აზრი Posted March 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 ზოგჯერ, რელიგიური ადამიანები ამბობენ, რომ მათ ლოცვის მოთხოვნილებაც კი აქვთ. ფაქტობრივად, რელიგიური ადამიანი მთელი გულით ლოცულობს. ეს ასეა, თითქმის ყველა რელიგიური მრწამსის ადამიანის შემთხვევაში. მაგალითად, ბუდისტები ლოცვას "მე მწამს ამიდა ბუდასი" დღეში რამდენიმე ათასჯერ იმეორებენ. მართლმადიდებლებს, სპეციალური "ლოცვების წიგნი"-ც კი აქვთ რომელსაც გამოდმებით რამდენჯერმე იმეორებენ, თუმცა ზოგიერთი იზეპირებს კიდეც 'ლოცვების წიგნში' ჩაწერილ ლოცვებს. თუ მხედველობაში მივიღებთ მთელ მსოფლიოში არსებულ პრობლემებს, გონივრულია, დავსვათ კითხვა: ლოცვის საშუალებით რის მიღწევას მოელის ეს ხალხი? მოაქვს ამ ლოცვებს რამე სარგებლობა? ქვეყნიერება სავსეა უბედურებებით, ავადმყოფობისგან გამოწვეული ტანჯვით, დანაშაულით, რომელიც როგორც კარგ, ისე ცუდ ადამიანებს აყენებს ტრამვას, ტკივილს, დარდსა და დეპრესიაში აგდებს. რას ფიქრობთ, რატომ ლოცულობს ხალხი? იმიტომ რომ მართლა კმაყოფილდება მათი მოთხოვნები ლოცვის შემდეგ თუ მხოლოდ იმედი ამოძრავებთ? საინტერესოა, რომ აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში თავიანთი წინაპრებისა და ღვთაება სინტოს ან დაოსის მიმართ ლოცულობენ. ამ დროს ისინი იმედოვნებენ, რომ სკოლაში გამოცდებს ჩააბარებენ, კარგ მოსავალს აიღებენ ან დაავადებებს აირიდებენ. ბუდისტებს იმედი აქვთ, რომ თავიანთი ძალისხმევის წყალობით ნირვანას მიაღწევენ. ინდუსები ცოდნის, სიმდიდრისა და მფარველობისათვის მხურვალე ლოცვით მიმართავენ თავიანთ ღმერთებსა და ქალღმერთებს. მსოფლიოს თითქმის ყველა მხარეში, მილიონობით მუსლიმი http://www.pic4ever.com/images/43qoqxf.gif დღეში რამდენჯერმე — დანიშნულ დროს ლოცულობს, ზოგიერთი მათგანი საათობითაც კი ლოცულობს, რომ ღმერთმა (ალაჰმა) მათი გულის ზრახვები მოისმონოს და პასუხი გასცეს. ზოგი მართლმადიდებელი და კათოლიკე იმედოვნებს, რომ მონასტერში ბერად ან მონაზვნად აღკვეცით და გამუდმებული ლოცვით http://www.pic4ever.com/images/d2.gif კაცობრიობას სარგებლობას მოუტანენ. მილიონობით მართლმადიდებელი და კათოლიკე მორწმუნეები, მღვდლებიც და მრევლიც http://www.pic4ever.com/images/pop.gif მარიამის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად დაზეპირებულ ლოცვებს წარმოთქვამს კრიალოსნით ხელში; და ამას ბევრი იმიტომ აკეთებს, რომ თითებზე არ დაითვალოს ლოცვები , არამედ უფრო იოლ მეთოდს იყენებს, კრიალოსანს. http://www.pic4ever.com/images/63izs7n.gif უფრო მეტიც, მრავალი ლოცვისთვის განსაზღვრულ საგნებსაც კი იყენებს. მათ სჯერათ, რომ საგნების გამოყენება, უფრო აახლოებს მათ ლოცვის ადრესატთან და მათი აზრით, ბუნებრივია რომ მათ ლოცვას ადრესატი მოისმენს (შეისმენს) და უპასუხებს. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში მოსიარულე მრევლი, "მამაო ჩვენოს" სიტყვებს გამუდმებით, მრავალჯერ იმეორებს, თუმცა ღვთისადმი ლოცვაში წინასწარგაზეპირებული ფრაზების გარეშეც შეუძლიათ თავიანთი გრძნობების გამოხატვა. მრავალი იუდეველი (ებრაელი თუ არაებრაელი) საკმაოდ დიდ მანძილს გადის გოდების კედელთან (რომელიც ისრაელშია) http://s59.radikal.ru/i163/1003/b6/bb0d5c7a1142.jpg სალოცავად. ისინი იმედოვნებენ, რომ ტაძრის აღდგენის, აღორძინებისა და