Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

asesino_141

  Jonathan Livingston said:
აფხაზეთი არაა აფხაზებისთვის რომელიღაც ტერიტორია.

ანუ აფხაზებისთვის ის ისტორიული სამშობლოა და ქართველებისთვის არაა?

მე უბრალოდ ვერ ვხვდები რა მოტივით უგულვებელჰყოფ ქართველების ინტერესებს,

იქნებ რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტებში დასაბუთებულია რომ აფხაზებს ქართველებზე მეტი უფლებები

აქვს

და 80 000 აფხაზის ნება უფროა გასათვალისწინებელი ვიდრე 250 000 ქართველის

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 112
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

  ძუკუ said:
irene

 

აფხაზეთი კულტურულად ყოველთვის იყო მიბმული საქართველოზე. მათ არც საკუთარი დამწერლობა გააჩნდათ და აფხაზური არისტოკრატიის სალაპარაკო ენა ქართული იყო. მათი გვარებიც ორნაირი იყო, ქართული და აფხაზური ჟღერადობის.

 

სამეგრელო ყოველთვის იყო მიბმული საქართველოზე. მათ არც საკუთარი დამწერლობა გააჩნდათ და მეგრელი არისტოკრატიის სალაპარაკო ენა ქართული იყო. მათი გვარებიც ორნაირი იყო, ქართული და მეგრული ჟღერადობის. :D

 

  asesino_141 said:
არა ვარ დიდად კომპეტენტური აფხაზეთის ისტორიაში, ამიტომაც ვსვამ კითხვებს

 

ისე, ჩემის აზრით ლინგვისტიკა გაცილებით უფრო კომპეტენტურია ეთნოსების ამა თუ იმ ჯგუფებისადმი კუთვნილების საკითხში, ვიდრე ისტორია.

 

ჩემი პროგრესული აზროვნება მკარნახობს, რომ სავარაუდოდ ქართული დომინირებდა და იმიტომ არა აქვთ ძეგლები. თუმცა ისიც არ ვიცი აქვთ თუ არა... :boli:

ქართლ კახეთი, იმერეთი....

 

ეთნოსები, ეთნომიმების, ტოპონიმების კვლევისას ობიექტური სიმართლის დადგენა უბრალოდ წარმოუდგენელია ისტორიკოსის და ლინგვისტის დამოუკიდებელი გარჯით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  irene said:
სამეგრელო ყოველთვის იყო მიბმული საქართველოზე. მათ არც საკუთარი დამწერლობა გააჩნდათ და მეგრელი არისტოკრატიის სალაპარაკო ენა ქართული იყო. მათი გვარებიც ორნაირი იყო, ქართული და მეგრული ჟღერადობის. :boli:

ეთნოსები, ეთნომიმების, ტოპონიმების კვლევისას ობიექტური სიმართლის დადგენა უბრალოდ წარმოუდგენელია ისტორიკოსის და ლინგვისტის დამოუკიდებელი გარჯით...

ხოდა მაგას გეუბნება, მოხდა როგორც მეგრელების ისევე აფხაზების ქართიზაცია,

მაგრამ შემდგომში აფხაზები დაგვშორდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Siknadmo said:
აი მათ შორის რომ ოქროს შუალდეი გადის-ესააა ბევრი ქართველისთვის ყველაზე რთული გასაგები,

 

არ არის რთულად გასაგები... ზედმეტი ფუფუნების საგანია უბრალოდ ეგეთი გაგება ჯერაც... ვიდრე ამ კითხვებს ბადებს მსჯელობა ამ საკითხზე

 

  Siknadmo said:
ანუ აფხაზებისთვის ის ისტორიული სამშობლოა და ქართველებისთვის არაა?

მე უბრალოდ ვერ ვხვდები რა მოტივით უგულვებელჰყოფ ქართველების ინტერესებს,

იქნებ რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტებში დასაბუთებულია რომ აფხაზებს ქართველებზე მეტი უფლებები

აქვს

და 80 000 აფხაზის ნება უფროა გასათვალისწინებელი ვიდრე 250 000 ქართველის

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

  irene said:
ეს შესანიშნავია და მაინეტერესებს - აფხაზური დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი შერვაშიძეები არაქართველები იყვნენ?

ეს არ არის მთლად ზუსტი შედარება, მაგრამ ასევე შეიძლება ვიკითხოთ, ბურგუნდიის ჰერცოგები არაფრანგები იყვნენ?

