Jump to content
Planeta.Ge

საინტერესო მოსაზრებები.


Recommended Posts

გადაანაწილეთ თბილისის ფუნქციების ნაწილი რეგიონებში

8 მარტი, 2010 | წაკითხულია 52-ჯერ

 

პოლიტიკური ძალები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან ადგილობრივი არჩევნების პერიპეტიებში. მართალია უმეტესობამ ჯერ საარჩევნო პროგრამებისთვის ვერ მოიცალა, მაგრამ იმედია ამის დროც მოვა და იქნებ მაშინ მაინც გამოადგეს ვინმეს ის რამოდენიმე მოსაზრება, რომელიც ამ სტატაიში გვინდა გაგაცნოთ.

ადგილობრივი არჩევნების პროგრამების დამუშავებისას ერთ ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ადგილებზე არსებული პრობლემების ლოკალურად მოგვარების გზების ძიების მცდელობა შეიძლება აღმოჩნდეს. თუ ვეცდებით საქართველოს რეგიონებისათის ვიპოვოთ გზები იქ არსებული პრობლემებს საკუთრი ძალებით მოსაგვარებლად სავარაუდოდ ეს მცდელობა დიდად წარმატებული ვერ იქნება. გეგმა იქნება გრძელვადიანი, ამომრჩევლების მისით დაინტერესება კი - ძალიან რთული ან საერთოდ შეუძლებელი.

 

მეორეს მხრივ არსებობს გზა, რომლის ცხადად ჩამოყალიბებას და ადგილებზე დაყვანას შესაძლოა ძირეული ცვლილებები მოჰყვეს მოსახლეობის მოლოდინებში და დამოკიდებულებაში მათი რეგიონების და მთლიანად ქვეყნის განვითრების მიმართ. დაინახონ მკაფიო და ბევრად უკეთესი პერსპექტივა მათი ოჯახების კეთილდღეობისათვის უკვე რამოდენიმე წელიწადში.

 

ამ გეგმის ძირითადი ფორმულა შეიძლება გახდეს: გადავანაწილოთ თბილისის დღევანდელი ფუნქციები მთელს საქართველოში ისე რომ ეს იყოს შველა რეგიონებისთვის და ამავე დროს ბევრად უკეთესი თვითონ თბილისისთვისაც.

 

ამ იდის განხორციელებისათვის ძალიან ბევრი კონკრეტული რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ჩვენ რამოდენიმე მაგალითს მოვიყვანთ და ასევე ვეცდებით მოკლედ აღვწეროთ ის შედეგები რასაც ეს ცვლილებები ამ რეგიონებისთვის და თავად თბილისისთვის მოიტანს. თუმცა აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს მხოლოდ მაგალითებია ზემოდ მოცემული იდის უკეთესად განსამარტად. ასევე გთოხვთ, ნუ იქნებით ძალიან მკაცრები იდეების დამუშავების დეტალიზაციის და ხარისხის მიმართ, ბევრი რამე შესაძლოა სხვანაირად მაგრამ იგივე შედეგისთვის გაკეთდეს.

 

 

 

ყველა დიდი სასწავლებელი შავი ზღვის სანაპიროზე

 

წარმოიდგინეთ ერთი წამით. ყველა უნივერსიტეტი და დიდი სასწავლებელი ბათუმში, ქობულეთში ფოთში, მოკლედ შავი ზღვის სანაპიროზე რომ იყოს განლაგებული (ბათუმის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევის იდეა არსებობდა კიდეც ერთ დროს). ეს ნიშნავს ბევრი ათეული ათასი ადამიანის დროებით ცხოვრებას იქ ე.წ. არასეზონზე. როგორ შეცვლის ეს ამ რეგიონის სიცოცხლის რიტმს, რეჟიმს, იქ მცხვრები და მიმდებარე რაიონებში სოფლის მეურნეობით დაკავებული ოჯახების ეკონომიკას. თვითონ სტუდენტებისთვის კი ბევრად უფრო ლამაზსა და დასამხასოვრებელს გახდის სტუდენტურ ცხოვრებას.

 

პრინციპში, თვითონ სასწავლებლების დაინტერესებაც არ უნდა იყოს რთული ამ იდეით თუ თბილისში მათ საკუთრებაში არსებული ქონება მათთვის ალტერნატილი შემოსავლების და თან მნიშვნელოვანი წყარო გახდება. ამით ისინი შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი „კამპუსები“ ააშანენონ ზღვის სანაპიროზე. საკუთარი დასახლებებიც კი შექმნან.

