Jump to content
Planeta.Ge

რუსული ოკუპაციის ჯოჯოხეთური დღიური


Recommended Posts

Российские оккупанты задержали школьницу из Саберио

19.03.2010 Российские оккупанты задержали школьницу из села Саберио Гальского района и увезли ее по направлению Гали. Задержание произошло вчера вечером в 17 часов, когда старшеклассница возвращался домой из школы, расположенной в селе Пахулани Цаленджихского района.

 

Как заявляют в легитимных структурах правительства Абхазии, девушка каждый день пользуется этой дорогой, но оккупанты задержали ее по обвинению в незаконном пересечении границы только вчера.

 

Семья заплатила деньги за освобождение подростка и вечером ее отпустили. Но сегодня утром оккупанты вновь напали на семью Ахалая и повторно задержали 16-летнюю девушку.

 

Российские оккупанты совершили еще одну агрессию у административной границы. Они остановили автобус, ехавший из Саберио по направлению Зугдиди, в котором находилось 30 пассажиров. Все из них были ограблены. У пассажиров отняли одежду, сумки, дорогие украшения и деньги. Одной из женщин повредили ухо, сорвав серьги. Ей была необходима медицинская помощь, но оккупанты не пустили ее в Зугдиди и вернули назад в Гали

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან ორმოცდაათამდე ქართული ოჯახი გამოდევნეს

გალის რაიონის სოფ. ოტობაიაში სასტიკად იქნა ნაცემი და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი გალის რაიონის მკვიდრი ი. ბიგვავა, რომელმაც უარი განაცხადა ე.წ. აფხაზურ შეიარაღებულ ძალებში გაწვევაზე. საპასუხოდ, ადგილობრივი მოსახლეობის დაშინების მიზნით, 26 თებერვალს სოფელ ოტობაიადან სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ბანდ-ფორმირებების მიერ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მფარველობით გამოდევნილი იქნა 50-მდე ოჯახი. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გალის რაიონში გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ე.წ. აფხაზურ შეიარაღებულ ძალებში იძულებით გაწვევის პრაქტიკა და მოსახლეობის დაშინება და შევიწროება. 26 თებერვლის ინციდენტი ნათლად აჩვენებს, რომ არსებობს ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის წარმოქმნის და 1998 წლის მოვლენების განმეორების სერიოზული საფრთხე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს

15:58 - 12.03.2010

რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს. ოკუპანტები დღეს დილით მიკროავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მცხოვრებლებს ზუგდიდში ციტრუსი გადაჰქონდათ ჩასაბარებლად. ჩასაფრება ოკუპანტებმა სოფელ ხურჩასთან ენგურზე ერთადერთ გადმოსასვლელთან მოაწყვეს. ორმა მიკროავტობუსმა ზუგდიდისკენ გადასვლა მაინც მოახერხა, 5 ავტობუსი კი გააჩერეს და მოსახელობას ფორთოხალი და თხილი ჩამოართვეს. ამ დროისთვის მიკროავტობუსის მძღოლები დაპატიმრებულები არიან და გალში იმყოფებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გალის რაიონში მშენებარე რუსული სამხედრო ბაზებიდან დაქირავებული მუშები გარბიან

16:36 - 23.02.2010

გალის რაიონში მშენებარე რუსული სამხედრო ბაზებიდან "დაქირავებული" იძულების წესით მომუშავე ქართველები გარბიან. ქართველი პატიმარი მუშების გაქცევის მიზეზი უფასოდ იძულებით დამამცირებელ და სასიკვდილო საფრთხის ქვეშ მუშაობა გახდა . "მუშების ერთმა ნაწილმა მშენებლობა მიატოვა და წავიდა, რადგან ანაზღაურება არ ჰქონდათ. ამის გამო მშენებლობა ერთი კვირით შეჩერებული იყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მუშები ოჯახებით ჩამოიყვანეს და ბაზებთან კარვებში დაასახლეს",რუსები მუშების ოჯახებს მძევლებად იტოვებენ! - რუსი ოკუპანტები სამშენებლო მასალებს პირადი სარგებლობისთვის იყენებენ და მოსახლეობაში ნახევარ ფასად ჰყიდიან. შეგახსენებთ, რომ რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა გალის რაიონის თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთში ქართველთა მიტოვებული სახლების მასიური დანგრევა იგეგმება

