Jump to content
Planeta.Ge

როგორ გგონიათ შემდეგი ომი როდის იქნება ?


Recommended Posts

როგორ გგონიათ შემდეგი ომი როდის იქნება ? მე მგონია რომ ზაფხულში სერიოზულად "დაცხება." საინტერესოა ლელა კაკულია რატომაა გაჩუმებული რასაც იძახის არაფერი არ მართლდება, და ეხლა კიდევ პირიქით არ მოხდეს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zoixter

როგორ გგონიათ შემდეგი ომი როდის იქნება ? მე მგონია რომ ზაფხულში სერიოზულად "დაცხება."

კი, იმედის სცენარს თუ დავუჯერებთ, თბილისში დაცხება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zoixter

 

კი, იმედის სცენარს თუ დავუჯერებთ, თბილისში დაცხება

მეც მგონია რომ თბილისის მისადგომებთან "დაცხება" ყველაზე მაგრად. ნათლად გამოჩნდა რომ ევროპამაც და ამერიკამაც საბოლოოდ გადაუსვა მიშას ხაზი. ფაქტიურად ჩიხშია მომწყვდეული და რას მოიმოქმედებს ალაჰმა უწყის. ამ რუსებსაც მაგრად უნდათ ყურადღების გადატანა, თან ხელ ფეხი აქვთ გახსნილი. პოლონეთს ვგევართ მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს რა დღეშიც იყო. :D

Edited by zoixter
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არჩევნები თუ ჩაიდეს ჯიბეში არაფერი მოხდება

თუ კიარა.რომ ჩაიდებენ:(................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქარელის რაიონის სოფელ არადეთში იმყოფებოდა.

ტელეკომპანი „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი არადეთში ტიტვინიძეების ოჯახს ესტუმრა და ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, ქვეყნის შიდა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მთავრობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

საუბარი შეეხო ვაშლის ახალი ჯიშების გავრცელებას საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული პროდუქტის ექსპორტს.

ჩვენ, რეალურად, მოვითავეთ ომი, ახლა წყლის პრობლემას ვწყვტთ, გადავლახავთ ეკონომიკურ კრიზისსაც. პროდუქციის გასაღების ბაზრების საკითხი კი, შარშანდელთან შედარებით, ბევრად უკეთესია``, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობა გლეხებს წელს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებს მოუგვარებს. პარალელურად, ხელისუფლება წყალსადენის, გზების რეაბილიტაციასა და გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაზეც იზრუნებს, რაც გლეხებს მოყვანილი პროდუქტის გასაღების საშუალებას გაუორმაგებს.

 

სოფელ არადეთში შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი და შიდა ქართლის გუბერნატორიც ესწრებოდნენ.

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...d=7133&ct=7

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ომი არაა აბა რა ჯანდაბაა ეხლა?

 

მაინც და მაინც ტრაკები უნდა დაგვეცხრილოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

იცი რა მაინტერესებს?

ეს მხოლოდ ტიტვინიძეებს ეხება თუ მტელ საქართველოსაც?

ომის მოთავება თუ წყლის პრობლემა?

Edited by McLaren
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ომის მოთავება თუ წყლის პრობლემა?

ნუ რახან ყველაფერზე იბაასა - ყველაფერი რაც თქვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

როგორც მივხვდი ომის მოთავება ყველას ეხება, და წყლის პრობლემის მოგვარება პერსონალურად ტიტვინიძეებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ფაფარაყრილი როგორც კი დარწმუნდება, რომ ძალაუფლებას კარგავს, ეგრევე ომს დაიწყებს,

ადგილობრივ არჩევნებს წააგებენ ვითომ?

რა დღეში ვართ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი პატარა, ფანტასტიკური, მაგრამ შანსია...

 

მიშამ რომ დაკარგოს ყველანაირი იმედი, მხარდაჭერა დასავლეთიდან... დაიწყებს ნახევრად დადგმულ ომს, რუსეთი შემოგვიტევს, თბილისში ვერ შემოვა, ვერაფერს გვიზამს და მოგვევლინება მიშა დავიდ სტრაიწელად..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთს ომი არ უნდა, წასაღები წაიღო,

ვთქვათ შემოვიდა თბილისში მერე რას იზამს?

 

 

რუსეთმა გაიპრავა ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, მას ომამდეც არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი რომ თუკი საქ.

საბრძოლო მოქმედებას დაიწყებდა, რუსეთი სამხედრო მონაწილეობას მიიღებდა თავისი მოქალაქეების დასაცავად,

გარდა ამისა რუსეთს ოფიციალურად ჰქონდა სამშვიდობოების მანდატი მინიჭებული,

ანუ ცალკე ჰქონდა მხარეების დაშორიშორების ვალდებულება, შემდეგ მოქალაქეების დაცვის და რა თქმა უნდა თავისი სამშვიდობო კონდიგენტის დაცვის ვალდებულებაც,

 

ამჯერად რუსეთი ვერანაირი საბაბით ვერ განახორციელებს ინტერვენციას საქ. ტერიტორიაზე,

ის მასიმალურად შეეცდება შეინარჩუნოს სტატუს კვო და გადაამუშავოს ის ლუკმა რომელიც მიშამ ჩაუდო პირში

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთს ომი არ უნდა, წასაღები წაიღო,

ვთქვათ შემოვიდა თბილისში მერე რას იზამს?

მე ხომ დავწერე ვერ (არ) შემოვა მეთქი... და მიხეილი აკრიფავს ქულებს ისევ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...