)v(oNsTeR Posted June 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2008 ჰაჰ. დარწმუნებული ჰარ რო არსებობს? ბევრი რასაც სიყვარულს ეძახის არარის სინამდვილეში სიყვარული.სიყვარული არსებობს სიყვარული იარაღია, სიყვარული ვირუსია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
forests enigma Posted June 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2008 სიყვარული მრავალნაირია და მესმის სამშობლოს, ოჯახის, მეგობრების სიყვარული...ქალისა და მამაკაცის სიყვარული კი შელამაზებული ვნება და ლტოლვააა :| Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nesquik Posted June 5, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2008 არაა მასე სიყვარული არსებობს როგორც დედა-შვილს ასევე ბიჭს და გოგოს შორის, რა თქმა უნდა განსხვავებული, მარა არსებობს და სიყვარული ქვია :rolleyes: და ინსტიქტების დონეზე ნუ დაგყავთ ყველაფერი http://stamp.caucasus.net/sm/gogo-07.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Xogais Mindi Posted June 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2008 ადამიანი იმიტომ განსხვავდება ცხოველისგან რომ გრძნობები ჭარბობს მასში ვიდრე ინსტიქტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nesquik Posted June 5, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2008 ადამიანი იმიტომ განსხვავდება ცხოველისგან რომ გრძნობები ჭარბობს მასში ვიდრე ინსტიქტი. გააჩნია როგორ მართავ ერთსაც და მეორესაც თორე ორივე არსებობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ketusa Posted June 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2008 ადამიანი იმიტომ განსხვავდება ცხოველისგან რომ გრძნობები ჭარბობს მასში ვიდრე ინსტიქტი.ჩვენდა სამწუხაროდ დღეს ყველაGან და მათ შორის საქართველოშიც ცხოველური ინსტინქტები ჭარბად არის მაგრამ მას შეცვლილი სახელი აქვს ვნება რომელსაც სიყვარულთან (ჩემი აზრით) არანაირი კავშირი არ აქვს. არ მინდა რომ უახლოეს მომავალში ეს გრძნობაც დავკარგოთ და ამით ერთხელ და სამუდამოთ დავამკვიდროთ ორფეხა მოაზროვნე ცხოველთა კლასი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted June 15, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2008 ალბათ სეთვის არავის არ აუხსნია სიყვარული და ამიტომ ამბობ ასე. მოდი აბა დაფიქრდი ვიღAცა რომ გეტყვის მიყვარხარ და შენზე ძვირფასი არავინ არ მყავსო (ესე ყველაზე ბანალურად) რა სასიამოვნოა იცი ამის მოსმენა?! დაფიქრდი ასე ხმამაღლა რომ აცხადებ იდიოტობააო 14 წლის და ასე იმედებ გაცრუებული სიყვარულზე?აღარაა უკვე და მოეწონა კიდეც ;) და აღარ ფიქრობს ეგრე :sorry: უკვე 15 წლის დიდი გოგოა :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jood Posted June 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2008 აი ჩემი სიყვარული: არა ფერი - მოდი, გინდა სიკვდილს დაგანახებ. აი, გაიხედე ტელესკოპში... ხედავ რა ფერადი სიკვდილია?! თან როგორ შორს... - ცა რატომ ხდება საღამოობით ვარდისფერი?- მზის სხივები ტყდება და როცა ირიბად მოდის, მაშინ ჩვენ მათ დღისფრად კი არა, სილამაზის ფრად ვხედავთ. - წამო, გინდა "იქ" წავდეთ?- სად "იქ", ჩემო პატარავ?- სადაც მზის სხივები ტყდება და ფერადი სიკვდილია...- რატომ გსურს სიკვდილთან წასვლა?- მგონია, რომ ასეთი ლამაზი სტუმართმოყვარე იქნება, მიგვიღებს და აღარ გამოგვიშვებს უკან... თან შოკოლადის ნაყინიც ექნება, იცი, როგორ მომენატრა?- არა, პატარავ, ჯერ ადრეა.. შოკოლადის ნაყინს კი მე გიყიდი, როცა აქედან წავალთ.- სად წავალთ, სიკვდილთან?- ... "თევზმა თავისი ქვირითი შეჭამა - მამრი გვერდით არ ჰყავდა. რაღაც სიგიჟეა..." - მერე რა?- მერე, არაფერი...- რა არის არაფერი?- სიყვარული.- სიყვარული რა არის?