T_A_T Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 :ravic: ამ ტემაში სატურნ ისე ხარ გაჯიქებული სულ არ მიკვირს მიშისტი რომ გონიხარ ხალხს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 არაფერიც არ შემშლია რომ შეიქმნას ინდუსტრია როგორც ასეთი ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში და შესაბამისად ეკონომიკაში სტაბილური გარემო რომლის შექმნასაც რუსეთის აგანტები ხელს უშლიან თქო მახსენდება ძიძიგურის ცნობილი გამოსვლა კოკაკოლას წინააღმდეგ როცა ოპოზიციის ლიდერი კომერციულ საქონელზე იტყვის რომ ეს არ შეისყდოთ და გავაკოტროთო ეს არის ბიზნესთან ეკონომიკასთან სტაბილურობასთან და ქვეყნის განვითარებასთან ბრძოლა-100 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 Saturn გუშინ გავიარე "ჩანგრეულ" გვირაბში, ისე მაგრად იყო "ჩანგრეული" რომ 80-ზე მეტით ვერ ვიარეცალი მხარე რომ გადაკეტილია ის რა თქმა უნდა ვერ დაინახე :eshmak:)"შუმახერი" უნდა გერქვას შენ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2010 მდინარე ვერეს ხეობა, რომლის ნაპირებზე წყლის წისქვილები იყო ჩამწკრივებული და რომლის წყალს თბილისის მოსახლეობა სასმელადაც იყენებდა XIX საუკუნეში, დღეს უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაშია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ”დიდი ხანია მდინარე ვერეს წყალი არამც თუ არ დაილევა, მასში ბანაობაც აკრძალულია,”- ნათქვამია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ”გამას” მიერ მომზადებულ ”მდინარე ვერეს ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების ანგარიშში.” დასკვნა, რომელიც ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ" მოგვაწოდა, მდინარე ვერეს ხეობას თბილისის მიდამოებში აღწერს. კვლევა ჩატარდა გმირთა მოედნის ქვეშ გამავალი გვირაბის დასაწყისიდან ”ნაფეტვრების გზაჯვარედინამდე.” სულ შეისწავლეს 12,0–12,5 კმ–იანი მონაკვეთი. ანგარიში მომზადდა ”გამას” ლაბორატორიაში. კვლევისათვის აიღეს ვერეს წყლის, ხეობის გრუნტისა და ნიადაგის სინჯები. ასევე, გაზომეს ხმაურის გავრცელების დონეებისა და რადიაციული გამაფონები, იღეს ატმოსფერული ჰაერის სინჯები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მდინარე ვერეს კალაპოტი არაერთ ადგილას ჩახერგილია მოთხრილი ხეებით და არ იწმინდება. შესაბამისად მცირდება მისი გამტარუნარიანობა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროება იქმნება. თუმცა, ყველაზე დიდ საფრთხეს მდინარე ვერესა და მის ხეობას ”მზიურის” ტერიტორიაზე და ხეობის გარშემო აშენებული მაღალსართულიანი შენობები უქმნის. ”ვერეს ხეობაში განთავსებულია სხვადასხვა დიამეტრის საკანალიზაციო კოლექტორები... (ისინი) განკუთვნილია საცხოვრებელი სახლებისა და ორგანიზაციების სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წ####ბის არინებისათვის,”- ნათქვამია ანგარიშში. აღწერის შედეგად ასეთი 125 წერტილი აღმოაჩინეს. ზოგიერთი საკანალიზაციო მილი კვეთს ვერეს ხეობას, რომელთაგან უმეტესობა დაზიანებულია მცირე გამტარიანობის გამო. მართალია, მდინარეში თითოეული კოლექტორიდან მცირე რაოდენობის სამეურნეო-ფეკალური მასა ჩაედინება, მაგრამ საკანალიზაციო მილების სიმრავლე იწვევს ”მდინარის წყლის მნიშვნელოვან დაბინძურებას.” ამას გარდა, კერძო საცხოვრებელი სახლების საპირაფარეშოები მდინარე ვერეზე არის გადმოდგმული, საიდანაც სამეურნეო-ფეკალური მასები გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარეში. კვლევაში საუბარია ვერეს ხეობაში შექმნილ ანტისანიტარიაზე. ”მზიურისა” და ”მომავლის სკოლის” ტერიტორიების გარდა, თითქმის, მთელი ხეობა გადავსებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ”საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებულია მდინარის ორივე სანაპიროს ფერდობები და თვით მდინარის კალაპოტი... ხეობის დიდი ნაწილი წარმოადგენს არასანქცირებულ ნაგავსაყრელს.”- ციტატა ეკოლოგიური შეფასების დოკუმენტიდან. მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა თავად ადგილობრივ მაცხოვრებლებს უქმნის საშიშროებას. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა ხეობის ტერიტორიაზე არის ისეთი სახიფათო ნარჩენები, როგორიცაა აზბესტის ფილები, ბითუმი, მაზუთი, უცნობი ქიმინური ნივთიერებები. აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვერეს ხეობის ნიადაგისა და გრუნტის, ატმოსფერული ჰაერისა და მდინარის წყალი დაბინძურებულია, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს. ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებითა და ნანგრევების ნარჩენებით განსაკუთრებით დაბინძურებულია ყოფილი რაიონული საქვაბის ტერიტორია. თუმცა გაუქმებული საწარმოები ხეობის მთელ ტერიტორიაზეა განლაგებული. ”თბილისის მიდამოებში ტყის ცხოველებმა ადამიანის ზემოქმედება განიცადა, რადგან ტყის მოსპობის შემდეგ მათ შეუმცირდათ საარსებო არეალი: ზოგიერთი სახეობა მთლიანად გაქრა, ზოგიერთ სახეობათა რიცხვი კი ძალზედ შემცირდა.” დოკუმენტში ნავარაუდებია, რომ მდინარის იქთიოფაუნა (მდინარეში მობინადრე ცოცხალი არსებები) შემცირდა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ”გამა” ასკვნის, რომ აუცილებელია ”მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების... განხორციელება”, რაც ითვალისწინებს ხეობის გაწმენდას სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისგან, ქიმიური ნივთიერებებისგან. ანგარიშში ნათქვამია, რომ: ”გმირთა მოედნიდან ”მომავლის სკოლა”-ს მიმდებარე ტერიტორიმდე მონაკვეთი უყურადღებოდაა მიტოვებული (პრაქტიკულად გაუვალია) და წარმოადგენს საჭვო რეპუტაციის პირების თავშეყრის ადგილს.” თბილისის მერიის პრესსამსახური "ნეტგაზეთს" ესაუბრა ამ პრობლემის გამო მერიის მიერ დაგეგემილ ღონისძიებებზე: ”მთელი ხეობა დაბინძურებულია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვით... მდინარე ვერეში ფეკალური მასების ჩადინების 120-მდე ადგილია გამოვლენილი... გაკეთდება კოლექტორი და ყველა საკანალიზაციო მილი კოლექტორს მიუერთდება.” გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ (დასრულდება 2010 წელს) აიკრძალება მთელ ხეობაში კერძო, კომერციული და საწარმოოო მშენებლობები, ”რათა მდ. ვერეს მთელი ხეობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე გადაიქცეს ტყე-პარკად” – აცხადებს მერიის პრესამსახური. არასამთავრობო ორგანიზაციის ”მწვანე ალტერნატივა” თამჯდომარე მანანა ქოჩლაძეს მიაჩნია, რომ კოლექტორების აშენება მდგომარეობას შეამსუბუქებს, თუმცა არ იქნება საკმარისი მდინარის გაწმენდისთვის: ”მდინარის დაბინძურება ზემო დონეებში იწყება და ქვემო დონეების გაწმენდა იქნება არაეფექტური”. ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დროს მდინარე რამდენიმე მონაკვეთზე გოფრირებულ მილესა და კოლექტორებში ჩასვეს, რადგან რამდენიმე ადგილას მაგისტრალი მდინარის კალაპოტზე გაივლის. ქოჩლაძეს გაუმართლებლად მიაჩნია ვერეს ჩასმა გოფრირებულ მილებში. იგი საუბრობს რისკებზე, რომ შესაძლებელია მდინარის წყალმა გამოჟონოს და ჩადგეს შენობების საძირკველში. მით უმეტეს, რომ ვერეს ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნები. http://www.netgazeti.ge/GE/2/News/1058/სამუშაოები მდინარე ვერეს კოლექტორში ჩასასმელად ამჟამადაც მიმდინარეობს ”მზიურის” ტერიტორიაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 გუშინ ნაციონალების კანდიდატი ივანიშვილი იდგა ესტაკადის მშენებლობასთAნდა ეკოლოგიური კატასტროფაო, უნებართვო მშენებლობაო, სმეტა( ხარჯთაღრიცხვა არაააო) saturn------მაინც მაგარი რამე შენდება და დარღვევების გარეშე შენი აზრით? პ.ს. ხუტა უფროსო ლაშა-თქვენის ნებართვით ამას გმირტა მოედნის თემას მივადუღAბებ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 T_A_T როდის იყავი ბოლოს გმირთა მოედანზე? ვარაზისხევის მხრიდან ორ-ორი ბოძია შეყენებული ესტაკადის ქვეშეხლა ცირკისმხრიდან წამოვიდნენ ჯერ ორი ბოძით და მერე თითოზე გადავიდნენ - ეს რას ნიშნავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 saturn------მაინც მაგარი რამე შენდება და დარღვევების გარეშე შენი აზრით?სადმე ეგ ვთქვი? ან საწინააღმდეგო? მე მოგახსენეთ რომ პროექტის გარეშე არ იქნება ეგ მშენებლობა მეთქი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 kisa T_A_T როდის იყავი ბოლოს გმირთა მოედანზე?თავს ვარიდებ-------შემოვლითი გზებით დავდივარ მე მოგახსენეთ რომ პროექტის გარეშე არ იქნება ეგ მშენებლობა მეთქი.მგონი მარტო დარჩი მაგ მოხსენებაში;)) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.