19:17 - 21.02.2010

აფხაზეთში ქართველთა მიტოვებული სახლების მასიური დანგრევა იგეგმება. ამის თაობაზე საგანგებო განცხადებას "ექსპერტთა კლუბი" ავრცელებს. აღნიშნული ორგანიზაციის განცხადებით, სოხუმში უკვე მოიფიქრეს როგორ უნდა "მოითბონ ხელი" მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც აფხაზეთის "მოქალაქეობის არმქონე" პირებს საშუალებას მისცემს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე "დამოუკიდებელი" აფხაზეთის უძრავი ქონება შეიძინონ. "ექსპერტთა კლუბის" მონაცემებით, აღნიშნული პროცესი პირველ რიგში 17 წლის უკან ქართველების მიერ იძულებით მიტოვებული სახლების მასიურ დანგრევაზე და ამ კანონს მორგებულად რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზეა ორიენტირებული. "მარიონეტულ რეჟიმს, კრემლის პოლიტიკის ბოლომდე გატარების მიზნით, დაგემილი აქვს ქართველთა სახლების მასიური დანგრევა და გამოცარიებული მიწის ნაკვეთების სამოსახლეო მშენებლობის ქვეშ რუსეთის მოქალაქეებისათვის მიყიდვა", - აცხადებს კლუბის წარმომადგენელი გოჩა გვარამია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინტერესებს რატომაა აქ ფორუმის აქტიურობა ძალიან დაბალი? რაო პუტლერმა აუკრძალათ ფორუმის აქტივისტებს ამ "განყოფილებისადმი რეაგირება "?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს გამუდმებული დარღვევების შესახებ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან და 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიატორობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი წელი გავიდა, რაც საერთაშორისო საზოგადოებას ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხორციელების თვალსაზრისით ამჟამინდელი მდგომარეობის შეჯამების კარგ საფუძველს აძლევს.

 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 1 და მე-2 პუნქტები კრძალავს ძალის გამოყენებას და მოუწოდებს საომარი მოქმედებების საბოლოოდ შეწყვეეტისაკენ. მიუხედავად ამისა, რუს ოკუპანტებსა და მათ მარიონეტულ რეჟიმებს 2008 წლის აგვისტოს შემდგომ ცხინვალის რეგიონში, საქართველო და აფხაზეთში, საქართველო საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე 30 ქართველი სამართალდამცავისა და 10 სამოქალაქო პირის დაღუპვისთვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა. ამგვარი ინციდენტების შედეგად დაიჭრა ოთხმოცზე მეტი ადამიანი. რუსეთის შეიარაღებული ძალები და მისი მარიონეტული რეჟიმების უკანონო შეიარაღებული ფორმირებები განუწყვეტლივ მიმართავენ ძარცვას, მარადიორობას, ადამიანთა გატაცებას, მკვლელობას, ორგანიზებულ შეიარაღებულ თავდასხმებს და ტერორისტულ აქტებს სამოქალაქო პირებისა და პოლიციელების წინააღმდეგ, უკანონოდ აკავებენ პირებს და საერთაშორისო დამკვირვებლებს და ჩადიან სხვა სახის დანაშაულებს. ევროპის საბჭოს, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისის (OჩHA), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHღ) და ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის (HჩNM) მიერ ომის შემდგომ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ადგილზე არსებული საერთო მდგომარეობა უკიდურესად საშიშია.

 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მე-3 პუნქტი ითვალისწინებს მხარეთა მიერ დაზარალებული პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფას. მიუხედავად ამისა, რუსეთის შეიარაღებული ძალები, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პერსონალი და ე.წ. "მესაზღვრეები" გამუდმებით ბლოკავენ ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე სოფლებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ. რუსეთის მხარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული დახმარების არდაშვება წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს 1866-ე რეზოლუციის მე-4 პუნქტის დარღვევას, რომელიც "მოუწოდებს პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ხელშეწყობისკენ და ამ პროცესისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებისაკენ". რუსი ოკუპანტების მიერ დაწესებული გაუმართლებელი შეზღუდვები ხელს უწყობს ცხინვალის რეგიონის გადაქცევას ‘‘შავ ხვრელად", სადაც ნებადართული არ არის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და ადამიანები სრულად არიან მოკლებულნი ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მე-5 პუნქტი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნებას ომამდე არსებულ პოზიციებზე. თუმცა ნატო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრები, მათ შორის საქართველო გამუდმებით აცხადებენ იმის შესახებ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ ეკავათ 7 აგვისტომდე, რუსეთმა არა მარტო ვერ შესძლო ამ მოთხოვნის შესრულება, არამედ მიზანმიმართულად გაზარდა ოკუპირებულ რეგიონებში შეიარაღებული ძალების რაოდენობა და იქ დამატებითი მძიმე შეიარაღება შეიყვანა.

