shamili Posted March 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2010 შაირ სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა,ღმერთმა მოგცეს გამარჯვებაოძელაშვილო არსენა გთხოვთ არ დახუროთ ეს თემა. პოლიტიკის განყოფილებაში ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა საქართველოსა და მსოფლიოში ( არა მარტო პოლიტიკოსებში ) გაბატონებულმა უსამართლობამ და არაკაცობის ზეიმმა . ფაქტია საქართველოს და მსოფლიოს აკლია დღესდღეობით უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ისეთი გმირები როგორებიც იყვნენ არსენა და რობინ ჰუდი. დღესდღეობით ჩვენი უბედურების და დაძაბუნების ერთ ერთი მიზეზი ის არის რომ ქართველთა უმეტესი ნაწილისთვის ბავშვობიდან მისაბაძი გმირი არ არის არსენა ოძელაშვილი და ყველა ქართველი ბავშვი არ არის პატარა არსენა.საქართველოს ჰყოლია და იმედია კვლავაც ეყოლება დიდებული გმირები, სამშობლოსთვის, ქრისტეანობისთვის წამებული რაინდები, მაგრამ არსენას ფენომენი ცოტა სხვა ფენომენია. არსენა ოძელაშვილი წარმოადგენს რუსების მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში ამ ოკუპაციის შედეგად გაბატონებული უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირს, რუსული ოკუპაციის შედეგად უშუალოდ ოკუპანტთა და კოლაბორაციონისტ, გაწუწკებულ თავად აზნაურთა ( ნაწილის ) მიერ ჩაგრული ქართველი ერის ქომაგს. გასაჭირში მყოფის ქომაგს, ჩაგრულის ქომაგს. არსენა ოძელაშვილი წარმოადგენს ოკუპირებულ საქართველოში თავსგასული ოკუპანტების ( რომლებიც ეგზეკუციების შედეგად ჩასახლებულნი სულს ხდიან ხელმოკლე და დაუცველ ქართველობას ) და ამ ოკუპანტების ჩექმის მლოკველი, გლეხობის მჩაგვრელი, კოლაბორაციონისტი, გაწუწკებული თავადაზნაურობის ( ნაწილის ) წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ერის სიმბოლურ, კრებით სახეს რომელსაც მისი გლეხური წარმომავლობის გამო შეუძლებელია შეხება ჰქონოდა პოლიტიკასთან და ძალიან უსუსური და ხელოვნური მცდელობა იყო მიხეილ ჯავახიშვილის მხრიდან არსენას პოლიტიკაში ,,გარევა''. ბედნიერებაა რომ ეს ადამიანი რეალურად არსებობდა და მწარედ ცდება ის ვინც ამბობს რომ მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში არ ყოფილან დისიდენტები, რომლებიც სამკვდრო სასიცოცხლოდ დაუპირისპირდებოდნენ არსებულ უსამართლო რეჟიმს, ჩემთვის პირადად არსენა ოძელაშვილი არის მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი დისიდენტი, შეიძლება ითქვას შეიარაღებული დისიდენტი რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უკომპრომისო დისიდენტად დარჩა.ჩემთვის პირადად არსენა ოძელაშვილი სხვა უამრავ ჩემთვის მისაბაძ ისტორიულ გმირთან ერთად არის კაცობის მაგალითი სრული ამსიტყვის მნიშვნელობით. ჩემთვის არსენა არის ვაჟკაცობის, უსამართლობასთან შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი და ერთ ერთი ყველაზე საყვარელი ისტორიული პერსონაჟი, მით უმეტეს რომ არსენა ჩემი კუთხის შვილია. მდიდარს ართმევს ღარიბს აძლევსღმერთი როგორ წაახდენსა. ამ თემაში ვისაც რა გაქვთ გაგონილი ამ ადამიანზე გთხოვთ დაწეროთ. არსენას ლექსიდან, ჯავახისვილის არსენა მარაბდელიდან ( რომელიც ბევრად ჩამოუვარდება მხატვრული და ისტორიული მნიშვნეობით არსენას ლექსს ), ვიკიპედიიდან და ენციკლოპედიიდან ამოღებულ ცნობებს არ ვგულისხმობ. იქნებ ვინმეს რაიმე სახის გადმოცემა გქონდეთ გაგონილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted March 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2010 გამოვხატავ პატივისცემას შამილ თქვენს მიმართ არსენა ოძელაშვილი ვაჟკაცობის და თავდადების სიმბოლო იყო ნამდვილად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2010 nostradamusi არსენა ოძელაშვილი ვაჟკაცობის და თავდადების სიმბოლო იყო ნამდვილადარადა, ეროვნული გმირი იყო თუ უბრალოდ ყაჩაღი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted March 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2010 nostradamusi არადა, ეროვნული გმირი იყო თუ უბრალოდ ყაჩაღი? ორივე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted March 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2010 ორივეეგ როგორ? ყაჩაღი ჩვენი ეროვნული გმირი იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted July 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 აი თემა არსენაზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 shamili ნუ ეხლა მიქენი ბარეღამ თავზე...ცოტას გაცდი (დღეს) და მერე გადავიტან სხვა განყოფილებაში, არ დავხურავ. არც ის წინა თემა არ ეკუთვნის პოლიტიკის განყოფილებას, მაგრამ ეს ხომ საერთოდ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 ჩემი ნათესავი იყო არსენა მეთქი.ბებიაჩემის პაპის ბიძა და მამის მხრიდანაც მყავს გვარში ყაჩაღები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted July 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 ჩემი ნათესავი იყო არსენა მეთქი.ბებიაჩემის პაპის ბიძა და მამის მხრიდანაც მყავს გვარში ყაჩაღები. დაწერე რა ამ თემაში რეებს გიყვებოდა ბებიაშენი არსენაზე. მაგრად მაინტერესებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 დაწერე რა ამ თემაში რეებს გიყვებოდა ბებიაშენი არსენაზე. მაგრად მაინტერესებს. ბებიაჩემი პაპამისის მონაყოლს მიყვებოდა და რაც მახსოვს,მეზობლის ბავშვებს ვერცხლის ფულებს აძლევდაო და მე ოქროსასო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted July 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 (edited) ბებიაჩემი პაპამისის მონაყოლს მიყვებოდა და რაც მახსოვს,მეზობლის ბავშვებს ვერცხლის ფულებს აძლევდაო და მე ოქროსასო. მდიდარს ართმევს ღარიბს აძლევსღმერთი როგორ წაახდენსა. ეჰ, ერთი არსენა უნდა ამ უსამართლო ქვეყანას. იაკობ ახუაშვილმა იცის ძალიან ბევრი არსენაზე, მარაბდის გვერდზეა იაკობ ახუაშვილის სოფელი მუხათი და ბევრი რაღაც იცის მასზე. ერთხელ უნდა მოვაყოლო და ჩავიწერო ბლოკნოტში ყველაფერი რაც იცის არსენაზე Edited July 6, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 shamili მე მეტი არაფერი მახსოვს. ხო ფულს სადღაც მცხეთასთან ახლოს მთის გამოქვაბულში მალავდაო. (ვხუმრობ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 lasha1997 ხო ფულს სადღაც მცხეთასთან ახლოს მთის გამოქვაბულში მალავდაო. სადაო სადაო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 shamiliმე მგონი არსენა იყო,კუჭატნელს წითელ პარასკევს რომ აუხირდა,ღვინო დალიეო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 shamili მე მეტი არაფერი მახსოვს. ხო ფულს სადღაც მცხეთასთან ახლოს მთის გამოქვაბულში მალავდაო. (ვხუმრობ)აი, აქედან კი უფრო დაწვრილებით (პმ-ში) :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.