Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://www.planet13.com.au/1439/30%20Seconds%20To%20Mars-Badges-b.jpg

 

ოფ. საიტი: http://thirtysecondstomars.COM

 

წევრები:

 

Jared Leto (ჯარედ ლეტო)

Tomo Miličević (ტომო მილიშევიჩი)

Shannon Leto (შენონ ლეტო)

 

ყოფილი წევრები:

 

Matt Wachter (მეტ უოკერი)

Solon Bixler (სოლონ ბიქსლერი)

Kevin Drake (კევინ დრეიკი)

 

 

 

http://1.bp.blogspot.com/_sFs7072bPNU/SqCD7zOb9gI/AAAAAAAAAsw/NIfwapVcda8/s320/daikou.jpg http://2.bp.blogspot.com/_sFs7072bPNU/SqL8_BVl9FI/AAAAAAAAAs4/mhEJjgOZMwA/s320/frankie_sayss.jpg http://1.bp.blogspot.com/_sFs7072bPNU/SqMCJf76gAI/AAAAAAAAAtQ/eFRoi5F5izQ/s320/marstwittericon-02.png

 

 

ინფორმაცია ჯგუფზე:

 

ამბობენ, რომ სამყარო გაჩნდა დაახლოებით 13 მილიარდ 700 მილიონ წლის წინათ. პლანეტა მარსი კი დაახლოებით 4 მილიარდ 65 მილიონ წლის წინათ. ხოლო ჯგუფი ”30 Seconds To Mars”, გაჩნდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ოღონდ როგორც სამყაროს ასევე ამ ჯგუფის ზუსტი შექმნის დღე თვე და წელი არ არის ცნობილი.

 

ყველაფერი, დაიწყო იმ დროს როდესაც ძბემა ჯარედ და შენონ ლეტომ შექმნეს პატარა ჯგუფი. ისინი ცხოვრობდნენ ჰიპპის კომუნის დროს. დედასთან ერთად. ძმებს პატარაობიდანვე ჰქონდათ ხელოვანის ნიჭი. უფროსი ძმა შენონი პატარაობიდან იყენებდა ქვაბებს როგორც დასარტყამ ინსტრუმენტს. მისი უმცროსი ძმა ჯარედი ცდილობდა დაეკრა ყველა ინსტრუმენტზე ერთდროულად. ”ჩვენ ყოველთვის ვიყავით შემკული ხელოვნებით” ამბობს შენონი, თუ როგორი მიდრეკილება ჰქონდა მუსიკის მიმართ ჩვენ ვიღებდით სხვადასხვა ინსტრუმენტებს და ვცდილობდით დაკვრას. ეს იყო ჩვენი ბედისწერა.

 

ჯარედმა გამოსცადა საკუთარი ძალები სხვადასხვა სახელოვნო დარგებში: ჯერ დაამთავრა ფილადელფიის ხელოვნების უნივერსიტეტი, შემდეგ გაემგზავრა ნიუ იორკში და დაიწყო კინოხელოვნების შესწავლა. ბოლოს როგორც იქნა შენონო და ჯარედი აღმოჩნდნენ ლოს ანჯელესში ”200 დოლარით ჯიბეში”. იქ იგი ცდილობდა ჰოლივუდურ ჰოლმში მოხვედრას, იღებდა ხასიათური მსახიობის განთქმულობას. შენონი კი დაკავდა ფოტოგრაფიით.

 

მიუხედავად იმისა , რომ ჯარედის სამსახიობო კარიერა სწრაფად მიიწევდა ზევით, იგი არაერთ ჟურნალის ინტერვიუში იძახდა, რომ მუსიკა არის მისი მთავარი მიზანი.

და იგი იყო მზად, წარმოედგინა პუბლიკისათვის ის რასაც უწოდებდნენ ”ოჯახურ პროექტს”. ამიტომაც 1998 წელს ჯარედმა როგორც გიტარისტმა და ვოკალისტმა ხოლო შენონმა როგორც დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელმა გააფორმეს კონტრაქტი ლეიბლ ”Immortal/Virgin” თან. გაჩნდა დასახელებაც: 30 Seconds To Mars.