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაუ, ქართველი არ განისაზღვრება მხოლოდ სისსხლიიიიიიიიიითთთთთთთთთთტ,,

 

 

ვაააა,

 

ასე ქართველები ფეოდალიზმის დროსაც არ აზროვნებდნენ,

 

რა მოგივიდათ მე-20 საუკუნეში საიდან ამდენი პროვინციალიზმი,

 

ჩამოვწეროთ რომ ქართველ მეფეს ჰქონდა ოსური, სომხური, ირანული სისხლი ???ეროვნება

სისხლით კი არა რელიგიითა და მეფისადმი ქვეშერვდომებით განსაზღვრებოდა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Siknadmo said:
asesino_141

მე უბრალოდ ვერ ვხვდები რა მოტივით უგულვებელჰყოფ ქართველების ინტერესებს,

მაგნიტური დღეა დღეს?

 

ვიმეორებ, არავის ინტერესებს არ ვუგულებელვყოფ, მხოლოდ კითხვებს ვსვამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  asesino_141 said:
მაგნიტური დღეა დღეს?

 

ვიმეორებ, არავის ინტერესებს არ ვუგულებელვყოფ, მხოლოდ კითხვებს ვსვამ.

პასუი ასეთია, ქართველებიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ არჩევანის უფლება,

 

გარდა ამისა, მე როგორც ქართველს მაინტერესებს, მე რა ხეირი?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  ძუკუ said:
ეს არ არის მთლად ზუსტი შედარება, მაგრამ ასევე შეიძლება ვიკითხოთ, ბურგუნდიის ჰერცოგები არაფრანგები იყვნენ?

 

თავანკარა ბურგუნდიელები გერმანული ტომისანი იყვნენ...

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  irene said:
თავანკარა ბურგუნდიელები გერმანული ტომისანი იყვნენ...

ფრანგები საერთოდ გერმანული ტომების ჩამომავლები არიან, მერე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Siknadmo said:
პასუი ასეთია, ქართველებიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ არჩევანის უფლება,

 

გარდა ამისა, მე როგორც ქართველს მაინტერესებს, მე რა ხეირი?

მერადა სადმე ვთქვი რომ არა აქვთ არჩევანის უფლება?

უბრალოდ ამ თემაში მე აფხაზების არცევანზე ვლაპარაკობ და არა ჩვენი...

 

და რა ხეირს ელი როგორც ქართველი, ჩვენი დამოუკიდებლობით ვიხეირეთ უკვე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Siknadmo said:
ვაუ, ქართველი არ განისაზღვრება მხოლოდ სისსხლიიიიიიიიიითთთთთთთთთთტ,,

ვაააა,

 

ასე ქართველები ფეოდალიზმის დროსაც არ აზროვნებდნენ,

 

რა მოგივიდათ მე-20 საუკუნეში საიდან ამდენი პროვინციალიზმი,

 

ჩამოვწეროთ რომ ქართველ მეფეს ჰქონდა ოსური, სომხური, ირანული სისხლი ???ეროვნება

სისხლით კი არა რელიგიითა და მეფისადმი ქვეშერვდომებით განსაზღვრებოდა

 

მართალი ხარ :boli:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონი ყველაფერი გავარკვიეთ. მაგრამ პრობლემას რა ეშველება?

იხ. ჩემი სიგნატურა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  ძუკუ said:
მე მგონი ყველაფერი გავარკვიეთ. მაგრამ პრობლემას რა ეშველება?

იხ. ჩემი სიგნატურა.

აფხაზების გარეშე აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

  Jonathan Livingston said:
იუგოსლავია რატომ დაიშალა? (არც რიტორიკული კითხვაა და არც ჩამჭრელი, მართლა მაინტერესებს)

იუგოსლავია იყო კონფედერაციული სახელმწიფო, რომელშიც შედიოდა 6 სუბიექტი: სერბეთი, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვენია, მაკედონია და მონტენეგრო. იუგოსლავიის კონსტიტუციით ყველა რესპუბლიკას ქონდა იუგოსლავიიდან ცალკე გასვლის უფლება. ამ უფლებით ისარგებლეს ჯერ სლოვენიამ და ხორვატიამ, შემდეგ მაკედონიამ და ბოსნიამ, და ბოლოს მონტენეგრომ. რაც შეეხება კოსოვოს, ეს იყო ავტონომია სერბეთის შემადგენლობაში და კონსტიტუციით სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება მას არ ქონდა. ამიტომაც გაერო დღემდე არ ცნობს მის დამოუკიდებლობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • შექმენი...