 

შეთანხმების მე-5 პუნქტი ასევე მოითხოვს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვონ ახალგორის რაიონი და ზემო აფხაზეთი, რადგან ეს ტერიტორიები არასოდეს ყოფილა კონფლიქტის ზონის ნაწილი (არც 90-იან წლებში და არც აგვისტოს ომამდე პერიოდში) და ისინი უკანონოდ იქნა ოკუპირებული რუსული სამხედრო ნაწილების და მარიონეტული შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოში მიღწეული შეთანხმების შემდეგ. იმავე წესით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა და მათ მიერ მართულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა უნდა დატოვონ სოფელი პერევი და საჩხერის რაიონი.

 

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებულია 10 000 სამხედრო მოსამსახურე. რუსეთი აშენებს სამხედრო ბაზებს ცხინვალში, ჯავაში, გუდაუთაში, სოხუმსა და ოჩამჩირეში, რომელიც მოიცავს საზღვაო და საჰაერო ბაზებს.

 

ეს არის საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის საქართველოს წინაშე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა. ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ნატომ და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებმა მრავალგზის დაგმეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების გაძლიერებული მილიტარიზაცია.

 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მე-5 პუნქტში მოხსენიებულია "საერთაშორისო მექანიზმი", რომელმაც უნდა შეავსოს და საბოლოოდ ჩაანაცვლოს რუსი "სამშვიდობოების" მიერ განხორციელებული ვალდებულებები. ამასთან, რეგიონების მილიტარიზაცია და იქ მიმდინარე უკანონო ქმედებებზე საერთაშორისო კონტროლის არარსებობა ქმნის ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საერთაშორისო შეღწევის აუცილებლობას. უმნიშვნელოვანესია, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ რეგულარულად დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღება.

 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმების სრული დარღვევით, რუსეთმა ვეტო დაადო საქართველოში ეუთოსა და გაეროს მისიების საქმიანობას. 2008 წლის 22 დეკემბერს რუსეთმა ვეტო დაადო საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელებას, რამაც საერთაშორისო თანამეგობრობას ცხინვალის რეგიონში სიტუაციის მონიტორინგის ბოლო ინსტრუმენტი წაართვა. 2009 წლის იანვრიდან, საბერძნეთის თავმჯდომარეობამ შეიმუშავა და განსახილველად წარადგინა რამდენიმე პროექტი საქართველოში ეუთოს მისიის შენარჩუნების მიზნით. მაგრამ რუსეთმა აღკვეთა ეუთოს მისიის ყოფნა საქართველოში და 2009 წლის 13 მაისს დაბლოკა საბერძნეთის თავმჯდომარეობის მიერ მოსამზადებელი კომიტეტისთვის მიწოდებული პროექტი. იმავე წესით რუსეთმა 2009 წლის 15 ივნისს ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს ტექნიკურ რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა UNOMIG-ის მანდატის გაგრძელებას. ეს არის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებითა და 2008 წლის 8 სექტემბრის საიმპლემენტაციო ზომებით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა.

 

ამჟამად ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არ უშვებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), მიუხედავად იმისა, რომ EUMM-ს გააჩნია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის ჩათვლით, თავისი საქმიანობის განხორციელების მანდატი. EUMM-ს ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰაბერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ევროკავშირი ითხოვს შესვლას და აკაკუნებს კარზე, მაგრამ მას არ უშვებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მსგავსი განცხადებები გააკეთა ასევე ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, როდესაც მის სამხედრო დამკვირვებლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ნებართვა არ მისცეს.

 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით, ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებოდა საერთაშორისო მოლაპარაკებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოდალობათა განსაზღვრის მიზნით. საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 8 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად, მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი დაინიშნა 2008 წლის 15 ოქტომბერს, ჟენევაში.

 

მიუხედავად ამისა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მე-6 პუნქტის დარღვევით, რუსეთის პრეზიდენტმა წინასწარვე გამორიცხა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ყველა სახის მოლაპარაკების გამართვის იდეა, ამ რეგიონების "დამოუკიდებლობის" ცალმხრივად აღიარების გზით.