 

ჯარედი ასე პასუხობს კითხვას ჯგუფის სახელის მნიშვნელობასთან დაკავშირებით: ”ეს, მეტაფორაა: ”ჩვენ ყველას დაგვრჩა 30 წამი მარსამდე”. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი ძალიან ახლოსაა და ყველაფერი ძალიან მალე იცვლება. ხოლო ყველაზე შესანიშნავი ამ დასახელებაში ისაა, რომ იგი უნიკალურად აღწერს ჩვენს მუსიკას. იგი გვაძლევს საბაბს ჩავუფიქრდეთ ფანტაზიას და გაგვიჩნდეს უამრავი შეკითხვა. აი რას ნიშნავს 30 Seconds To Mars".

პირველი ალბომის ჩაწერას დასჭირდა დაახლოებით 3 წელი, ამ შუალედში დაწერილი იყო დაახლოებით ასი სიმღერა - ალბომში შევიდა მხოლოდ 11. იყოს თვითჩამოყალიბების დრო, რომელიც ზოგიერთში იწვევდა დეპრესიას, აღიარა ჯარედმა, რომელიც ყოველთვის პოულობდა სტიმულს ისეთ ჯგუფებში როგორიცაა: Pink Floyd, U2, The Cure და Led Zeppelin.

 

http://images.starpulse.com/pictures/2008/03/02/previews/30%20Seconds%20to%20Mars-DLL-023659.jpg http://images.starpulse.com/pictures/2008/03/02/previews/30%20Seconds%20to%20Mars-DLL-023642.jpg

 

ალბომი იყო ჩაწერილი ბოლომდე და რა თქმა უნდა ძმების შენონის და ჯარედის მიერ. ჯარედმა ჩაწერა ყველა ინსტრუმენტი დასარტყამი ინსტრუმენტების გარდა და ასევე შექმნა ტექსი და მუსიკა. შენონი კი ურტყავდა დასარტყამ ინსტრუმენტზე.

 

”მე ვფიქრობ, რომ პირველი ალბომი - განსაკუთრებულია, ის არის როგორც სამყარო, სავსე მეტაფორებით ფენებით და დონეებით, რომლის მოპოვებასაც დიდი ფანტაზიის ჰქონდა სჭირდება. ამბობს ჯარედ ლეტო. ოღონდ ეს ძალიან ძალიან პირადულია. მე ძალიან დიდი ხანი გავატარე კომპიუტერთან, თითოეულ ჩამწერ საშუალებასთან, მარტოობაში და უბრალოდ ვქმნიდი. არ იყო არავითარი ჯგუფი. ეს იყო ძალიან მცირე გამოცდილება , დიდად იზოლირებული”.

 

”თავიდან პლასტიკურ დისკს ჰქონდა შემდეგი სახელწოდება "Welcome To The Universe", მაგრამ ბოლოს და ბოლოს 27 აგვისტოს 2002 წელს აბლომმა ნახა მზის შუქი და გამოჩნდა ბაზარზე. სულ გაიყიდა 100,000 კოპია, ჯარედის აზრით ჩვენს დროში ესეთი შედეგი, ძალიან საკვირველია, როცა ჯგუფში არის ისეთი იდიოტი როგორც მე, რომელიც ართობს ხალხს”.

 

ალბომის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა კითხვები, თუ როგორ სტილში უკრავს ჯგუფი. მათ მუსიკებში არის პროგ-როკის ელემენტები, ალტერნატიული როკის ელემენტები და ასევე სპეის - როკისაც... ჯარედის თქმით ისინი უკრავენ ”ნეო-პრაგილ ნიუ-ვეივს არტროკს”. ჯგუფს გაუჩნდა დევიზიც: "Provehito in altum" (რაც ზუსტი თარგმანით ნიშნავს იხედე ფესვებში"), "Find the Argus Apocraphex" და რა თქმა უნდა, ოთხი გლიფი (იეროგლიფის მინი ვარიანტი), მათი მნიშვნელობის გამხელა კი არ მოხდება არასოდეს.

ჯგუფი შემართებით მუშაობს საკუთარი სიმბოლიკის შესაქმნელად, ვებ-საიტის მერჩნდაიზზე.

 

ალბომის გამოსვლამდე ჯგუფმა ჩაატარა დიდი ტურნე, ერთგული თაყვანისცემლების საპოვნელად. 2001 წელს ჯგუფს შეუერთდა ორი გიტარისტი - კევინ დრეიკი და სოლონ ბიქსლერი, ასევე ერთი ბასისტი მეტ უოკერი (ოხ მე მაგის ... :]]). მეტი ასე ყვება თავის ჯგუფში მისვლის სცენას: ”მე გადავედი ლოს ანჯელესში ბოსტონიდან დაახლოებით 5 წლის წინ, და პირველ სამი თვე ვცხოვრობდი ძმასთან. მას ჰყავდა მეგობარი 30 STM ს გიტარისტი, და მან მირჩია , რომ მეცადა საკუთარი შესაძლებლობები ჯგუფში. მე მივედი, როდესაც ისინი ქმნიდნენ სიმღერას “Fallen” თავში გამიარა აზრმა თუ რა უნდა მეკეთებინა ჯგუფში. როგორ მოვმხვდარიყავი ჯგუფში!? ვინ უნდა მომეკლა რომ ჯგუფში ავეყვანე?”

