Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ახლოვდება ვალენტინობის დღე. ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება საკუთარ გრძნობებში და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში გარკვევა.

თვითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი წარმოდგენა სიყვარულის თაობაზე. მისი განმარტება მართლაც შეიძლება იყოს განსხვავებული. მაგრამ უდაოა, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია სიყვარული, სხვანაირად უყურებს ადამიანებთან ურთიერთობას და მთელ სამყაროს. რაც მნიშვნელოვანია მას შეუძლია ბევრი რამის პატიება. როგორია თქვენი დამოკიდებულება სიყვარულისადმი?

მოდით ვიმსჯელოთ სიყვარულზე - გაიარეთ ტესტი.

 

ხშირად ადამიანს უჭირს გარკვევა - ნამდვილად არის შეყვარებული თუ ეს მხოლოდ ეჩვენება. ამის დადგენის იმედით ზოგი რჩევისათვის უახლოეს მეგობარსაც კი მიმართავს. ალბათ, ზოგჯერ მართლაც რთულია გრძნობასა და დამოკიდებულებაში ობიექტური გარკვევა. გაიარე ტესტი ” გიყვარს თუ არ გიყვარს” და ეგებ მისი დახმარებით გაიგო შეყვარებული ხარ თუ არა.

თუ გსურთ გაერკვიოთ ნამდვილად თუ ხართ შეყვარებული ამაში დაგეხმარებათ ტესტი გიყვარს თუ არ გიყვარს?

Edited by 2010
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 221
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

#1

ტესტირების შედეგი :

93 %

 

თქვენ გაგაჩნიათ შესანიშნავი თვისება აღიქვათ ადამიანები ისე, როგორიც არიან ისინი სინამდვილეში. ეს თავისებურება განიჭებთ საკუთარ თავში რწმენას და ხელს უწყობს თქვენ ბედნიერებას. სამწუხაროდ თქვენი ბუნებისა და ხასიათის რომანტიულობა ყოველთვის არ შეესაბამება არსებულ რეალობას, მიუხედავად ამისა ის თქვენ განიჭებთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების წუთებს. გისურვებდით, რომ უფრო გაბედულად შეიყვაროთ თქვენთვის ახლო და მისაღები ადამიანი, რათა მასაც მისცეთ საშუალება გამოხატოს თქვენდამი სიყვარული.

 

ვერ ეღირსება :P

#2

ტესტირების შედეგი : 86 %

შენ ჯერ არა ხარ შეყვარებული, მაგრამ სიყვარულის ნაპერწკლის გაღვივება ადვილად მოსალოდნელია

 

:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2010

თუ გსურთ გაერკვიოთ ნამდვილად თუ ხართ შეყვარებული ამაში დაგეხმარებათ ტესტი

ტესტის გარეშე ვერ გავიგებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

”ესაა ჩემი ცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.” (იოანე 15, 12)

 

სიყვარული არის მოთმინება, სხვისი უფლებების აღიარება, შეყვარებულის ინტერესების საკუთარ ინტერესებზე მაღლა დაყენება.

როცა გვიყვარს, რას ვეძებთ მასში, ნუთუ მხოლოდ კმაყოფილებას?

ნუთუ მარტო პირადი სიხარული გვინდა მისგან?

ანუ გვჭირდება სუბიექტი, რათა პირადი მოთხოვნილება დავიკმაყოფილოთ? ეს არაა სიყვარული! ეს ბიოლოგიური აქტია, გეფხანება და იფხან!

და ამის შემდეგ რჩება არაფერი . . . ანუ სულიერი სიცარიელე, უკმარისობის ცივი ნაღველი, სამყაროს უაზრობით გაჟღენთილი ”სულის ბოდვა”.

სიყვარული ცივი, ცარიელი, ეგოისტური, ბიოლოგიური სურვილის დაკმაყოფილება როდია, არც მონობაა სიყვარული.

როცა მე მისთვის მინდა ყველაფერი, სიცოცხლის ჩათვლით, აი, ეს ავსებს ყველაფერს. ეს მავსებს მეც და მაერთიანებს სამყაროსთან, ეს მაპოვნინებს ჩემს თავს და ჩემს ადგილს ამ მთლიანობაში. მხოლოდ ესაა სიყვარული.

სიყვარული ჩვენი ეგოიზმის ბარიერის გადალახვაა! სიყვარული სპობს ბარიერს ”მე”-სა და ”სხვა”-ს შორის. ეს გვანიჭებს ნამდვილ სიხარულს და ამით ჩვენს ცხოვრებასაც აზრი ეძლევა. სწორედ მაშინ იწყება იდეალური ჰარმონია;

ამ შემთხვევაში არა მარტო სუბიექტური და ობიექტური სიკეთით განვიცდით კმაყოფილებას, არამედ ვმაღლდებით და ცნებები სუბიექტური და ობიექტური, უბრალოდ აზრს კარგავს.

აი, ესაა ბედნიერება!

სიყვარული ბედნიერებამდე ამაღლების ერთადერთი წყარო, ერთადერთი გზაა და ამ ბილიკზე სვლა მარტივი როდია.

და თუ ”სიყვარული დროებითია”. . .

”სიყვარული არასოდეს მთავრდება; თუმცა წინასწარმეტყველნი გაუქმდებიან, ენები შეწყდებიან, ცოდნა გაუქმდება” (I კორინთელთა 14, 8).

”ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული _ ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უმეტესი” (I კორინთელთა 14, 13).

