newstudio Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 უკრაინელები სააკაშვილის კიევში ცხოვრების პერიოდზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის კიევში ცხოვრების პერიოდზე დოკუმენტურ ფილმს, პირობითი სახელწოდებით - "მიშა", იღებენ.ფილმის ფრაგმენტის ჩვენება დღეს სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ოფისში გაიმართა.ფილმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში არა 3 წელი, როგორც ცნობილია, არამედ 8 წელი ისწავლა და ამის მიზეზი მისი კიევის უნივერსიტეტიდან გარიცხვა იყო. გარიცხვის მიზეზად კი ფილმის ავტორები იმ წერილს ასახელებენ, რომელიც ერთმა ქართველმა ქალბატონმა გააგზავნა უნივერსიტეტში, სადაც მან სააკაშვილი, სკოლაში სწავლის დროს, გარკვეულ ჯგუფთან ერთად პორნოგრაფიული ფილმების გადაღებასა და ამორალურ ქმედებებში დაადანაშაულა.‘'სააკაშვილი მაშინ უნივერსიტეტიდან გარიცხეს და კომკავშირიდანაც, თუმცა, მალე, ბიძამისის წყალობით, უშიშროების ჯარში ჩაირიცხა და კომკავშირშიც აღიდგინა თავი'', - აღნიშნულია ფილმში. განსაკუთრებული აქცენტი კი, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, იმ ინსტიტუტებზეა გაკეთებული, რომლებიც სააკაშვილმა კიევში და ნიუ იორკში დაამთავრა. ფილმის ავტორების აზრით, ორივე ინსტიტუტი რუსულ და ამერიკულ სპეცსამსახურებთან - "კგბ"-სთან და "ცრუ"-სთან იყო დაკავშირებული. ერთ-ერთ სიუჟეტში მოცემულია, რომ თითქოს, სააკაშვილი ურეკავს ვიღაც "რევაზის" და ესაუბრება თავის მეგობარ იუშჩენკოზე, სადაც უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს მოიხსენიებს, როგორც "იდიოტს და ჩვარს'', რომლის მხარადაჭერაც მას ამერიკელმა მეგობრებმა თხოვეს.როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, კიევის უნივერსიტეტში დევს სააკაშვილის პირადი საქმე, სადაც გაცილებით მძიმე მასალებია თავმოყრილი. "ეს საქმე გახსნილი არ არის, რადგან ვიქტორ იუშჩენკოს დროს ამის საშუალება არ იყო, ახლა ვითარება შეიცვალა და ეს საქმეც გაიხსნება, რომელიც მტკიცებულებებად დაემატება ამ ფილმს'', - აღნიშნა მან.შაშიაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ მუშაობს კონკრეტულად აღნიშნულ ფილმზე. ‘'თეთრების'' ლიდერი მხოლოდ იმას აცახადებს, რომ ფილმზე მუშაობა რამდენიმე თვეში დასრულდება."საქართველოში ვინც ყველაზე მეტად სხვას დებს ბრალს ქვეყნის ღალატში და ყველაზე მეტს ლაპარაკობს სხვის კგბ-ს აგენტობაზე, როგორც ჩანს თვითონ კგბ-თი იწყებდა'', - განაცხადა მან. შაშიაშვილი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი თვითონ არის უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი და დღესაც რეზიდენტი.ფილმის ფრაგმენტის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე http://www.tetrebi.org/ http://maestro.ge/?address=news1&id=4880&page=1 პ.ს. პირდაპირ ვიტყვი, ტყუილი მგონია, თუმცა საჩივარი შეიძლება მართლაც იყო, მაგრამ შეთითხნილი იქნებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 ვერ გაიგე - რეჟისორი იყო თუ მსახიობი? კასტინგს ხომ არ ატარებდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 ვერ გაიგე - რეჟისორი იყო თუ მსახიობი? კასტინგს ხომ არ ატარებდა? ალბათ, მოთამაშე-რეჟისორი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 ალბათ, მოთამაშე-რეჟისორი... კასკადიორი ხომ არ იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 პ.ს. პირდაპირ ვიტყვი, ტყუილი მგონიამეც "ტრუხა" მგონია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 Grig მე ეჭვი მაქვს, რიომ რომელიღაც განაწყენებულმა ქალბატონმა უჩივლა გამოგონილი ბრალდებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 მიშა კიევში პორნო ფილმებს იღებდააი თურმე საიდან იცის ამდენი უცხო ენა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 newstudio პ.ს. პირდაპირ ვიტყვი, ტყუილი მგონია, თუმცა საჩივარი შეიძლება მართლაც იყო, მაგრამ შეთითხნილი იქნებოდაუი მე დედაა!საიდან ამოჩხრიკეს ეს დღეს?როდესაც აირჩიეს პრეზიდენტად, მაშინ მაქ ნანახი ეს ინფოეხლა გაიგეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 (edited) ნეტავ რა მასალებს ინახავს კიევის უნივერსიტეტი თუ ეს მართალია ჩვენი სპეზნაზი კიევში სპეცოპერაციას მოაწყობს Edited March 19, 2010 by nostradamusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 nostradamusi შევაერთე იდენტურ თემასთან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 kisa როდესაც აირჩიეს პრეზიდენტად, მაშინ მაქ ნანახი ეს ინფომერე მაშინვე რატომ არ გვითხარი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 Saturn მერე მაშინვე რატომ არ გვითხარი?მაშინ არ მქონდა შენთან ურთიერთობის ბედნიერება, შემდეგ კი ისე გავიხარე, რომ გადამავიწყდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 მიშა გარიცხული რომ იყო ინსტიტუტიდან ცნობილია, ოღონდ იქ სინამდვილეში რა იყო ჩემთვის უცნობია. ეხლა საბჭოთა დროს ცეკაში საჩივრებს უამრავი ხალხი რომ წერდა ცნობილია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.