 

თბილისი მუდმივად მაცხოვრებელი ადამიანების რაოდენობა კი შემცირდება რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანით, უფრო ნაკლებს გაუჩნდება სასწავლებლად ჩამოსვლის მერე აქ დარჩენის და დამკვიდრების სურვილი. უფრო მეტი თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა ოჯახიდან მოცილებული უფრო ადრე მიეჩვევა დამოუკიდებელ ცხოვრებას.

 

ძნელია დაინახო ვისთვის იქნება ეს ცვლილება ცუდი. შეიძლება ცოტა დისკომფორტის მომტანი იყოს იმ აკადემიური კორპუსისათვის ვინც ამ სასწავლებლებში ასწავლის, თუმცა მათი შედარებით ახალგაზრდა ნაწილისათვის სავარაუდოდ ნაკლებად. აჭარის მოსახლეობა რომ ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს და მათთვის ეს იმედის ახალი ტალღის მიმცემი იქნება ეს ვგონებ უდაო უნდა იყოს.

 

 

 

თითქმის ყველა სამთავრობო სტრუქტურა გორში

 

წარმოიდგინეთ ყველა რესპუბლიკური სამთავრობო სტრუქტურა გორში რომ იყოს განლაგებული. მოხელები კი ყიდულობდნენ ან ქირაობდნენ ბინებს იქ სადაც მთელი სამუშაო კვირა იცხოვრებენ შაბათ კვირას კი მათი დიდი ნაწილი ისევ თბილისში დაბრუნდება. წესით არც ეს ცვლილება უნდა იყოს ურიგო.

 

ჯერ ერთი დაპირისპირების ხაზთან მიახლოვება დამატებით იმას ნიშნავს რომ არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს და უფრო პირიქით. მეორეს მხრივ ეს იმ რეგიონის ეკონომიკას ისე შევცლის, რომ ცხინვალში და მიმდებარე ოსურ სოფლებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვისაც კი შეიძლება შემოსავლების წყარო, ქართველებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზეზი და ადამიანური ცხვრების შესაძლებლობად იქცეს.

 

ეს ცვლილება შერიგების და დაბრუნების პროცესების დაჩქარების საფუძველიც შეიძლება გახდეს, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიზეზი. ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებისთვის კი რა მნიშვნელობა უნდა ქონდეს თუ ყველანი ერთად იქნებიან თბილისში იჯდებიან თუ გორში?

 

ვისთვისაც ეს ცვლილება შეიძლება დისკომფორტის შემქნელი იყოს სამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები არიან. თუმცა ვინ იცის? მათი ახალგაზრდა ნაწილი (რომელიც დღეს უმეტესობას შეაგდენს) შესაძლოა პირიქით მიესალმოს კიდეც ამ ცვლილებას. გორის და მიმდებარე რეიონების მოსახლეობისთვის კი ეს რადიკალურად შეცვლის ცხოვრების რეჟიმს, შინაარს და ხარისხს. ქალაქში შიგნით მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს კვების, გართობის, მცირე წარმოების ინდუსტრიას. ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.

 

ამ ცვლილებას შესაძლოა დიდი დრო დაჭირდეს, მაგრამ გაცხადებული გეგმის არსებობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმაც კი ამ მიმართულებით რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ახალი იმედების გაჩენის საფუძველი შეიძლება გახდეს.

 

 

 

სახელმწიფო საწარმოები და დიდი სავაჭრო ზონები რუსთავში

 

დიდი სახელმწიფო საწარმოები, რომელთა თანამშროლების რაოდენობა ათასებს ითვლის. მაგალითად თუნდაც რკინიგზა, რატომ არის მათი ყოფნა თბილისში ასე აუცილებელი? იქნებ დავუშვათ რუსთავში ბევრად უფრო მიზანშეწონილი ყოფილიყო მათი განთავსება. ასეთი საწარმოები რამოდენიმეა და (მეტროპოიტენს თუ არ ჩავთლით) თბილისში მათი ყოფნა ბევრს არაფერს აკეთებს. არადა სავარაუდოდ ბევრად უკეთესი იქნებოდა ისინი რომ თბილისთან ახლოს, მაგრამ არა მის გარეუბანში, არამედ სხვა ქალაქში განლაგებულიყვნენ.