მშვიდობის ახალი ერა დადგება. მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა რომ მილიონობით ადამიანი ლოცვისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს, საზოგადოებაში სიღარიბესთან, ნარკომანიასთან, დანგრეულ ოჯახებთან, დამნაშავეობასა და ომებთან დაკავშირებული პრობლემები სულ უფრო და უფრო იზრდება. ათეისტებს, და ზოგიერთ თეისტსაც კი, ამ პოსტში დაწერილ საჭირბოროტო საკითხებზე ფიქრის გამო, მრავალი შეკითხვა უჩნდებათ http://www.pic4ever.com/images/169.gif და საკმაოდ ლოგიკურიც. თქვენ რას ფიქრობთ ფორუმელებო, დასაშვებია თუ არა ის აზრი, რომ: 1. [იქნებ] ყველა, ვინც ზემოთ იყო მოხსენიებული, სათანადო სახით არ ლოცულობს? 2. ან იქნებ არც არავინ ისმენს მათ ლოცვებს? 3. ანდა საერთოდ, ვინ ისმენს ლოცვებს: ალაჰი, ბუდა, ქრისტიანული სამყაროს ეკლესიათა "სამება", სალოცავები, თავად მლოცველები თუ ვინ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted March 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 ლოცვას არავინ და არაფერი არ ისმენს და ლოცვა ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 ლოცვას არავინ და არაფერი არ ისმენს და ლოცვა ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებსFRIDRIX აბა რატომ ლოცოლებონ [ეს] ადამიანები თუკი არავინ არ ისმენს მათ ლოცვებს და თუკი ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს? http://i076.radikal.ru/1003/3d/9cef78be975b.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted March 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 1.გააჩნია როგორ ლოცულობს ადამიანი თუკი დაზეპირებულ ლოცვას წარმოთქვარ ამ დროს კი სხვა რამეზე ფიქრობ ამ სახის ლოცვას აზრი არ აქვსლოცვა გულიდან უნდა მოდიოდეს და არა ბაგეებიდან(ამას დღეს ბევრი აკეთებს, მეც მიქნია)ამაზე მახსენდება ამონარიდი სახარებიდან სადაც უფალი ამბობს"ბაგითმცემთ თაყვანს თქვენი გული კი შორს არის ჩემგან"სწორედ უგულო ლოცვა ვერ გამოიღებს შედეგს 2.ანდაზაა"ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო" ჰოდა ასეა ლოცვის შემთხვევაშიც ერთეულების ლოცვა მსოფლიოს ვერ იხსნის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted March 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 FRIDRIX აბა რატომ ლოცოლებონ [ეს] ადამიანები თუკი არავინ არ ისმენს მათ ლოცვებს და თუკი ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს? http://i076.radikal.ru/1003/3d/9cef78be975b.jpg ადამიანი თავს იმშვიდებს ლოცვის დროს განიმუხტება და იმუხტება მას აქვს იმედი რომ ღმერთი იქ ზევით ყოვლისშემძლე შეისმენს მის ლოცვას და გამოიღებს იმ შედეგს რასაც კონკრეტული მლოცველი მოელის ღმერთისგან ეს არის თავის მოტყუება თუმცა ყველა რელიგია არის თავის მოტყუება იმიტომ რომ რასაც ვერ ხედავ ვერ ისმენ ვერ შეიგრძნობ მისი არ უდნა გწამდეს თუ გწამს ესეიგი თავს იტყუებ ან მერე მიხვდები რომ თავს იტყუებდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 ჰოდა ასეა ლოცვის შემთხვევაშიც ერთეულების ლოცვა მსოფლიოს ვერ იხსნის gendolf ესე იგი, შენი პოსტიდან გამომდინარე თუ დავასკვნით, გამოდის რომ ეს ერთგულები (არ ვიცი ვის გულისხმობ კონკრეტულად) ტყუილად ლოცულობენ. ახლა შეკითხვა: მთელ მსოფლიომ რომ ილოცოს, ეშველება მსოფლიოში გაბატონებულ სიდუხჭირეს, ომობანას, შიმშილობას, ავადმყოფობას და ა.