. . . და მაინც, ეს უცნაურობა, ”სულის ლაბირინთი”, ადამიანში ყველაზე პირადულია და ობიექტურ ჩარჩოში არ თავსდება; ამავე დროს არის ის, რასაც ადამიანი აბსოლუტურ რეალობად აღიქვამს, რისთვისაც ის არსებობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენში ადამიანი მაშინ იწყება, თუ სიყვარულს _ სიყვარულით, ნდობას ნდობით პასუხობ.

სიყვარული _ სიყვარულის ობიექტზე აქტიური მზრუნველობაა, პასიური ”მზრუნველობა” სიყვარული არ არის.

სიყვარული _ პასუხისმგებლობაა და არა ვალდებულება. პასუხისმგებლობა მისთვის მუდმივ მზადყოფნას ნიშნავს. თუმცა, ადვილი შესაძლებელია, პასუხისმგებლობა დათრგუნვასა თუ მიკერძოებაშიც გადაიზარდოს.

სიყვარული _ პატივისცემაა და არა შიში ან გაღმერთება. პატივისცემა კი მხოლოდ თავისუფალს, დამოუკიდებელს შეუძლია.

შეუძლებელია ადამიანს არ იცნობდე და პატივს სცემდე.

ვინმეს შეცნობა, მისი არსის აღქმა, თუ ზრუნვით არ არის მოტივირებული, მაშინ ასეთი შემეცნება თითქმის ცარიელი და შეცნობის ობიექტის უფლებების შემლახველი და შეურაცხმყოფელია.

შენთვის ძვირფასი ადამიანის სრულად აღქმას მხოლოდ სიყვარულით შეძლებ. მხოლოდ სიყვარული გაიძულებს გასცდე პირად ინტერესს და ასე დაინახო სხვა, ანუ საკუთარი თავიც მისი თვალით დაინახო. აქედან იწყება ადამიანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაი//// დამესხა თავბრუ და მუხლიც მომეკვეთა///// ხოდა, სანამ სულიც შემხუთვია... ცოტა ხანი გავალ აქედან
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტესტირების შედეგი :

53 %

 

მცირედი ცდომილების გარეშეც შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად არა ხარ შეყვარებული. ალბათ სიყვარული უახლოეს მომავალში გელის

 

 

ლოლ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიმსჯელოთ სიყვარულზე

სიყვარულმა დამიცხრილა სული, ხოლო გულს დამჭკნარი ხავსი ადევს :duel:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

დღეს საკუთარ თავთან მქონდა ამ თემაზე საუბარი.

ჩემ თავს ვკითხე მიყვარდა თუ არა ვინმე ან რამე.

ღრმად ჩავეძიე ქვეცნობიერს და აღმოვაჩინე, რომ არავინ მიყვარს, არც მშობლები, არც ქვეყანა და არც ღმერთი.

ეხლავე ავხსნი ყველაფერს: მშობლების მიმართ განვიცდი ანგარებას, მიყვარან იმიტომ რომ მათ მიერ ვარ უზრუნველყოფილი ყველანაირად, მათ გარეშე უსუსური ვიქნებოდი,არაფერი მექნებოდა.. ღმერთი მიყვარს იმიტომ, რომ მეშინია მისი, ხოლო ქვეყნის მიმართ მხოლოდ ახალგაზრდულ სისხლის ჩქეფას განვიცდი, ტიპა ბრძოლის ყიჟინა, იარაღის ჩხარუნი.

არც ადამიანები მიყვარან, არც კაცთმოყვარე ვარ.

 

 

ე.ი არსება ვარ, რომელსაც არავინ და არაფერი უყუვარს, მაშ რამე მაინც ხომ უნდა მიყვარდეს?

თავი მოვთოკე და ამ კითხვასაც გავეცი პასუხი, ბლიაძ საკუთარი თავი მიყვარს მხოლოდ.

მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ამაშიც არ ვარ მთლად დარწმუნებული.

 

 

 

 

კაროჩე ეს ჩემზე დავწერე.

თქვენი აზრი მაინტერესებს, რა გიყვართ, როგორ გიყვართ.

ან იქნებ თქვენც ჩემი მსგავსად უსიყვარულო არსება ხართ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ახლა გგონია ეგრე..

მშობლებიც გვერძე გყავს..შენს სამშობლოში ხარ...

არაფერი არ გაკლია და არ გაწუხებს...

ღმერთის სიყვარული კიდე შიში უფრო არის ყველასთვის..

აბა მოშორდი შენს მშობლებს შენს ქვეყანას შენს ღმერთს და ნახავ თუ არ გიყვარს...

საკუთარ თავს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად გიყვარს ისევე როგორც ადამიანების უმრავლესობას...

 

ნუ მე რაც შემეხება..არიან ადამიანები თუმცა არც ისე ბევრი ვინც ჩემს თავზე მეტადაც მიყვარან ასე მგონია..

სამშობლოს სიყვარულით მეც არ ვიწვი..რადგან ვერაფერი მოვუწონე და შევუქე აქაურობას...

ღმერთის სიყვარულზე და შიშზე მე აქ არ დავწერ არაფერს..ეგ მხოლოდ ჩემს გულშია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Vicious Girl

 

აბა მოშორდი შენს მშობლებს შენს ქვეყანას შენს ღმერთს და ნახავ თუ არ გიყვარს...

მართალი ხარ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხ, სიყვარული ისეთი რარაცაა, ბლომდე ვერასდროს გაანალიზებ, ვინ, რა , როგორ....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხ, სიყვარული ისეთი რარაცაა, ბლომდე ვერასდროს გაანალიზებ, ვინ, რა , როგორ....

სად და რისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...