Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

უკვე გასულია ბატონო ბადრი ინფო და ვერ გამოვა ,მაგრამ შემდგომში ვითანამშრომლოთ,თქვენს მოსაზრებებსაც გავიზიარებთ. იგივე კონცერტის მსგავსი ღონისძიებებისას უფრო მეტი ორგანიზირება იქნება.

ეს არაა პლანეტა ჯის ოფიციალური ორგანიზაცია. :bushti: ცალსახად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დღეს ერთადერთი რეალურად გამსვლელი ფიგურა ირაკლი ალასანიაა. არ არის დრო შიდა გარჩევებისათვის. მთავარი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს საარჩევნო პროცესის მონიტორინგზე.

იმედს გამოვთქვამთ რომ ხელისუფლება ვერ ისარგებლებს ოპოზიციის დაშლილობით, ხოლო თქვენ ამ შემთხვევაში გეკისრებათ უდიდესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა,რასაც გვჯერა სათანადოდ აცნობიერებთ

 

ამას ნამდვილად არ ვეთანხმები.

არ ვიცით ვინაა ეს ადამიანი. ბოლო-ბოლო რა აქვს ალასანიას ოპოზიციური ის რომ ერთი წლის წინ სააკაშვილს გაექცა?

გაექცა რო ესეც საკითხავია.

 

პ.ს

სადაა ლიცემერი ნოღაიდელის კამპოტში რომ აფურთხებს პასტაიანად? :bushti:

 

რა არ არის ალასანია იგივე გუნდის წევრი? ან რუსეთთან მიმართებაში განსხვავებული პოზიცია უკავია.

აჰააააააა, ჯერ რუსეთში არ ჩასულა ვიზიტით ხო. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ინტერნეტ ჯგუფი და, პირველი განცხადება ლევან გაჩეჩილაძესადმი

ამ განცხადებაზე გრეჩიხას კომენტარი დაიდოს. საჭირო ადგილებში დაცენზურებით რა თქმა უნდა :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას ნამდვილად არ ვეთანხმები.

არ ვიცით ვინაა ეს ადამიანი. ბოლო-ბოლო რა აქვს ალასანიას ოპოზიციური ის რომ ერთი წლის წინ სააკაშვილს გაექცა?

გაექცა რო ესეც საკითხავია.

 

პ.ს

სადაა ლიცემერი ნოღაიდელის კამპოტში რომ აფურთხებს პასტაიანად? :bushti:

 

რა არ არის ალასანია იგივე გუნდის წევრი? ან რუსეთთან მიმართებაში განსხვავებული პოზიცია უკავია.

აჰააააააა, ჯერ რუსეთში არ ჩასულა ვიზიტით ხო. :(

 

ნორმალური ადამიანია და ეგ არის.....აზროვნებს.... და არ იგინება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოებრივი ინტერნეტჯგუფი ლევან გაჩეჩილაძეს მოუწოდებს, "ცალკეული პოლიტიკანების თამაშებში არ ჩაერთოს"

17:30 - 10.03.2010

საზოგადოებრივი ინტერნეტჯგუფი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს სპეციალურ მიმართვას უგზავნის და სთხოვს, "არ ჩაერთოს ცალკეული პოლიტიკანების თამაშებში". საზოგადოებრივი ინტერნეტჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან მერობის რეალური კანდიდატ ირაკლი ალასანიაა. "მოგიწოდებთ, ყველანი დავდგეთ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რათა არ აღმოვჩნდეთ ცალკეული პოლიტიკანების თამაშებში ჩართულნი. ეს იქნება ხელისუფლების გამარჯვების იურიდიული დამტკიცება" – ნათქვამია ლევან გაჩეჩილაძის სახელზე მომზადებულ მიმართვაში, რომლის ავტორები ფიქრობენ, რომ "გაჩეჩილაძეს ამ შემთხვევაში უდიდესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება".

 

 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...18&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაურკვეველი ერთობის სახედ.

 

 

ეს დასამცირებელი მიმართვაა.