 

უფრო მეტიც, რუსეთი ჯერ სერიოზულად არ ჩაბმულა ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში. ბოლო ექვსი რაუნდის განმავლობაში, რუსეთი გამუდმებით ახერხებდა ჟენევის მოლაპარაკებათა ჩაშლას სხდომების ბოიკოტირების ან არაკონსტრუქციულად მოქცევის გზით. ასევე არასრულყოფილია რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმების მონაწილეობა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებში. ამის კარგი მაგალითია ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ერგნეთში დანიშნულ სხდომაში მონაწილეობაზე უარის თქმა.

 

დასკვნის სახით, მიმდინარე წლის განმავლობაში ცხადი გახდა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას; უფრო მეტიც, ის არც აპირებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ, როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ, თავის მხრივ სრულად შეასრულა აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო საზოგადოებამ უწყვეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, რათა აიძულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიიდან თავისი საოკუპაციო ძალების სრულად გაყვანა, ისევე როგორც საბჭოთა კავშირს მოუხდა აღმოსავლეთ ევროპიდან და ავღანეთიდან წითელი არმიის გაყვანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გალის რაიონში რუსი ოკუპანტები ადგილობრივ მცხოვრებთა სახლებს იკავებენ

17.02.2010 17:56

 

 

 

 

ზუგდიდის რაიონიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში სამმა რუსმა ოკუპანტმა ადგილობრივი მკვიდრნი თავიანთი ოჯახის წევრებით კეთილმოწყობილი სახლებიდან გარეთ გამოყარა და შიგ თვითნებურად შესახლდა.

 

დაზარალებული მოქალაქეები იძულებული გახდნენ ოჯახის წევრებთან ერთად თავი ახლო ნათესავებისა და მეზობლებისათვის შეეფარებინათ.

 

რუსი ღორი ოკუპანტების შესახებ არცერტი პუტლერის რუპორი არ საუბრობს. მარტო ქართული დაქსაქსვის ექსპერტიზით არიან ფორუმში დაკავებულნი... მათთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდებნი ქართველი დაერევა ერთმანეთს, ვიდრე რუსი ოკუპანტი ღორების ნამოქმედარი.

სააკაშვილი,თუ ალასანია, ან სხვა პოლიტიკური ლიდერი ამგვარ პუტლერის რუპორებს ახლოსაც არ მიიკარებს და გააგრძელებს დასალურ კურსს. საქართველოს სახელმწიფო გადავა დასავლეთ გერმანიასავით დემოკრატიული ევროპული ქვეყნის მშენებლობაზე და რუსეთს საერთოდ გაუცხოვდება ქართული საზოგადოება. ოთარ ჭილაძე და სხვა უდიდესი მწერლები რუსული მენტალიტეტის შეუტავსებლობაზე ქართულ მრავალსაუკუნოვან შემეცნებასთან დიდი ხანია წერდნენ. ახლა ახალგაზრდა თაობა მთლიანად გაუცხოვდება და მართალიც იქნება. ჩვენ აღარ უნდა დავიშვათ ქართული ახალგაზრდობის შეხვედრა იმ ბარბაროსებტან, რომლებმაც მასობრივად ცამოფხიკეს ქართული ფრესკები, დაწვეს და მდინარეებში გადაყარეს ქართული დამწერლობის ნიმუშები, გაძარცვეს ქართული ეკლესიების სარიტუალო ძვირფასი ლითონებითა და უძვირფასესი ქვებით, აღუწერელი სინატიფით შესრულებული საეკლესიო და საყოფაცხოვრებო ნივთები, ქართველმა ახალგაზრდობამ აღარ უნდა ნახოს კომანის ეკლესიაში წმინდა ბასილიკოსის სა და იოანე ოქროპირის საფლავზე დავრდომილტა და ეკლესიის ქართველ-აფხაზ მსახურტა დამხვრეტავი, გვამების ბათინკების გამხდელიდა ჯამჭირჭელ-ცანგალ-უნიტაზზე მონადირე მოროდერთა ეწრის აგრესიული წარმომადგენლები, და საერთოდ წითელი ტერორის , ქართული უძვირფასესი გენის, მომსპობი, ქართული ტერიტორიების ,სახლების, საფლავების მიმტაცებელი ჩრდილოელი მხეცები! ჩვენ ამას შევძლებთ , ამაში რაც უნდა გასაკვირი იყოს თავად ეს ფორუმი დაგვეხმარება, რუსეთი -თავისი უსინდისო სიცრუით, შინაგათიშულობის წამქეზებელ სამშობლოზე გულამღვრეულ შუღლის მთესველთა პოსტების სიმართლესთან, ქართული სახელმწიფოებრიობის დამცველ , სამშობლოს სიყვარულისა და საქართველოს მომავლის იმედით სავსე წერილენბის ურთიერთშედარებით შევძლებთ განვასხვავოტ ის, თუ რა გველის რუსის გვერდზე მასტან ყოფნისას და რა ევროპული დემოკრატიის მხარეს. რუსის მხარე საქართველოს "დესუვერენიზაციაა"ანუ ეროვნული სიკვდილი,ბლოკპოსტები და ვერტიკალური კავშირებიტ ბათუმელის, ფოთელის ურთიერთობის აკრძქალვა ტბილისელტან , თელაველის კი Qუტაისელტან, ამას რუსები ჰორიზონტალურ კავშირებს უწოდებენ და ამას დაუშვებლად მიიჩბევენ საქართველოს დაოყრობის შემთხვევაში. რუსები აპირებენ ქართული ეროვნულობის მოსპობას დესუვერენიზაციის მზაკვრული გეგმით, რაც ერებას ქართული ტომების, კუთხეების "ცნობას" ითვალისწინებს და ქართული ეროვნულობის გამოცხადებას იმპერიალისტურ, შოვინისტურ არ არსებულ მცნებად , ამაზე ეპიფანცევი ნათლად საუბრობს . ქართველებო ნახეთ რუსეთუმეთა შუღლიუთა და გესლიტ აღსავსე ქართველტა გათიშულობის მოწადინე პოსტები და ნუ შეძრწუნდებით ამ პოსტების ცინიზმით, შუღლის მთესველი შინაარსით. გჯეროდეთ რომ სატანა მხოლოდ დროებიტაახოლმე ძლიერი მისი დღე მოკლეა როგორც მისი დემაგოგიის ნაყოფი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაგი

აქ უბრალოდ ძალიან ბევრი ისე ვერ იტანს სააკაშვილს(არც მე მეხატება გულზე) რომ მზად არიან თვალი დახუჭონ ბევრ რამეზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ უბრალოდ ძალიან ბევრი ისე ვერ იტანს სააკაშვილს(არც მე მეხატება გულზე) რომ მზად არიან თვალი დახუჭონ ბევრ რამეზე

ნამდვილად, აქაურებს უყვართ რუსეთის წისქვილზე ერთი ჭიქა წყლის დასხმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Оккупанты вновь захватили граждан Грузии в Цхинвальском регионе

20.03.2010 12:32

 

 

Российские пограничники задержали граждан Грузии на административной границе Цхинвальского региона. Как сообщает ИТАР-ТАСС со ссылкой на погрануправление ФСБ России в оккупированном Цхинвальском регионе, "20 марта 2010 года в 07:10 в районе населенного пункта Калети Знаурского района Южной Осетии были задержаны гражданин Южной Осетии и гражданка Грузии при попытке пересечь границу из РЮО в Грузию".

 

Также сообщается, что в районе населенного пункта Цинагари Ахалгорского района задержаны еще двое граждан. "У задержанных не было при себе каких-либо документов, удостоверяющих личность. Со слов задержанных, они являются гражданами Грузии", - сообщила пресс-служба погрануправления.

 

В настоящее время ведется разбирательство, уточняются обстоятельств. В ближайшее время задержанные будут переданы марионеточному режиму

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცით რა არ მესმის?

სანამ ღიად არავინ გეტყვით რომ ყველამ ვიცით რაც ხდება, მაგრამ იმდენად გვეშლება ნერვები საკუთარი სახელმწიფოს უსუსურობით რომ გვირჩევნია არ შემოვიხედოთ ამ თემაში თქო რამე გახდება გასაგები?

რა მაზოხიზმია ეს? გესმოდეს როგორ ყოველ დღე შენს "არჩამოშლილ" სახელმწიფოს უკანატანში რუსულ პალოს არჭობენ და ამ დროს უყურო რომ იდიოტური წიკვინის და დოღრიალობის გარდა არაფრის მაქნისი არ არის ეს "ეფექტური" სახელმწიფო აპარატი...

ნუ ფორუმებზე წერა კი ბატონო...

მეტი?

გინება...

კიდევ?

მორჩა?

სულ ეს იყო?

"მოდელირებული ხელისუფლება"...

 

 

 

პ.ს.

არა რა.

ვცდილობ გავხდე ხელისუფლების მომხრე. მართლა ვცდილობ.

მაგრამ იმდენად იდიოტები არიან რომ არაფრით არ გამომდის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანის უფლებების დამცველი ამდენი ორგანიზაციაა წაიღო ყურები ამ დამცველთა "საქმიანობამ" და აგერ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბარბაროსობაა...შედეგი არსად ჩანს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...