 

ტურის დაწყების შემდეგ ჯგუფიდან წავიდა კევინ დრეიკი, რომელიც, ჯგუფის წევრების თქმის ცუდად ექცეოდა ფანატებს. მას შემდეგ ჯგუფი რჩებოდა როგორც კვარტეტი. იყო გასტროლები Puddle Of Mudd, Incubus, Сlub Tour, Breaking Benjamin, ფესტივალი Lollapalooza. ჯგუფი ცდილობდა გამოსულიყვნენ ყველგან სადაც კი იყო შესაძლებლობა, სერიოზულ ფესტივალებზე პატარა კლუბებში და ა.შ. ცოცხალი შესრულებისა და შემართების გამო გუნდს მალე გაუჩნდა ერთგული ფანატები - ეშელონები. თავიდან ისინი იყვნენ როგორც ”ქუჩის გუნდი” იყვნენ დაკავებულები პრომოუშენით, არიგებდნენ ფლაერებს, ფურცლებს და აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციებს ჯგუფის შესახებ ინტერნეტში. ისინი იქცნენ ნამდვილ ოჯახად ერთ გუნდად, მათ ეს არაერთხელ აღნიშნეს ინტერვიუებში.

 

 

30 Seconds To Mars დიდი სიყვარულით ეპყრობოდა ეშელობს. ეშელონი არის ჩვენი სული და გული ჩვენი სტიმული. ისინი დაგვყვებიან ქალაქ ქალაქ ყველგან ჩვენთან ერთად არიან. ამბობს მეტი.

 

 

2003 წელს გუნდიდან პირადი მიზეზების გამო წავიდა სოლონი. იგი შეცვალა ტომო მილიშევიჩმა, ხორვატიული წარმოშობით. იგი იცნობდა შენონს 6 წელი და იყო გუნდის დიდი ფანი. ტომო ცხოვრობდა დეტროიტში და უკრავდა ჯგუფ: Morphic თან ერთად, რომელიც დრო და დრო დაიშალა. და წელიწად ნახევარში ტომომ დაურეკა 30STM ს მენეჯერს და იკითხა სურს თუ არა , რომ მიიღოს იგი გიტარისტის ვაკანსიაზე. ჯგუფში მოხვედრის შემდეგ იგი უკრავდა სატელევიზიო შოუებში და ა.შ.

 

2004 წელს ჯგუფმა დაიწყო ახალი ალბომის ჩაწერა ექვს სტუდიასა და ოთხ კონტინენტზე. ასევე ხუთ ქვეყანაში - სამხრეთ აფრიკაში, ტაილანდში, ინგლისში, მაროკოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ დროს გუნდის პროდუსერი იყო ჯოშ აბრაამი.

 

ალბომის პირველი სახელი იყო "Battle Of One" ("ბრძოლა მარტოდ მარტო"), ჯგუფის დაუვიწყარმა მოგზაურობამ კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკაში) მოაფიქრა სხვა სახელი ალბომისათვის – "A Beautiful Lie" ("მშვენიერი ტყუილი").

 

სულ იქნა ჩაწერილი 40 სიმღერა, ალბომში კი შევიდა მხოლოდ 10. იყო მომენტები როდესაც ჯარედი ირჩევდა "The Kill", "From Yesterday", "The Story" და "Attack" -ს. ხოლო ერთი სიმღერა, “A Modern Myth”, ჯგუფმა მიუძღვნა ერთ ტრაგიკულად დაღუპულ ფანატს.

 

2005 წლის მაისში ალბომი გაჩნდა ინტერნეტში. ამიტომაც გადაწყდა , რომ ჩაერთოთ ოფიციალურ რელიზში ორი დამატებითი სიმღერა ”Battle Of One" და "Hunter" ის ქავერ ვერსია.

