Jump to content
Planeta.Ge

სიბნელე წავა და სინათლე მოვა.


Recommended Posts

ყელზე ყულფივით მაქვს შემოხვეული ჩემი ქვეყნის უბედურება, რომელიც მახრჩობს, მგუდავს, შიგნით ჩაბრუნებული ცრემლებით და უსასოობით...და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მეამაყება ქართველად რომ დავიბადე. რას ვიზავთ, ალბათ ჩვენი ეროვნებაც -ღმერთის გამოცდაა. მოკლედ, ოთარ ჭილაძის არ იყოს:

 

"მე ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე

შესაძრწუნებლად ვარ ბედნიერი"

 

შენ?

 

 

თანაფორუმელებო ყველაფერი რიგზეა:-ქვეყანა რომ ამოტრიალდება , ის რაც ფსკერზეა დალექილი, ზემოთ მოექცევა ხოლმე, მაგრამ ამ ლექს დიდხანს არ შEუძლია იყოს ზედაპირზე-დრო მოვა, ლექი ისევ ფსკერს დაუბრუნდება.

 

ასე რომ,

 

ქართველებო! სიბნელე წავა და სინათლე მოვა. ეს მარადიული მონაცვლეობაა ბნელისა და ნათლისა. მჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც უფრო მყარი იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობა, როდესაც ვერც შინაური და ვერც გარეული მტერი ვერ დაგვცინებს, ვერ აგვიგდებს აბუჩად...

 

უზერებო, გჯერათ თუ არა, რომ ყველაფერი რიგზე იქნება?

 

და "ზაადნო" კიდევ ერთი კითხვა: თქვენი აზრით, საამაყოა თუ არა ქართველობა?

 

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ლ ი ც ი: დღეს, 12:31 AM

 

 

--------------------

 

ჩემი ქვეყანა-ჩემი უბედური ციხე...

კიდევ სვამ, ხომ უჩვენოდ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 41
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ძალიან თუ გიჭერს მოუშვი

maka

კარგი გოგო იქნები თუ დამეხმარები :D

 

Saturn

 

ციტატა(Saturn @ 18th March 2010 - 11:38 AM)

რა ეროვნება ექნება ადამიანს იგი ამას არ ირჩევს, იბადება ასეთად. ამიტომაც არ შეიძლება ეროვნული კუთვნილება იყოს საამაყო ან სამარცხვინო.

 

სწორი ბრძანდებით ბატონო სატურნ.

ძუკუ

ან ბრძანდება სწორი და ან-არა? :D

 

 

მიშა :)

 

 

მე ის მეამაყება ამდენი "ვეშაპი" რომ გვკბეჩს, გვღეჭავს, გვყლაპავს და მაინც ვერ ჩაგვყლაპა...

ეს განსაკუთრებული საკითხია, ჩემო irene. ვერ ვინარჩუნებდით ტერიტორიებს, ვერ ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას, ვერ ვინარჩუნებდით დამოუკიდებლობას, მაგრამ ერი მაინც ინარჩუნებდა მეობას, ერი ერად რჩებოდა. შენი აზრით, რამ გადაგვარჩინა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ის მეამაყება ამდენი "ვეშაპი" რომ გვკბეჩს, გვღეჭავს, გვყლაპავს და მაინც ვერ ჩაგვყლაპა...

და კიდევ "ცუდას რად უნდა მტერობა..."

 

:) მოკლედ, არ გამოდის ლიცის თემებში მაღალფარდოვანების გარეშე :D

თქვენ რომელი სოფლიდან ხართ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ რომელი სოფლიდან ხართ?

 

:D სოფლელობას არ ვითაკილებდი...

 

აი შენი მსგავსი შეხედულებების - ნაღდად შემრცხვებოდა ...

 

:) ხდება ხოლმე

 

:D

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, არ გამოდის ლიცის თემებში მაღალფარდოვანების გარეშე

 

თქვენ რომელი სოფლიდან ხართ?

Siknadmo

კორექტულად

 

ციტატა(irene @ Mar 18 2010, 01:16 PM)

მე ის მეამაყება ამდენი "ვეშაპი" რომ გვკბეჩს, გვღეჭავს, გვყლაპავს და მაინც ვერ ჩაგვყლაპა...

და კიდევ "ცუდას რად უნდა მტერობა..."

 

მოკლედ, არ გამოდის ლიცის თემებში მაღალფარდოვანების გარეშე

 

თქვენ რომელი სოფლიდან ხართ?

irene

 

უზერი თავის თავს აყენებს შეურაცხყოფას. სამწუხარო ის არის, რომ ამდენს ვერ ხარშავს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რაღაც ახალია და მე არ ვიცი? :)

ჩვენს ოფისს უყურე, მშვენიერი სერიალია, რუსთავი 2-ზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უი, ისევ გვურაბშუ ვართ??? მგონი ჯერ არ შევსულვართ სიბნელეში და რა სინათლეს ხედავთ ნეტა?????
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

ტესტს გავდივარ

irene

დიდი ხანია გავლილი გაქვს.

მიყვარს გონიერი ქალბატონები :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ ყველა დიდი სოფლიდანა ვართ, ასე რომ........., სატრაბახო არაფერია!

 

ისე ლ ი ც ი , სინათლე სავარაუდოდ როდის აჯობებს სიბნელეს, ჩემი სურათი რომ იქნება "ზალაში" კედელზე მაშინ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...