 

იგივე შეიძლება ითქვას ყველა დიდ ბაზრობაზე, ისევე როგორც ავტობაზრობის შემთხვევაში. ყველა ასეთი ბაზრობის გადატანა რუსთავში ასევე მნიშვნელოვნად შეცვლის მისი, მისი მოსახლეობის და მიმდებარე რაიონების ეკონომიკას. ამ მხრივ უკვე გადადგმული ნაბიჯები ამტკიცებს ამ იდეის ეფექტურობას ერთის მხრივ, მაგრამ ამას თუ სხვა ბაზრობების გადატანაც არ მოყვა თვითონ თბილისითვის ამ ცვლილებების შედეგიანობა დიდად საგრძნობი ვერ იქნება. შესაძლოა უფრო პირიქით მოსახლეობის უკმაყოფილობა გამოიწვიოს ამით შექმნილი დისკომფორტის გამო.

 

ათასობით ამ ბაზრობებზე და ამ საწარმოებში დასაქმებული ადამიანისათვის და მათი ოჯახებისათვის რუსთავში სახცოვრებლად გადასვლა შესაძლოა უფრო რაციონალური გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. იქაურ ინფრასტრუქტურას ეს ბევრად გამოაცოცხლებს, მცირე ბიზნესის სწრაფ განვითარებასაც შეუწყობს ხელს, ადგილობრივ მოსახლეობასაც გაუადვილებს დასაქმებას და თბილისსაც მნიშვნელოვნად განტვირთავს მინიმუმ საგზაო მოძრაობის თვალსაზრისით მაინც.

 

 

 

ოჯახების ხელშეწყობა სოფლებში გადასასახლებლად

 

საინტერესო ცვლილება შეიძლება აღმოჩნდეს ასევე თუ ხელისუფლება შეადგენს რაიონების მიხედვით სოფლის მეორნეობის აღორძინების ხელშწყობის გეგმას, რომელშიც ერთ ერთ ნაწილად იქნება მოცემული გარკვეული თანმიმდევრობა იმ რაოინების სადაც სახელმწიფო ხელს შეუწყობს ადამიანებს რომ ჩასახლდნენ და სოფლის მეურნეობას მიჰყონ ხელი. აუთვისებელი, დაუმშავებელი მიწების, შესაძლოა სხვა არამარტო ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით განისაზროს იმ ტერიოტორიების თანმიმდევრობა რომლებშიც ასეთი პროგრამები განხორციელდება.

 

თუ კონკრეტული ოჯახები თბილისში გამოთქვამენ იქ გადასახლების სურვილს მათთვის იქ შეიქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გაივლიან მომზადებას, დაეხმარებიან საცხოვრებელის ნახვაში და მოწყობაში. დაეხმარებიან როგორც მოსავლის მიღებაში ისე მის გასაღებაში, მისცემენ მათ ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას, სადაც მეტი მუშაობით მათ მეტი სარგებლის შექმნისა და შესაბამისად უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ.

 

გასაგებია რომ ამ პროგრამის განხორციელება მთელი საქართველოს მაშტაბით ძნელი ან შეუძლებელიც კი იქნება, მაგრამ თუ განისაზღვრება ასეთი რაიონების სია, თანმიმდევრობა და ჩასახლების ხელშეწყობის ღონისძიების დაწყების სავარადო ვადები ესეც კი, როგორც იმ რაიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ასევე იქ ჩასახლების იდეით დაინტერესებული ოჯახებისათვის ეს ცხოვრების ახალი აზრისა და ახალი იმედების საფუძველი გახდება. დაიწყებენ ფიქრს და მოქმედებას ამ გეგმის შესაბამისად რაც მერე ეტაპობრივად თვითონ ამ ცვლილებების უფრო ადვილად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 

 

 

შეღავათიანი დაბეგვრა წარმობის კონკრეტულ რეგიონებში გადატანის შემთხვევაში

 

არ არის აუცილებელი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა, საკმარისია ამა თუ იმ რეგიონში ოდნავ განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი დააწესო ამა თუ იმ პროფილის საწარმოებისათვის. შესაძლოა ამან მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს დროთა განმავლობაში ბევრი წარმოების თბილისიდან რეგიონებში გადატანას.

 

საერთოდაც რატო უნდა იყოს მაგალითად კოკა-კოლის წარმოება ქალაქის ცენტრში? იმიტომ რომ ძირითადად თბილის მოიხმარს ამ სასმელს? ეს ხო საკმარისი არგუმენტი არ არის ამისათვის. საკანონმდებლო და სხვა სახის სტიმულირება ამ ტიპის მწარმოებლებისათვის რომ გაიტანონ თავის წარმოებები და არა ლილოში არამედ კახეთში, იმერეთში, ქვემო ქართლში შესაძლოა ბევრად სასარგებლო აღმოჩნდეს თვითონ მათთვისაც, იმ რეგიონებისთვის და თბილისითვისაც ასევე.

