Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (+1820)

6 (19) მარტი

 

ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის.

 

დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვეცეს და სახელად დოსითეოზი უწოდეს. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოზი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინა ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.

 

მეუფე დოსითეოზი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსი და საეპარქიო მეურნეობებს. ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსიეთეოზს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც.

 

გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. დოსითეოზ ქუთათელისა და ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.

 

1795 წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, ამა წლის 26 აპრილს მეფე ერეკლეს მეუღლე დედოფალი დარეჯანი, მეუფე დოსითეოზისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: „დოსითეოზს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს...“, არსსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ „ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ“. მაგრამ დოსითეოზი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს მხოლოდ საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიებს.

 

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი. 1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

 

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ დედაკაცს მათთვის წყალი მიუწოდებია დასალევად. წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენილი ჰქონია ცემისაგან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით.

 

„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამჟამად ძალიან ძნელი სათქმელია რუსეთს რა აქვს მართმადიდებლობასთან საერთო. ამას წინათ რუსეთში მოკლული იქნა ცნობილი მღვდელმთავარი მამა დანიელი, რომელიც თავგადადებული იყო მართმადიდებლობისთვის. რუსულმა საზოგადოებამ ეს ვანდალიზმი უხეშად რომ ვთქვათ "გაატარა მიღმა", ყოველ შემთხვევაში მასამ. რუსეთის პატრიარქის საკმაოდ საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებამ ხომ საერთოდ უხმაუროდ ჩაიარა. რუსეთში მასა დამახინჯებულად აღიქვავს მართმადიდებლობას. შედით ერთი მაგათ ფორუმებზე და წაიკითხეთ რეებს წერენ. ყველაზე არ მაქვს რა თქმა უნდა საუბარი იქაც არის პატიოსანი და სპეტაკი ხალხი თუმცა ამ უზარმაზარი ქვეყნისთვის ეს ძალზედ მცირე მაჩვენებელია. ნუ მოელით რუსეთისგან "რელიგიურ თანადგომას" იგივე ბიზანტიის მაგალითი აიღეთ თუ როგორ აბანავებდა სისხლში ქართულ მოსახლეობას. იმპერიაში რელიგია შირმაა და მეტი არაფერი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემა რელიგიაშა მე მგონი გადასატანი

ბატონო, ეს არაა მხოლოდ რელიგიური ..არამედ რუსული პოლიტიკის თემაა,რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჰუმანიზმთან ,თავისუფლებასთან ცივილურ ურთიერთობასთან... ეს არაა მხოლოდ ჩემი აზრი, ამ დასკვნამდე ივანე ჯავახიშვილი ისტორიის ანალიზით მივიდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

შენ თავს ჭეშმარიტ მართლმადიდებლად თვლი?

მე ვიზიარებ ივანე ჯავახისვილის შეხედულებას რაც შემეხება მე ვცდილობთ ბატონო... :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის პირადად, რუსი მართლმადიდებელი არის ძმა და არა მიშისტი ან ზვიადისტი,

დანარჩენი თავად განსაჯეთ :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის პირადად, რუსი მართლმადიდებელი არის ძმა და არა მიშისტი ან ზვიადისტი,

დანარჩენი თავად განსაჯეთ :bushti:

მომოსმინე. მე დამოუკიდეებლობა დავდევი და შენ რა დადე სააღდგომოდ?! :D ...ედუარდმა დადო მოქნაცები აფხაზეთი სამაჩაბლო და სრულიად საქართველო ბეჭებზე დადევიტ ...მოგნატრებიატ...დედა....მე მათი! :D :givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ სხვისი ცოდბევის აღნუსხვას დავიწყებთ, იქნებ საკუთარი მოგვენანიებინა?

სხვა თუ არაფერი - დიდი მარხვაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რომელი ქვეყანაა მართმორწმუნე? :))

საქართველო? :D

რამდენი პროცენტი გესახებათ ასეთად? 0.1? 0.2? :)

იქაც არიან და აქაც. ასეთებიც და ისეთებიც.

ცხოვბრების წესის მიხედვით ჩვენ ჯერ ჯერობით რუსეთზე უფრო სუფთები ვართ.

მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს ხალხს ძალიან დიდი სენი სჭირს.

მარტივად ეგუება ტვინის გამორეცხვას...

ეხლა მაგალითად სექსუალური რევოლუცია გადაგვარჩენს ლოზუნგია ძალაში...

და ის რომ ის ქვეყნები სადაც ეს მოვლენა მოხდა, უკვე ებრძვიან მის მძიმე შედეგებს და ჯერ ჯერობით ვერ გამოზდით... ეს ვითომც არაფერი :)

ან კიდევ, საბჭოთა კავშირში რით დამთავრდა ეს სექსუალური ექსპერიმენტი :D

მაგრამ ჰკიდია ხალხს და ჰა... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...