McLaren Posted March 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2010 ბენ კი მუნი - საქართველოში მშვიდობა იმ მექანიზმებით უნდა შენარჩუნდეს, რაც ახლა არსებობს18 / 03, 2010 12:49 საქართველოში მშვიდობა იმ მექანიზმებით უნდა შენარჩუნდეს, რაც ახლა არსებობს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ბენ კი მუნმა რადიო “ეხო მასკვის” სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა. გადაცემის წამყვანის, ალექსეი ვენედიქტოვის კითხვაზე, ვის მხარეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომში, ბენ კი მუნმა უპასუხა, რომ გაერო რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობდა. “გაერო-ს, ევროკავშირის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მონაწილეობით ომამდე ვატარებდით დისკუსიებს ჟენევაში. ეს მოლაპარაკებები რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად ახლაც გრძელდება. იყო გარკვეული მიღწევებიც, მოიძებნა გარკვეული მექანიზმები, რომელიც ახალ კრიზისს აგვაცილებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს მექანიზმი აუცილებლად თავიდან უნდა შემუშავდეს. ცოტა ხნის წინ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში მე გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლიც დავნიშნე”, - აღნიშნა ბენ კი მუნმა. კითხვაზე, დადგა თუ არა იმის დრო, რომ საქართველოში, კონკრეტულად კი კონფლიქტისპირა რაიონებში და საქართველო-რუსეთის საზღვრზე გაერო-ს სამშვიდობო ძალები ჩადგნენ, გენერალური მდივანი ამბობს, რომ რეგიონში დღეს იმ ძალებმა უნდა შეინარჩუნონ მშვიდობა, რომლებსაც იქ ყოფნის მანდატი აქვთ. “ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განიხილება საკითხი, თუ როგორ უნდა მოხდეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება გაერო-ს მისიის არყოფნის პირობებში. ასეთი მექანიზმის შემუშავებაზე მუშაობა გრძელდება. გაერო-ს მისიის ყოფნა კონფლიქტის ზონაში გასულ წელს, უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ შეწყდა. ამდენად, აუციელებელია იმ რეალობის გათვალისწინებით მოვახერხოთ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, რაც ახლა გვაქვს. ჩვენ ვაგრძელებთ დაინტერესებულ მხარეებთან ამ საკითხის განხილვას”, - განაცხადა პან გი მუნმა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესის მიღწევა მოხერხდა. გაერო-ს გენერალური მდივანი მოსკოვში დღეს ჩავიდა, რათა 19 მარტს “ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის” შეხვედრას დაესწროს. მოსკოვში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 შეიძლება რაღაც არასწორად გავიგე, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს კაცი ლავროვის გამოცხადებულ "ახალ რეალობას" ეთანხმება. არც კონფლიქტის მოგვარებაზე უთქვამს რამე, არც მედვედებ-სარკოზის გეგმაზე. მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებაზე ლაპარაკობს "ახალი რეალობის" გათვალისწინებით. არსებობს ქვეყნები რომლებსაც აქვთ შიდა თავისუფლების პრობლემები (რუსეთი, ყაზახეთი, ირანი, ეგვიპტე და ა.შ.), მაგრამ ამავე დროს გააჩნიათ სახელმწიფოებრიობა, რომელსაც ვერავინ ვერ ეხება. არსებობს ქვეყნები (მაგალითად სერბეთი), რომლებიც ქვეყნის შიგნით ახერხებენ ცივილიზებურ ცხოვრებას, მაგრამ სერიოზული პრობლემები ექმნებათ გარე ძელბისაგან. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელსაც ცალკე გარედან ხმარობენ, და ცალკე კიდევ შიგნიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2010 საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელსაც ცალკე გარედან ხმარობენ, და ცალკე კიდევ შიგნიდან.+100000000000000000 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted March 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2010 ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს კაცი ლავროვის გამოცხადებულ "ახალ რეალობას" ეთანხმებაარ დაეთანხმება და მაგისი აჯობებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2010 McLaren არსებობს ქვეყნები (მაგალითად სერბეთი), რომლებიც ქვეყნის შიგნით ახერხებენ ცივილიზებურ ცხოვრებას, მაგრამ სერიოზული პრობლემები ექმნებათ გარე ძელბისაგან. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელსაც ცალკე გარედან ხმარობენ, და ცალკე კიდევ შიგნიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2010 დიახაც, სწორედ ისეთი ქვეყანაა სადაც დუბინკით უნდა იდგეს ვინმე ხელისუფლებამ, რომ არ ამოგვწყვიტოს საბოლოოდ უგუნურობისა და უპასუხისმგებლობის კულმინაციაა რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2010 McLaren შეიძლება რაღაც არასწორად გავიგე, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს კაცი ლავროვის გამოცხადებულ "ახალ რეალობას" ეთანხმებავერ გაგიგია. მაგ კაცს ლავროვის რეალობაც ჰკიდია და ლავროვამდე არსებულიც. თავის კარგად ყოფნაზე ფიქრობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2010 McLaren ვერ გაგიგია. მაგ კაცს ლავროვის რეალობაც ჰკიდია და ლავროვამდე არსებულიც. თავის კარგად ყოფნაზე ფიქრობს.ყველა მასე ფიქრობს, სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლებაც, ოღონდ მხოლოდ პიროვნების დონეზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted March 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 კობა ლიკლიკაძე - ევროკავშირმა საქართველოს მიმართ იმედგაცრუება ღიად გამოხატა19 / 03, 2010 14:19 საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის ხელმძღვანელებმა მკაფიოდ მიანიშნეს, რომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება აუცილებელია, თუკი თბილისს ბრიუსელთან თანამშრომლობა სურს. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი კობა ლიკლიკაძე პრაღიდან იუწყება. წერილში, რომელიც “რადიო თავისუფლების” ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ლიკლიკაძე წერს, რომ ეს გაფრთხილება საქართველოში “იმედის” ყალბი საინფორმაციო გამოშვებით გამოწვეულ სკანდალს დაემთხვა, რის გამოც განმარტების გაკეთება ბრიუსელში თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუხდა. “ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა ღიად გამოხატა საქართველოს მიმართ იმედგაცრუება. ადრე ევროკავშირი მხოლოდ მინიშნებით საუბრობდა იმედგაცრუებაზე, რასაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იწვევდა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები. მაგრამ 17 მარტს, როდესაც სამხრეთ კავკასიის არასტაბილური ქვეყნის მიზნებსა და რეალობას შორის არსებულ დეფიციტზე საუბრობდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ახალი, უფრო მკვეთრი ტონი შეარჩია~, - ნათქვამია წერილში. აქვე მოყვანილია ჟოზე მანუელ ბაროზუს გამოსვლიდან ციტატა, სადაც ევროკომისიის პრეზიდეტი ამბობს - “ევროკავშირი იმედოვნებს, რომ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, შეიქმნას ინკლუზიური პოლიტიკური კულტურა და უზრუნველყოფილ იქნეს მედიის სრული თავისუფლება. საქართველოსათვის ამ მიზნების მისაღწევად პროგრესი აუცილებელია, თუკი ამ ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოება სურს. აქვე ევროკომისიის პრეზიდენტი დასძენს, რომ აუცილებელია ბოლომდე იყოს მიყვანილი ყველა დემოკრატიული რეფორმა. “მათ შორის, მედიის თავისუფლების პატივისცემის ჩათვლით. ეს შეეხება, ასევე, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას. მე ვფიქრობ, ეს აუცილებლად საჭიროა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო კავშირურთიერთობისათვის”,“ - აცხადებს ბაროზუ. ბაროზუმ თქვა, რომ მაისის ადგილობრივი არჩევნები შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს ერთგულება პოლიტიკური პლურალიზმისა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტების მიმართ. “ევროკავშირის ოფიციალური პირები 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ იმედგაცრუებას პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის მზარდი ავტორიტარიზმისა და არასტაბილური მმართველობის გამო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 17 მარტს ამ მისტიფიკაციას “აღმაშფოთებელი” უწოდა, თუმცა ბრიუსელში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა უარყო აზრი, თითქოს ტელეკომპანაი “იმედს” საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდეს”, - ნათქვამია სტატიაში. ბარუზომ ხაზი გაუსვა სერიოზულობას, რითაც ამ ინციდენტს ეკიდება ევროკავშირი და აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს რეგიონში სიტუაციის დაძაბვისაგან.