 

აქაც ერთი გეგმა უნდა, ვინ რატო , ვინ როგორ და რა თანმიმდევრობით და საით ჯობია რო გადავიდეს, ამ გეგმების დაყვანა მოსახლეობამდე და ესეც ბევრი ადამიანში გააჩენს უკეთესი ცხოვრების იმედს.

 

შესაძლოა თვითონ ამ საწარმოების თანამშრომლებს ჰქონდეთ გარკვეული დისკომფორტი, თუმცა ეს პროგრამის კარგად შედგენის და მთთან კარგი ახსნა განმარტებითი მუშაობის შემთხვევაში არ უნდა იყოს ძალიან უარყოფითი რეაქციების მიზეზი. ბოლოს და ბოლოს ეს ცვლილებები ხო ისევ მათზე და მათ შთამომავლობაზე და მათ ქვეყანაზე უნდა აისახოს უკეთესად. წესით უმეტესობა გაგებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. თუ არა და მუშა ხელი ადგილებზეც ბევრი გამოჩნდება. წარმოებების რეგიონებში გადატანა კი იქაც მნიშვნელოვნად შეცვლის ცხვრების რიტმს, შინაარს და ხარისხს.

 

 

რას გამოიწვევს ეს ყველაფერი თვითონ თბილისისთვის

 

რამოდენიმე წელიწადში ამ ან სხვა ცვლილებების განხორციელების შედეგად თვითონ თბილისის ცხოვრებაც საგრძნობლად შეიძლება შეიცვალოს. პირველ რიგში ეს ნიშნავს ორი ასეული ათასი ან მეტი თბილისიში პერმანენტულად მცხოვრები ადამიანისაგან ქალაქის განტვირთვას რაც დარჩენილებისათვის აქ ცხოვრებას ბევრად უფრო ადვილს გახდის. თბილისს უფრო მეტად დაამსგავსებს ევროპულ ქალაქს. მშვიდს წყნარს, ლამაზს, რომელიც კვირის ბოლოს განსაკუთრებით ცოცხლდება, როცა სტუდენტების დიდი ნაწილი სახლებში ბრუნდება, როცა სხვადასხვა ქალაქებში სამუშაოდ და სასწავლებლად კვირის განმავლობაში წასული ადამიანები ისევ თავის ოჯახებში იკრიბებიან, მეგობრებს ხვდებიან, შაბათ კვირას ისვენებენ ერთად.

 

ეს გართობის, კვების და დასვენების ინფრასტრუქტურის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, ქალაქს კვირის ბოლოს ისევ საყოველთაო შეკრების ცენტრად აქცევს მთელი საქართველოსთვის.

 

ბოლოს და ბოლოს შეწყდება თბილისი გაუთავებელი გამსხვiლების პროცესი. აღარ იქნება მწვანე უბნების საცხოვრებელი მასივებით დაკავების საჭიროება, უფრო პირიქით ავარიული და ამორტიზებული საცხოვრებელი უბნების ადგილს მწვანე სარეკრეაციო ზონები დაიკევებს რაც კიდევ უფრო მიასგამვსებს ჩვენს დედაქალაქს ევროპულ დედაქალაქებს.

 

მნიშვნეოვნად გაიზრდება ერთ მოსახლეზე შემოსავლების მაჩვენებელი. დედაქალაქი ძირითადად საერთაშორის ორგანიზაციების რეგიონალური სათაო ოფისების, საწარმოების ადმინისტრაციული ოფისებისა და წარმომადგენლობების, რეგიონალური დანიშნულების სასწავლებლების ან ფაკულტეტების, ბანკების სათაო ოფისების, რეგიონალური მაშტაბის და მნიშვნელობის სამკურნალო დაწესებულებების, გართობის და დასვენების ობიექტების ლოკაციის ადგილი იქნება. მცირე ბიზნესიც სწორედ ამ სეგმენტების შესაბამისი დარჩება და განვითარდება.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მხოლოდ თბილისი არ იქნება საქართველო, როგორც ეს დღეს არის (და ასეთი ინტენსიური ტემპებით მშენებარე თბილისი-ფოთის ავტომაგისტრალიც დაიტვირთება).