 

 

სანამ პრესაში გავა ხოლმე ეს მიმართვები,აქ შეიძლება კორექტირება გაუკეთხდეს.რითიც შემეძლება მეც თქვენს გვერდზე მიგულეთ.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნორმალური ადამიანია და ეგ არის.....აზროვნებს.... და არ იგინება

რომ არ იგინება ეგ მთავარია... რომ აზროვნებს, ეგ ცალსახა არ არის... შედეგები რომ გამოჩნდება მაგ აზროვნების, დასკვნები მერე გამოვიტანოთ :user:

 

მართლა გრეჩიხამ ინგლისური იცის?

 

 

ეს დასამცირებელი მიმართვაა.

სანამ პრესაში გავა ხოლმე ეს მიმართვები,აქ შეიძლება კორექტირება გაუკეთხდეს.რითიც შემეძლება მეც თქვენს გვერდზე მიგულეთ.

ასე?

 

ერთობის გაურკვეველ სახეთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნორმალური ადამიანია და ეგ არის.....აზროვნებს.... და არ იგინება

 

მოაზროვნე დიქტატორების მეტი რა იყო ისტორიაში.

 

საინტერესოა ის, რომ ალასანიას მომხრეებსაც უჭირთ მისი დახასიათება. :user:

 

პ.ს. უცნობი, სკოლსკი ტიპია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამბობენ არ დააყენებებსო.. იმიტომ, რომ ყველამ მასე ურჩიაო..

 

იმასაც ამბობენ, რომ ლევანსა და ალასანიას შორის ურთიერთშეთანმხება იყო, მხარდაჭერისა, რაც 90%-ით გაზრდიდა ალასანიას მოგებას.,.... სწორედ ეს იყო მიზანი ჭადრაკის სასახლეში შეხვედრისა.... მაგრამ, რესპუბლიკელებმა და მემერჯვნეებმა, ისევე როგორც ხელისუფლებამ, ნოღაიდელზე ჩაიხვია... მაგრამ, არ ვიცი, რა შუაში იყო ნოღაიდელი//////

 

მერე, ვინმე მეტყვის რომ რესპები და მემარჯვენეები ახლოს გასაკარებელი ხალხია????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კალათბურთის სასახლეში 4 მარტს გამართული შეკრების მონაწილეები საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებენ.

“2010 წლის 4 მარტს ”ქართული აკადემიის” ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო სპექტრის თანამონაწილეობით, გაიმართა საზოგადოების შეხვედრა თბილისის მერობის კანდიდატთან, ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრის ინიციატორები და ორგანიზატორები მივიჩნევთ: ირაკლი ალასანიას მიერ ოპოზიციის რეალური ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯები, მისი პრაქტიკული მოქმედებებით დადასტურებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, განვლილი პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც არ არის დამძიმებული სახელმწიფოსთვის საზიანო შეცდომებითა და საზოგადოებისთვის მიუღებელი კომპრომისებით, აშკარას ხდის, რომ დღევანდელ პირობებში ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერობის უალტერნატივო ერთიანი კანდიდატი ირაკლი ალასანიაა”, - ნათქვამია მიმართვაში.

აქვე ნათქვამია, რომ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ბოლო დროს ირაკლი ალასანიას, როგორც ოპოზიციის უალტერნატივო კანდიდატის, მხარდაჭერის ტენდენცია, მათ შორის, ისეთი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