შ. ? ადამიანი თავს იმშვიდებს ლოცვის დროს განიმუხტება და იმუხტებაFRIDRIX ამბობ: ლოცვის დროს, ადამიანი განიმუხტება და იმუხტებაო. ესე იგი, რაღაც დადებითი მოაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted March 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 gendolf ესე იგი, შენი პოსტიდან გამომდინარე თუ დავასკვნით, გამოდის რომ ეს ერთგულები (არ ვიცი ვის გულისხმობ კონკრეტულად) ტყუილად ლოცულობენ. ახლა შეკითხვა: მთელ მსოფლიომ რომ ილოცოს, ეშველება მსოფლიოში გაბატონებულ სიდუხჭირეს, ომობანას, შიმშილობას, ავადმყოფობას და ა.შ. ?FRIDRIX ამბობ: ლოცვის დროს, ადამიანი განიმუხტება და იმუხტებაო. ესე იგი, რაღაც დადებითი მოაქვს. დადებითო მოაქვს მაგრამ ეს დადებითი მოდის თავის მოტყუებით და არა ღმერთის ან მღვდლის დახმარებით იგივე შეიძლება ვთქვათ ფსიქოლოგთან გასაუბრებაზე პაციენტი გრძნობს შვებას და სიამოვნებას მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ფსიქოლოგსაც ხელებზე ვკოცნიდეთ როგორც მღვდლებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 დადებითო მოაქვს მაგრამ ეს დადებითი მოდის თავის მოტყუებით და არა ღმერთის ან მღვდლის დახმარებით იგივე შეიძლება ვთქვათ ფსიქოლოგთან გასაუბრებაზე პაციენტი გრძნობს შვებას და სიამოვნებას მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ფსიქოლოგსაც ხელებზე ვკოცნიდეთ როგორც მღვდლებსFRIDRIX გეთანხმები. საინტერესოა რელიგიური ადამიანები რა აზრის არიან ამ თემაში დასმულ შეკითხვებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 და ლოცვა ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებსმთლად ეგრეც არაა-ლოცვას აქვს ფსიქოტროპიული ეფექტი. რაც უფრო მორწმუნეა ადამიანი მიტ უფრო ადვილად ახერხებს სულიერი მდგომარეობის სტაბილურად შენარჩუნებას..ან ფსიქიური კრიზისის დაძლევას. მეორესმხრივ -ლოცვა არისსიტყვათა( ბგერათA) ერტობლიობა( წყევლა.ც)..რომელიც ისეთ ტალღებს წარმოქმნის და ისეთ ზემოქმედებას ახდენს ტვინზე-რამაც შეიძლება გარკევული შედეგები გამოიწვიოს ობიექტის უნებურად... გურჯიევი მაგალითად ირწმუნებოდა რომ "მამაო ჩვენო" ნათქვამი არამეულ ენაზე კედელს ანგრევდა.იგივე ვუდუს მიმდევრები-მათი სიტყვა-ბგერათა ერტობლიობა განკვეული ტემბრით და რიტმით იწვევს ადამიანის გონებაზე ზემოქმედებას---არსებობს დასაბუტებული მეცნიერულად რომ ე.წ. ზომბები ამ საშუალებით "იწარმოებიან" არსებობს უამრავი შემთხვევა როცა რწმენით( ლოცვით) განკურნებულა ადამიანი... ყველაფერს რომ ტავი დავანებოტ-პირველად იყო სიტყვა...ანუ ბგერას..სიტყვას...დიდი ძალა აქვს....ცხადია ეხლა მე რომ დავეყუდო და ღმერტო შენ მიშველე ქუჩაში რომ გავალ მილიონი დოლარი ტავზე დამეცესო-ნიფიგა მარა....უი ამაზეც დრიუონს უწერია: ერტი ზის და მტერზე ლოცულობს-ღმერტო ტავს დაატეხე უბედურება, გაანადგურე და გადამარჩინეო..მისი მტერიც ზის და ლოცულობს-ღმერტო მოსპე მტერი ჩემი გადამარჩინეო..