 

მართალია, ერთი შეხედვით, ეს თვითონ თბილისის ხელისუფლებისათვის დიდად სახარბიელო გეგმა არ არის ვინაიდან ადგილობრივი შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე ხელისუფლებას მთელი ქვეყნისათვის ამ ცვლილების მნბიშვნელობის გააზრება არ უნდა გაუჭირდეს და ადგილობრივი ხელისუფლებაც ისეთი უნდა მოიყვანოს რომლისთვისაც მისი ბიუჯეტის მოკლევადიანი ზრდა მთლიანი საქართველოს კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი არ იქნება.

 

 

შესაძლოა ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, ნაკლებად რეალურად, დილეტანტურად ან სულაც არასერიოზულადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ვინ იცის. მინიმუმ გეგმისთვის შეიძლება გამოდგეს. მისი კარგად დამუშავების და შემდეგში მოსახლეობამდე ეფექტურად დაყვანის შემთხვევაში ადამიანებს შესაძლოა იმის იმედი დაუბრუნოს რომ მათთვისაც შეიცვლება რამე უკეთესობისკენ და არა იქ სადღაც შორეულ მომავალში, არამედ სულ რამოდენიმე წელში. და იქნებ ვიღაცამ მთლიანად თუ არა მისი ამა თუ იმ ნაწილის განხორციელება მაინც მოახერხოს. ან ზუსტად ამ ცვლილებებით თუ არა სხვანაირად მაინც შეძლოს თბილისში შექმნილი სარგებლის ისეთი გადანწილება მთელს ქვეყანაში რომ ეს რეგიონებისთვისაც და თვითონ თბილისისთვისაც ბევრად უკეთესი აღმოჩნდეს. ამის გზები კი რომ არსებებს, ვფიქრობთ, ზემოდ მოყვანილი მაგალითების არა ზედაპირული შეფასებით არამედ უფრო სიღრმისეული გააზრებითაც გახდება ნათელი.

http://strategy.ge/1046/

 

 

 

კარგი მოსაზრებებია ჩემის აზრით,მაგრამ თბილისიდან ხალხს ვერანაირად ვერ „გაყრი“ სულ ნეხვიანი წკეპლა რომ ურტყა. :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დისკოტეკებსაც თუ გაიტანენ, შეიძლება ვინმემ რამე იფიქროს.....

 

ეს ისე, მარაა,,,,,, მთის კანონი თუ ამოქმედდა რეალურად///// თუ ელემენტარული პირობები შეიქმნა,,,მე ხევსურეთში მივიდვარ საცხოვრებლად და მსურველები მომყევით..... ნაღდ მესაზღვრეებს მაინც გავუზრდი სამშობლოს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ეს ისე, მარაა,,,,,, მთის კანონი თუ ამოქმედდა რეალურად///// თუ ელემენტარული პირობები შეიქმნა,,,მე ხევსურეთში მივიდვარ საცხოვრებლად და მსურველები მომყევით..... ნაღდ მესაზღვრეებს მაინც გავუზრდი სამშობლოს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 

 

ჯიგარი ხარ.მე რომ ჩამოვალ,კოჯორში უნდა ვიცხოვრო. :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხნო... ვადგენ სიას მთაში საცხოვრებლად წამომსვლელების...

 

ადრე ვამბობდი, აფხაზეთს რომ დავიბრუნებთ, სოხუმში უნდა ვიცხოვრო მეთქი, მარა არ უწერია ამ ამბავს ასრულება...

 

ხოდა, მთაში მივდივარ საცხოვრებლად, უნდა ვინაღდქართველო..////

 

რეისი მთა გავა მალე////

 

მსურველები ჩაეწერეთ!!!!!!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

გეზარებათ წაკითხვა?

არა უბრალოდ არ ვეთანხმებით/.///ქალაქების "გაბერვა" ბუნებრივი პროცესია და ვერავინ შეაჩერებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეზარებათ წაკითხვა?

წაკითხვა არა, წავიკითხე, მარამ წერა მეზარება... :)

 

machkatela

ბაბუაგიორგის ლუქსი ქოხი შეუნახე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადრე ვამბობდი, აფხაზეთს რომ დავიბრუნებთ, სოხუმში უნდა ვიცხოვრო მეთქი, მარა არ უწერია ამ ამბავს ასრულება...

ხოდა, მთაში მივდივარ საცხოვრებლად

ხოდა მთას რაღას ერჩი :) ეგეც არ გაასუხაროს მიშამ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი ყველა "პროვინციელი" რაიონში დაბრუნდა, მერე რუსთაველზე ვინ უნდა ისეირნოს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...