- არაფერი... მზე - მთვარე, მთვარე - მზე. ღამე - დღე, დღე - ღამე. - ფერები რა არის?- მწვანე სიცოცხლეა, წითელი - სისხლი და ომი, ყვითელი - მზე, ლურჯი და ვარდისფერი - ცა, ნაცრისფერი - სიცოცხლე...- უი, აი თურმე რა ფერს ვხედავ მე სულ!- რა ფერს?- სიცოცხლის! კიდევ მიტხარი ფერები რა.- იასამნისფერი - მშვიდი, სტაფილოსფერი - აღტკინებული...- სიყვარული რა ფერია?- სიყვარულს ფერი არ აქვს.- რატომ?- იმიტომ, რომ ის არაფერია! "სანთელი ჩაქრა, რატომ ქრება სანთელი, რა ვუპასუხო, როცა მკითხავს"... - რატომ დაბნელდა?- ეს სიკვილის ფერია...- აბა ვარდისფერიო?- ის შეიძლება მწვანეც იყოს...- სიცოცხლის ფერი შეიძლება იყოს სიკვდილი?- ნუ ტირი... "მოჩვენებები მახსენებენ... მე ვიცი, რომ შენ შეგიძლია იყო მარტო, დრო არაფერს გახსენებს. არაფერი რჩება სამუდამოდ, არაფერი გრჩება მოგონებად"... - თუ...- ჰო, თუ...- რატომ მჭირდება ვინმე გვერდით?- ჯერ პატარა ხარ!- თუ... "რა ვუთხრა, როცა დაბრუნებას მომთხოვს... რა ვუთხრა, როცა სიყვარულს მომთხოვს"... 15.06.2008 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lanius Posted August 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2008 რეალურად სიყვარულის დაყვანა შეიძლება ორ სახეობამდე: სიყვარული ღმერთის მიმართ სიყვარული ადამინის მიმართ სიყვარულის ნიჭი მთლიანად ადამიანის ემოციური მხარის მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. ემოციიდან გამომდინარეობს სიყვარული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Annwyn Posted August 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2008 თუ ქიმიური პროცესები ტვინში? აა ლიუკა რას იტყვი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jood Posted August 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 28, 2008 Lanius Annwyn სიტყვიერი გაფრთხილება და შემდეგში გაფრთხილებას მიიღებთ OFFისთვის!!! პოსტები წაშლილია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nesquik Posted August 30, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2008 თქვენეული განმარტება :unsure: ყველაზე ორიგინალური (საინტერესო) განმარტება განთავსდება გრაფაში "თემის აღწერა" :bis: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Silent girl Posted August 30, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2008 რა არის სიყვარული? ალბათ ამის ახსნა სიტყვებით შეუძლებელია. ეს ის გრძნობაა, რომელიც უბრალოდ უნდა შეიგრძნო. როდესაც გიყვარს სხვა უკვე არაფერს და არავის აქვს მნიშვნელობა. შენთვის არსებობს მხოლოდ ის ერთადერთი. გიპყრობს გრძნობა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სისულელე ჩაგადენინოს. სიყვარული ნარკოტიკივით არის, გასინჯავ და ეგრევე გაბრუვდები. მერე უფრო მეტი და მეტი გინდა. მისით ცოცხლობ და შენთვის ჰაერის შემცვლელი ხდება. სუფთა ჰაერია, რომელსაც ღრმად შეისუნთქავ, ისე ღრმად, რომ ფილტვები გახსნას. როდესაც მას ხედავ გულის ცემაც უფრო ჩქარდება. ფეთქავს ისე, თითქოს მალე უნდა ამოვარდეს და ბედნიერებისაგან ერთ ადგილას ვერ ჩერდება. თვალებიც ბრწყინავს, მზის სხივებს აფრქვევს და ყველა ხვდება რომ შენში რაღაც განსაკუთრებული ხდება. ვაიმე რა სისულელეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
George Posted August 30, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2008 სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jood Posted September 1, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2008 კაკაო ეს თემა ხომ არის უკვე და რა აზრი აქვს რატომ გახსენი? სიყვარულზე არის თემა და რა ვიცი აბა... დასახურია მგონი ტან ის ტემა სჰენი გახსნილია :| Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.