“საქართველოსათვის მნიშვნელოვანია მის ტერიტორიაზე ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობა, თუმცა ეს არ არის ერთმიშვნელოვნად პოპულარული საკითხი ბლოკის შიგნით. საფრანგეთი და გერმანია შიშობენ, რომ შესაძლოა, ევროკავშირის ურთიერთობა რუსეთთან გართულდეს, თუკი მოსკოვსა და თბილისს შორის კვლავ იფეთქებს კონფლიქტი. ამასთან, თუ საქართველოს დემოკრატიული მახასიათებლები შემდგომში კვლავ გაუარესდება, მაშინ, შესაძლოა, მისიის გაგრძელების საკითხი ამ შემოდგომაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს”, - ნათქვამია კობა ლიკლიკაძის სტატიაში.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ბოლო აბზაცი განსაკუთრებით საგულისხმოა. საფრთხეებზე, რომ საუბრობენ ჩვენი პატივცემული ექსპერტები, ამ საფრთხეზე რატომ დუმს ყველა? ევროკავშირის მისიაც თუ გავიდა ე.წ. ბუფერული ზონებიდან, ჩვენ ხო პირდაპირი მნიშვნელობით მარტო დავრჩებით რუსების პირისიპირ? რატომაა ამხელა აჟიოტაჟი ბურჯანაძეზე და ნოღაიდელზე და რატომ ხდება წაყრუება რეალურ საფრთხეებზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 McLaren რატომაა ამხელა აჟიოტაჟი ბურჯანაძეზე და ნოღაიდელზე და რატომ ხდება წაყრუება რეალურ საფრთხეებზე?სწორედ იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ რეალობიდანეს კაცი არის სასწრაფოდ მოსაშორებელი, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 kisa რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდებიეგ ფიქრი აღარაა უკვე. იდეა ფიქსია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 (edited) Saturn ეგ ფიქრი აღარაა უკვე. იდეა ფიქსია smile.gifშენ მხოლოდ ჩემ იდეა ფიქსებს აფიქსირებ, თუ სხვებსაც ამჩნევ რამეს?მიშა არის სახელმწიფოს პრობლემა და საფრთხის შემქმნელიეხლა კი წადი და "ხაზარები" იკითხე Edited March 19, 2010 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 არის:რა ქვეყანაში ვცხოვროთ? ნაწილი II არასწორია, უნდა იყოს: რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ნაწილი უკანა. ეს გაერო კიდე რას აკეთებს არავინ არ იცის, ფულის საჭრელი მანქანაა და მეტი არაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 ჩვენ ვცხოვრობთ და გვაქვს სახელმწიფო, სახელად საქართველო. ისრაელის არსებობას ეწინაარმდეგებოდნენ ძლიერნი ამაქვეყნისანი, ახლაც ბევრს არ ეხატება ისრაელი გულზე, მაგრამ ისრაელის ხალხის ნებამ, ისრაელის ხალხის ერთიანობამ მსოფლიოს დაახევინა უკან და ახლა კვლავ მტრებით გარშემორტყმული სოლომონ ბრძენის ქვეყანა , ჩვენუ უფალი იესოს სამშობლო კვლავაც ისრაელის ხალხის ხელშია. გაეროსა და სხვა სახელმწიფოების ცვალებად პოზიციებს რომ უსმენდნენ და იმის მიხედვიტ მტესრ აბარებდნენ ისრაელის სახელმ,წიფოს ებრაელები, აქამდე მრავალათასჯერ განადგურდებოდა ეს უძლიერესი ქვეყანა. დაიხსომეთ მსოფლიო ცივილიზაციაში არ შAეიცვალა ერთი რამ- სახლმწიფობრიობის ურყევი ნების გამომხატველი, და მებრძოლი იმსახურებსმხოლოდ საპატიო ადგიულს მსოფლიო ერთა გაერთიანებაში, სხვა დანარჩენნი რჩებიან სატელიტნი. ჩვენ უნდა გავუძლოთ რუსი ღორების მიერ მოსყიდული საერთაშორისო ორგანიზაციების იგნორირებასაც და რუსი ოკუპანტის მცდელობებსაც, ასევე რუსი დემაგპგების მცდელობვას დატესონ ქართველხალხში თავისუფლების მოპოვების უპერსპექტივობა, ჩვენ ყველაფერ ამას წინ უნდა აღვუდგეთ და მაშინ მსოფლიოც აღიარებს ჩვენს მტკიცე ნებას - გვქონდეს სახელმწიფო საქართველო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 ყველა ნაგავია...ევროპა, ამერიკა, რუსეტი, გაერო მარტო მიშაა მაგარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted March 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2010 Gagi 67 როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ხომ ვერ დაგვიკონკრეტებდით. აი ბაროზუმ თქვა კარგად თუ არ მოიქეცით ევროკავშირის მონიტორები გამოვლენ ე.წ. ბუფერული ზონებისგან. რა ვქნათ? არ გავუშვათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.