Jump to content
Planeta.Ge

მომავალი წარსულის ხსოვნის გარეშე არ არსებობს...


Recommended Posts

ამ ხელისუფლების ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ერთი რამ ფაქტია-ხელისუფლებამ ჩვენი გამოფხიზლება სცადა. მათი იაღლიში კი მხოლოდ ის იყო, რომ ამის გაკეთება არაპროფესიონალთა ხელით სცადეს. ხოდა ამ მცდელობიდან რაც გამოვიდა, თქვენ თვითონ ნახეთ.

 

მოკლედ, მინდა მოზაიკის ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ: გენო კალანდიას აქვს გენიალური ლექსი "ოლიფანტე" (ლოტოფაგები-ლოტოსის მჭამელი მითიური ტომი. "ოდისეას" მიხედვით ლოტოსის მჭამელ ადამიანს ავიწყდება წარსული). ოლიფანტეც ლოტოსს მიძალებული ქართველია ("რეფორმირებული" ლუარსაბ თათქარიძე). ადრეც გამოვიყენე ეს ლექსი რომელიღაც თემაში, რამეთუ ამ ლექსში სრულყოფილად არის ნათქვამი ის, რასაც წლების განმავლობაში ვლაპარაკობთ, მაგრამ მაინც ვერ გავითავისეთ.

 

"მიირთვი, მიირთვი უშფოთველად

მიირთვი, კარგად მიეძალე

მორჩილად დახარე ეგ თავი მონის,

თხუნელასავით სარდაფში ჩადი ..."

 

ოლიფანტე ლოტოსის მჭამელი ქართველია, ბევრი ოლიფანტეს გამაერთიანებელი სახე, რომლებმაც რუსული ორასწლიანი მარაზმი დაივიწყეს, რომლებმაც სტალინ-ორჯონიკიძე ტანდემი დაივიწყა... შორს რატომ მივდივარ-ედუარდის-ჯაბას-კიტოვანის და სიგუას "ბრწყინვალე" კვარტეტი მეხსიერებიდან წაშალა

 

იმედის დედაც და ზეიდან კიდევ ნაცების, მაგრამ გაკეთდა გადაცემა, რომელიც მაღალი ალბათობით რეალურად შეიძლება მოხდეს. მაგრამ ჩვენი( "ლოტოსნაჭამის") გამოფხიზლება შეუძლებელია, ისე, როგორც თავის ქალაზე ტყავგადაკრული მანქურთის გამოფხიზლება. რა გნიასი ავტეხეთ...ჰა? მაშინვე დავუდექით გვერდით ფქვილოვნას და ნოღაიდელს. ანუ იმ ადამიანებს, ვინც ხვალ შეიძლება რუსებმა " ტახტზე" დაგვისვან.

 

მაგარი მახსოვრობადაკარგული ერი ვართ, მ ა გ ა რ ი. არ მინდა დავიჯერო რომ ჩვენი საქმე წასულია.

 

მოკლედ, თანაფორუმელებო, მომავალი წარსულის ხსოვნის გარეშე არ არსებობს...

 

ნუ დავივიწყებთ...

 

უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით.

 

 

 

გააჩერეთ ფორუმი, უნდა ჩავიდე! :D

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ლ ი ც ი

ამ ხელისუფლების ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ერთი რამ ფაქტია-ხელისუფლებამ ჩვენი გამოფხიზლება სცადა. მათი იაღლიში კი მხოლოდ ის იყო, რომ ამის გაკეთება არაპროფესიონალთა ხელით სცადეს, ხოდა ამ მცდელობიდან რაც გამოვიდა, თქვენ თვითონ ნახეთ.

ჭკვიან მტერზე უფრო სულელი მოყვარის გეშინოდესო...უთქვიათ

 

პ.ს. ველცომე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მათი იაღლიში კი მხოლოდ ის იყო,

მხოლოდ?..ვერ დაგეთანხმები.

 

პ.ს. ველცომე

;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ დაგეთანხმები.

lasha_alo

რატომ? გამორიცხავ რომ რუსებს ამ "სპექტაკლის" გათამაშება უნდოდათ?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ამ ხელისუფლების ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ერთი რამ ფაქტია-ხელისუფლებამ ჩვენი გამოფხიზლება სცადა. მათი იაღლიში კი მხოლოდ ის იყო, რომ ამის გაკეთება არაპროფესიონალთა ხელით სცადეს, ხოდა ამ მცდელობიდან რაც გამოვიდა, თქვენ თვითონ ნახეთ.

ვერ გეთანხმები ;)

 

სალამი , ლიც - ახალი სამოსი გიხდება ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ გეთანხმები

გამარჯობა ნანა ;)

 

რატომ? გამორიცხავ რომ რუსებს ამ "სპექტაკლის" უნდა გათამაშება უნდოდათ?