 

ABL გამპვოდა 30 აგვისტოს 2005 წელს. პირველი ალბომისგან განსხვავებით ეს ალბომი უფრო მეტად სევდიანი და ლირიკული იყო. ბევრმა იფიქრა , რომ გუნდი ”პაპსავიკი” გახდა. ხოლო კრიტიკოსები კი საკმაოდ თბილად შეხვდნენ ალბომს, ფანატებმაც კი ძალიან კარგად მიიღეს იგი.

 

”ჩვენმა პირველ,ა ალბომმა, "30 Seconds To Mars", აჩვენა ჩვენი ხელოვნების მხოლოდ ერთი მხარე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა ჩაციკვლა მხოლოდ ერთი მიმართულებით”.

 

2007 წლის დასაწყისში ჯგუფმა გაახარა ფანატები დიდ ხანს მოლოდინში მყოფი კონცერტებით. ისინი ესტუმრნენ გერმანიას, ინგლისს, საფრანგეთს და ჰოლანდიას. არაერთხელ უხდიდნენ მადლობას ფანატებს, მედიისა და ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით.

 

http://images.starpulse.com/Photos/Previews/30-Seconds-To-Mars-11192009-0001.jpg http://images.starpulse.com/Photos/Previews/30-Seconds-Mars-vr12.jpg

 

თებერვალის ბოლოს ჯგუფმა გამართა ტური Taste Of Chaos მეგობრებთან ერთად. როდესაც არაფერი უშლიდა ბედისწერას, როგორც თოვლი ჩამოვარდა სიახლე - მეტი მიდის ჯგუფიდან, რათა მიუძღვნას საკუთარი თავი ოჯახს და მოსიყვარულე ცოლს. პირველ მარტს კონცერტზე ელ პასოში ჯარედი მივიდა მეტთან, ისინი შეეხნენ ერთმანეთს თავებით და ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ხოლო მეორე დღეს კი გაჩნდა ინფორმაცია , რომ მეტ თან ერთად წავიდა გუნდის რაღაც ნაწილიც, პოზიტიური ენერგეტიკა, რომელსაც ისინი სჩუქნიდნენ ფანებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ გავიგონებთ მეტ უოკერის შესახებ.

 

ტურის ბოლომდე, გუნდის ბასისტი გახდა ტიმოტი კელჰერი, რომელიც მანამდე უკრავდა ჯგუფ My Darling Murder ში.

იგი უკვე ცვიდა მეტს 2006 წლის აგვისტოში, როდესაც ბასისტს ჰქონდა ქორწილი. დარჩება თუ არა იგი ჯგუფში დამუდამოდ - ჯერ უცნობია და არც იქნება გასაკვირი, რომ ასეც მოხდეს.

 

ეხლა ჯგუფისთვის ისხნება ახალი თავი, ახალი გზა და ახალი ჰორიზონტები - სიტყვით, ”a completely new beginning”.

 

 

 

ალბომები:

 

2002 - Welcome to the Universe

2002 - 30 Seconds To Mars

2002 - Capricorn Promo

2002 - Edge Of The Earth (Single)

2005 - A Beautiful Lie

2006 - The Kill (CDS)

2007 - Radio 1 Live Lounge

2009 - This is War

 

Unreleased Tracks

01. Valhalla (Demo)

02. Revolution

03. Occams Razor

04. Phase 1: Fortification

05. Anarchy In Tokyo

 

 

სიმღერები დამწყებთათვის: (რჩევა ადამიანებს ვინც ეხლა აპირებს დაიწყოს ამ ჯგუფის სიმღერების მოსმენა)

 

1) Night Of The Hunter

2) Valhalla

3) Kings and Queens

4) Occams Razor

5) Echelon

 

ზემოთ ჩამოთვლილი 5 ივე ტრეკი შერჩეულია ჩემი გემოვნებით!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
არ მიყვარს... ლეტო სიმპატიური რომ არ ყოფილიყო ამ ჯგუფს არავინ მოუსმენდა... მსახიობად უფრო მომწონს ვიდრე მომღერლად
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრად მღერიან მაგთი the kill,93 million miles და attack მომჭონს მაგრად :music2:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

კაი ბენდია მაგრამ ლაივებში შესრულებას თუ თავს გაანებებენა ჯობებს :D

ალბუმები კი ყველას კარგად გამოდის :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი ჯგუფია და მიმაჩნია, რომ თანამედროვე ჯგუფებში ერთერთი საუკეთესოა. სოლისტის სიმპატიურობაზე ლაპარაკი ზედმეტია.post-8035-027313300 1303922996_thumb.jpg
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...