მატი ლოცვები მიფრინავენ ზემოტ და ერტმანეტზე იმსხვრევიანო.... მოკლედ კაი რამეა ლოცვა-ილოცოს ვისაც უსწორდება და შველისმე ეხლა ლიჩნად ბაინკი მიშველის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted March 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 მხოლოდ ლოცვაზე არ ვსაბუბრობთ როცა ადამიანი ლოცულობს უნდა ეცადოს რომ რელიგიურადაც იცხოვროს მაშინ კი ნამდვილად მოიკლებს დანაშაულის რიცხვი თუ ადამიანები არ იქნებიან შეპყრობილნი განდიდების მანიით აღარ იქნება ომებიც მაგრამ ეს ალბათ არასოდეს მოხდება დედამიწაზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 რაც უფრო მორწმუნეა ადამიანი მიტ უფრო ადვილად ახერხებს სულიერი მდგომარეობის სტაბილურად შენარჩუნებას..ან ფსიქიური კრიზისის დაძლევას.T_A_T და ღმერთი ისმენს თუ არა მაგაზე რომ არაფერი არ გითქვამს. მეორესმხრივ -ლოცვა .... ტალღებს წარმოქმნის და ისეთ ზემოქმედებას ახდენს ტვინზე-რამაც შეიძლება გარკევული შედეგები გამოიწვიოს ობიექტის უნებურად...დაჟე ტაააკ? კაი ფოილა ლოცვა, მარა ადრესატი? ადრესატი არაო ისმენსაო? გურჯიევი მაგალითად ირწმუნებოდა რომ "მამაო ჩვენო" ნათქვამი არამეულ ენაზე კედელს ანგრევდა.ვინმემ არ იცით არამეულად მამაო ჩვენოს ლოცვა რომ დაწეროთ? სახლის ერთი (პატარა) ნაწილის მონგრევა მინდა და იქნებ იოლად მოვანგრიო. ტემბრით და რიტმით იწვევს ადამიანის გონებაზე ზემოქმედებას---არსებობს დასაბუტებული მეცნიერულად რომ ე.წ. ზომბები ამ საშუალებით "იწარმოებიან"ეგ მეცნიერული ფაქტები გაგვაცანი თუ შეიძლება, დამაინტერესდა. არსებობს უამრავი შემთხვევა როცა რწმენით( ლოცვით) განკურნებულა ადამიანი...მასეთი განკურნების არცერტი ფაქტი არ მინახავს, ყოველთვის სხვისგან როგორ უნდა გიგებდე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 აზრიმოთმინება-მოთმინება...ეს ადრესატი ვინაა-ტიპი ზის ღრუბლებში ზეწარშემოხვეული და თეთრი წვერით იღლიაში ამოჩრილი? ადრესატი ვინაა ჯერ ეგ გამიასნეთ თუ შეიძლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 მხოლოდ ლოცვაზე არ ვსაბუბრობთ როცა ადამიანი ლოცულობს უნდა ეცადოს რომ რელიგიურადაც იცხოვროს მაშინ კი ნამდვილად მოიკლებს დანაშაულის რიცხვითუ ადამიანები არ იქნებიან შეპყრობილნი განდიდების მანიით აღარ იქნება ომებიცgendolf აი ამ სიტყვებმა კი ლოცვის ძალა კი არ დაასაბუთა, არამედ სულ სხვა რამ: თუ ადამიანები კარგად მოიქცევიან, ნამდვილად მოიკლებს დანაშაულის რიცხვი. ამაში გეთანხმები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 ეგ მეცნიერული ფაქტები გაგვაცანი თუ შეიძლება, დამაინტერესდა.ვუდუზე იყო დისქავერიზე გადაცემა და იქ ვნახემასეთი განკურნების არცერტი ფაქტი არ მინახავს, ყოველთვის სხვისგან როგორ უნდა გიგებდე.ცემი მეგობრის დედა-------2 წელი მკვდარმა იცოცხლა ცარიელი რწმენიტ...ონკოლოგი, რომელმაც გამოწერა -სახლში გარდაიცვალოსო...ერტ წელიწადში ქუჩაში შეგვხვდა ერტად ვიყავით და მიუსამძიმრასავით-რა კარგად გამოიყურები მიხარია რომ დედის მერე ფეხზე დადექიო..ამან კი ცოცხალია დედაჩემიო რომ უტხრა კაცი მოსასულიერებელი გახდა...ერტი კვირაც არ უნდა გაეტანა...არადა 2 წელი იცოცხლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2010 აზრიმოთმინება-მოთმინება...ეს ადრესატი ვინაა-ტიპი ზის ღრუბლებში ზეწარშემოხვეული და თეთრი წვერით იღლიაში ამოჩრილი? ადრესატი ვინაა ჯერ ეგ გამიასნეთ თუ შეიძლებაT_A_T მაგაზე პირველ პოსტში დავწერე. ადრესატია ის, ვისზეც ადამიანები ლოცულობენ. აი გაგიასნეთ და ახლა დაწერე შენი აზრიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.