Jump to content
Planeta.Ge

როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება?


Recommended Posts

ინტელექტუალური და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აზროვნების კულტურის შესწავლა გათვითცნობიერების გზით და არა უაზრო რადიკალიზმით და ბოღმით

და ამისთვის ნებისმიერი პლათფორმის გამოყენება არის აუცილებელი. სამწუხაროდ მიუხედავად ზოგადად ფორუმის საკმაოდ დიდი პოტენცილი აქვს და პლანტე მეტ-ნაკლებად სხვებს ამ ხრივ სჯობია, რეალურად არ ხდება დისკუსი,ერთმანეთის მოსმენა, არგუმენტირება და ა.შ. ანუ ფორუმელების და ზოგადა საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობა ვართ პოლიტიკური ჭორაობით დაკავებული.

თითქოსდა ხალხი იმდენად არის ცხოვრებით დაკავებული რომ ფორუმი გამოსართველად ანუ გულის გადასატანად სჭირდება, რალობა კი სულ სხვა. უმრავლესობა აქვ ვცხოვრობთ, სამწუხაროდ აქ ყოფნით განვითარებაზე ანუ შემეცნებაზე ფიქრის თუ შესაძლებლობის გამოყენების ნაცვლად მიდი ბოღმის ნთხევა.

რისთვის და რატომ ეს ყველაფერი?????

იმიტომ რომ შენი ცხოვრებით ხარ უკმაყოფილო? და ამაში მხოლოდ მთავრობა ანუ სახელმწიფოა დამნაშავე??

სანამ არ ვისწავლით რომ სახელმწიფო ვართ ჩვენ, ანუ ჩონგური საქართველოა, მანამდე პროგრესი -0

 

ანუ თქვენ აპირებთ ამ ფორუმის მეშვეობთ შეცვალოთ სიტუაცია საქართველოში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 138
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Guest ჭანო
ანუ თქვენ აპირებთ ამ ფორუმის მეშვეობთ შეცვალოთ სიტუაცია საქართველოში?

მე ერთი ვარ და არც არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, რადგან ეს პროცესი გარედან არ და ვერ მოხდება, აქ მხოლოდ აზრის გაცვლა შეიძლება და იდეალურ შემთხვევაში მოაზროვნე ბირთვის შექმნა, რომელიც პრაქტიკულადაც გაირჯება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარობათ! :givi:

 

ჩემი აზრით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდეს ქვეყანაში რადგან არ არსებობს ადამიანი რომელიც ასეთ დატვირთვას გაუძლებს როგორიც მას საქართველოში ხვდება პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში. არ გაამართლა არა და კიდევ ერთხელ არა!!! სამი პრეზიდენტი იყო და ყველა ჩარეცხა ხალხმა იმიტომ რომ არ ჯდება ქართველი ხალხის ფსიქოლოგიაში მცნება "პრეზიდენტი" როგორც ასეთი.

საწყალი ზვიადი იყო და სულ ზარ ზეიმით მოვიყვანეთ მივეცით აბსოლუტურად ყველაფრის უფლება, გავაღმერთეთ შემდეგ მერსედესით რომ დაიწყო სიარული ამოვაყოლეთ ყელში, ეს როგორ შეიძლება კაცოო პრეზიდენტს მერსედესი როგორ უნდა ყავდესო. რატომ არ უნდა ყოლოდა ერთი მიპასუხეთ?! რითიც დამთავრდა მისი მოღვაწეობა ყველამ კარგად ვიცით.

შევარდნაძეს ჩამოვათრიეთ და ტახტრევანით შემოვაბრძანეთ თბილისში, და რა თქმა უნდა ისიც გავაღმერთეთ. რამდენი ხანი დაჭირდა მისი მწვალებლობით გაგდებას ეგეც მოგეხსენებათ.

ეხლა მიშა მოვიყვანეთ 95%–თ, და ისევ კერპად ვაქციეთ. დაიწყო თვითმფრინავით ფრენა და არიქა ეს ვის გაუგონია მაგან ხომ თქვა მეტროთი ვიმგზავრებო...ეფრინა იმ თვითმფრინავით და ყოფილიყო მარა ჩვენც არ შევარჩინეთ და მანაც "იგულავა" როგორც უნდოდა. ყველაფრის უფლება მივეცით და ისიც "გაფუჭდა"...საქმე იმაშია რომ ქართველი კაცი პრეზიდენტს როგორც მეფეს ისე უყურებს უყურებს როგორც ქვეყნის სიმბოლოს, აძლევს უზომოდ დიდ უფლებებს, ადიდებს და ხოტბას ასხავს...საცოდაობაა რასაც ჩვენ ჩავდივართ აგერ უკვე რამდენი წელია გატანჯულები და დამცირებულები დავიარებით, ისევ ჩვენი უნიკალურობით, ნიჭიერებით და ღმერთის სიყვარულით ვარსებობთ თორემ ჩვენი ბუნდღა არ იქნებოდა ამ ქვეყანაზე.

ჩემი აზრით კონსტიტუციური მონარქია ზედ გამოჭრილია ჩვენზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ჩემი აზრით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდეს ქვეყანაში რადგან არ არსებობს ადამიანი რომელიც ასეთ დატვირთვას გაუძლებს როგორიც მას საქართველოში ხვდება პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში.

