც გინდა. მეორე სურათზე წაიკითხე,რუსულად რომ წერია ამერიკაში,დახურულიაო? Edited March 19, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 მეორე სურათზე წაიკითხე,რუსულად რომ წერია ამერიკაში,დახურულიაო?lasha1997 ვაჰ დენიკინის შთამომავალია იქნებ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 http://f.rodon.org/m/bdh/Goluboj_vagon.mp3http://download.sovmusic.ru/m/spoynamv.mp3http://f.rodon.org/m/bdh/Antoshka.mp3http://f.rodon.org/m/bdh/Pesenka_krokodila_Geny.mp3http://www.sovmusic.ru/sam/s7472.mp3მაგარი ჰიტები იყო მოუსმინეთ . საბჭოთაკავშირის ნოსტალგია არ დამწამოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.