არ ვარ ნანა ის კაცი, რომელიც ხელისუფლების "კუკლას" ჭამს. ჩემი აზრით, მოდელირებულ “ქრონიკაში” წარმოჩენილი სცენარი რეალურად არსებობდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

არ ვარ ნანა ის კაცი, რომელიც ხელისუფლების "კუკლას" ჭამს. ჩემი აზრით, მოდელირებულ “ქრონიკაში” წარმოჩენილი სცენარი რეალურად არსებობდა

ამ კუთხით საერთოდ არ განვიხილავ ამ "მოდელირებას"

აქ რომ ყოფილიყავი წაიკითხავდი ჩემ აზრს - აი რაში და ამაში სპეცი ვარ

გინდა გითხრა რა გააკეტეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ერთი რამ ფაქტია-ხელისუფლებამ ჩვენი გამოფხიზლება სცადა

გამოუვიდა კიდეც გარკვეული თვალსაზრისით. საზოგადოების მოთხოვნის სტანდარტები ხელისუფლებისადმი აშკარად გაიზარდა და ეს უდავოდ ხელისუფლების დამსახურებაა. მაგალითად იგივე საზოგადოება, რომელიც 2003 წლამდე ყურს არ იბერტყავდა პოლიციელთა მიერ უამრავი ადამიანის მკვლელობაზე, დღეს მტკივნეულად რეაგირებს ადამიანის უფლების ხელყოფის ფაქტებზე, მკვლელობას აღარც ვამბობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეთანხმები ლიცის...

 

გულმავიწყი ერი ვართ, წეღან შაშიაშვილი გამოდოდა, იმოძღვრებოდა რაღAცეებს.

აგერ ნარჩემაშვილი პარტიას ქმნის ახალს.

დაგვავიწყდა რაც მაგათმა თქვლიფეს და დააქციეს ქვეყანა.

ასეთ პიროვნებებს ხალხი კვლავ რომ ხმის ამოაღებს უფლებას მისცემს, ან მართლა ლოტუსი ძოვა N რაოდნეობით, ან დებილია.

რაღა სუსეთს მივადგეთ, აგერ ჩვენი აღარ გვახსოვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მაგალითად იგივე საზოგადოება, რომელიც 2003 წლამდე ყურს არ იბერტყავდა პოლიციელთა მიერ უამრავი ადამიანის მკვლელობაზე, დღეს მტკივნეულად რეაგირებს ადამიანის უფლების ხელყოფის ფაქტებზე, მკვლელობას აღარც ვამბობ.

ვუი! ეს რა კაი რამე გამახსენეეეეეეე! ;)

წუხელ ჩემებთან დავრჩი 11 სართულიანში, ხო და ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ;)

20003 წლიდან მე იქ როსკიპები ესე იავნად ნა ნაგლად დამდგარი არ მინახავს ღამე ( ფანჯრიდან ვუყურებდი), ტან ყველაზე საკაიფო ის იყო, რომ პატრული დადიოდა იქით-აქით და ხმას არ სცემდა, სამაგიეროდ იქ გაჩერებულ მანქანებს გულმოდგინედ უმოწმებდნენ საბუთებს

 

იცი რატომ ვიცინი?

ამ ქალებს ადრეც ვხედავდი, უბრალოდ შევარდნაძის დროს პოლიცია ღიად მფარველობდა , ეხლა კი ის განსხვავებაა, რომ "იცავენსავით"

ლ ი ც ი

გისმენ

ეხლავე გეტყვი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

20003 წლიდან მე იქ როსკიპები ესე იავნად ნა ნაგლად დამდგარი არ მინახავს ღამე ( ფანჯრიდან ვუყურებდი), ტან ყველაზე საკაიფო ის იყო, რომ პატრული დადიოდა იქით-აქით და ხმას არ სცემდა, სამაგიეროდ იქ გაჩერებულ მანქანებს გულმოდგინედ უმოწმებდნენ საბუთებს

და რატომ უნდა გაეცა პატრულს მათთვის ხმა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

მიხარია, რომ დაბრუნდით, მაგრამ თემას არ ვეთანხმები.

 

1921 წლის მოვლენები იყო 1 საუკუნის წინ. მაშინ სხვა ვითარება და სხვა მსოფლიო იყო.

 

აი 2008 წლის აგვისტო სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ იყო. და თუ ხელისუფლება ასე ზრუნავს ჩვენზე, ჯობია სწორედ აგვისტოს ომის შეცდომები გაითვალისწინოს. მაგრამ უბედურება ზუსტად იმაშია, რომ იმ ომის არც ერთი შეცდომა დღემდე არაა გამოსწორებული, რაც ჩემში ეჭვს იწვევს, რომ ხელისუფლება ჩვენს გამოფხიზლებას კი არ ცდილობდა, არამედ პირიქით.

Edited by McLaren
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რატომ უნდა გაეცა პატრულს მათთვის ხმა

პროსტიტუცია ლეგალიზებულია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროსტიტუცია ლეგალიზებულია?

აკრძალული არაა. პროსტიტუცია კანონით არ ისჯება. დასჯადია მხოლოდ არასრულწლოვანის ჩაბმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...