ერთი იდოტი თუ 300 იდიოტი მართავს ქვეყანას რეალურად არაფერი შეიცვლება, იდიოტების რაოდენობა უნდა შემცირდეს საზოგადოებაში, რაც გამოიწვევს პარლამენტშიიდიოტების რაოდენობის შემცირებას და შესაბამისად პრეზიდენტიც ვერ იბუიანებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი იდოტი თუ 300 იდიოტი მართავს ქვეყანას რეალურად არაფერი შეიცვლება, იდიოტების რაოდენობა უნდა შემცირდეს საზოგადოებაში

ეგაა ყველაზე რთული :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ერთი იდოტი თუ 300 იდიოტი მართავს ქვეყანას რეალურად არაფერი შეიცვლება, იდიოტების რაოდენობა უნდა შემცირდეს საზოგადოებაში

აშკარაა რომ არაიდიოტები საქართველოში ძნელად მოიძებნებიან, ამიტომ ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობთ, გაერთიანდით და რამე შეგვთავაზეთ.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ და, ჯერ ადამიანები უნდა სეიცვალონ.... ყოველი თქვენგანი და ჩვენგანი...

 

საზოგადება უნდა შეიცვალოს, მხოლოდ შეცვლილ საზოგადოება სსეუძლაი თავადაც რამე შეცვალოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომკავშირი უნდა ჩამოშორდეს მმართველობის სათავეებს,

თავისით არაფერი არ მოხდება, თავისით,

აგერ ვნახეთ კომკავშირლებმა ერთი ხელის მოსმით მოსპეს კრიმინალები,

 

მათ ეს შესძლეს,

 

ასევე უნდა მოვიშოროთ კომკავშირი, ერთი ხელის მოსმით იქნება თუ ბევრი ხელის მოსმით მაგრამ თუკი ამ სასტავს არ შევაჩერებეთ საქ. დედა არ ეყოლება,

 

იტოგში უნდა გავიგოთ რა არის ეს კომკავშირი, ვინ არიან მათი წარმომადგენლები,

რა კატეგორიის ხალხი,

რა არის მათი მიზნები და ამოცანები,

 

როგორ გავშიფროთ კომკავშირელი და ას. შ.

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ და, ჯერ ადამიანები უნდა სეიცვალონ.... ყოველი თქვენგანი და ჩვენგანი...

 

საზოგადება უნდა შეიცვალოს, მხოლოდ შეცვლილ საზოგადოება შეუძლია თავადაც რამე შეცვალოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი იდოტი თუ 300 იდიოტი მართავს ქვეყანას რეალურად არაფერი შეიცვლება, იდიოტების რაოდენობა უნდა შემცირდეს საზოგადოებაში
როგორ და, ჯერ ადამიანები უნდა სეიცვალონ.... ყოველი თქვენგანი და ჩვენგანი...

საზოგადება უნდა შეიცვალოს, მხოლოდ შეცვლილ საზოგადოება შეუძლია თავადაც რამე შეცვალოს

 

ასეა, ვიღაცეები მოქმედებენ და დანარჩენი საზოგადოება უბრალოდ ანტურაჟის როლშია... ესაა შესაცვლელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ და, ჯერ ადამიანები უნდა სეიცვალონ.... ყოველი თქვენგანი და ჩვენგანი...

 

საზოგადება უნდა შეიცვალოს, მხოლოდ შეცვლილ საზოგადოება შეუძლია თავადაც რამე შეცვალოს

არ მოგბეზრდათ ეს ბანალური ფრაზები?

 

როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოება, რა მოტივი უნდა ჰქონდეს მას ცვლილების ან რა შესაძლებლობები,

 

საზოგადოების ცვლილების ყველაზე ეფექტური გზა ხელისუფლების შეცვლაა, ნორმალური ხელისუფლება უნდა მოვიდეს სათავეში, საზოგადოებამ უნდა იპოვოს ნორმალური ძალა ვისაც ენდობა,

 

 

რასაც ამბობ იგივეა რომ თქვა, ავადმყოფი არ განიკურნება მანამ სანამ არ განიკურნება თავისით,

 

ექიმია საჭირო ავადმყოფის მკურნალობისთვის, კვალიფიციური ექიმი, ავადმყოფი თავისით ვერ განიკურნება, სურვილიც რომ ჰქონდეს,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოება

დროა ერთადერთი შანსი. სხვანაირად ვერ შეიცვლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

საზოგადება უნდა შეიცვალოს, მხოლოდ შეცვლილ საზოგადოება შეუძლია თავადაც რამე შეცვალოს

მილიონ ადამიანს აქვს შეტანილი განაცხადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყოფნაზე. და მშიერი ადამიანი როგორც წესი პირველ რიგში საჭმელზე ფიქრობს.

 

Saturn

დროა ერთადერთი შანსი. სხვანაირად ვერ შეიცვლება.

დრო გადის, საქართველოს ბიუჯეტი იზრდება, საერთო შიდა პროდუქტი მატულობს. მაგრამ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა განაცხადების რაოდენობაც მატულობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა განაცხადების რაოდენობაც მატულობს

ეგ იმაზეა დამოკიდებული ზღვარს რამდენს დააწესებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეგ იმაზეა დამოკიდებული ზღვარს რამდენს დააწესებ.

მე ისეთები ვიგულისხმე ვისაც ელემენტარულად საჭმლის ფული არ აქვს და ზამთარში კიდევ გათბობის ფული.

 

ახლა საბჭოთადროინდელი მაცივარი და ტელევიზორი თუ უდგას სახლში, ეგ არაფერს ცვლის. ამ მაცივარში შესანახი პროდუქტი თუ არ გაქვს, ის მაცივარი გინდ გქონია, გინდ არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...