“უკვე აღარ რჩება დრო გაჭიანურებული მოლაპარაკებებისა და კონსულტაციებისთვის, რომლებიც იწვევს საზოგადოების დაბნეულობასა და ნიჰილიზმს კარს მომდგარი არჩევნების მიმართ. საზოგადოება მოითხოვს ოპონირებას ხელისუფლებასთან და არა - პაექრობას ოპოზიციურ კანდიდატებს შორის! ქვემოთ ხელის მომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატად თბილისელ ამომრჩევლებს ვთავაზობთ ირაკლი ალასანიას. მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ ძალებს, შეუერთდნენ ჩვენს შეთავაზებას, რამდენადაც მომავალ არჩევნებში სწორედ ერთი ლიდერის მხარდაჭერა იქნება ოპოზიციის გამარჯვების საწინდარი”, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ “ქართული აკადემია”, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, მოძრაობა “7 ნოემბერი~, მოძრაობა “რატომ?~, “დემოკრატიის ინსტიტუტი”, “ერთიანი სტუდენტური ფრონტი”, “ზნეობრივი ფრონტი~, “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრი”, კოალიცია “ჩვენი უფლებებისათვის~( დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა კავშირი; სამხედრო მოსამსახურეების უფლებათა დაცვის ცენტრი; სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის ცენტრი; “დემოკრატები თქვენი უფლებებისათვის~; ორგანიზაცია “გალავანი”; “დემოკრატთა კავშირი”; “ყოფილი სამართალდამცავები თქვენი უფლებებისათვის”; დაპატიმრებულ სამხედროთა მხარდამჭერი კომიტეტი:user: ახალგაზრდული ორგანიზაცია “ახალი ტალღა~, “გადაარჩინე ქონება~, ომის ვეტერანთა კავშირი “ბექთარი~, “ახალგაზრდული ალტერნატივა~, სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობა~, ადვოკატთა პროფკავშირები და “სამართალი და საზოგადოება~.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. არის პირველი შედეგი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რა არის?

 

16:09 - 10.03.2010

მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე "ალიანსის საქართველოსთვის" თავმჯდომარესთან ირაკლი ალასანიასთან წუხანდელი დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ალასანიასთან "ჯანმრთელი, მეგობრული და ვაჟკაცური ურთიერთობა აქვს". "გუშინ ალასანია არ მინახავს, თუმცა მასთან შეხვედრას ვგეგმავ. ჩვენ ძალიან ჯანმრთელი, მეგობრული და ვაჟკაცური ურთიერთობა გვაქვს", - სწორედ ასე უპასუხა გაჩეჩილაძემ "პირWელის" მიერ დასმულ კითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს დღეს გავრცელებული ინფორმაცია წუხელ მასსა და ალასანიას შორის მომხდარი დაპირისპირების თაობაზე. ამასთან, მან ალასანიასთან მომავალი შეხვედრის დრო არ დააკონკრეტა, "ალიანსის" ლიდერების განცხადებას კი ალასანიას კანდიდატურის უალტერნატივობის თაობაზე "გაუგებარი" უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ალასანია ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ლამის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...08&Itemid=1

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ გაერთიანებებზე და მესიებზე ლაპარაკი უნდა დამთავრდეს.

ის რა პარტიაა, ან რა შემადგენლობა (წევრები) ჰყავს, რომ თავის რიგებში მერობის კანდიდატიც ვერ მოუძებნიათ?

შეიძლება რაღაც ინტერესისთვის საკუთარ ამბიციებზე უარის თქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვის კანდიდატს კი არ უნდა დაუჭირო მხარი, არამედ არაპარტიულს, რომ ის რამოდენიმე პარტიის კანდიდატი იყვეს ერთდროულად.

თუ გრიგოლიას შეუძლია საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კენჭი იყაროს, ნონა გაფრინდაშვილი (მაგალითად) რითი იქნებოდა ცუდი, საერთო ოპოზიციურ კანდიდატად?

ოპოზიციამ არჩევნებს მაშინ დაუკარგა ფასი, როდესაც 30% - ს დასთანხმდა.

ნებისმიერ ვარიანტში ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს. ვენიძლავები ვისაც უნდა.

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

1)პროტესტს გამოვთქვამთ ხელისუფლების დუმილის გამო ლარსის გახსნასთან დაკავშირებით

სულაც არ დუმს ხელისუფლება. პირიქით პირადად მე ხელისუფლებისგან გავიგე რომ ლარსს ხსნიან

არავითარ ეჭვს არ იწვევს ეს თავისით არ მოხდებოდა და რუსებთან ფარული მოლაპარაკება მიდის. არავის აქვს უფლება საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს

მასე არსად არ ხდება. ფარული და საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობოს და რატომ ყველამ არ ვიცითო. მაშინ რაღა ფარული მოლაპარაკება იქნება თუ ყველას ეცოდინება?

ესაა არქისტრატეგიული საკითხი და უნდა აეხსნას მოსახლეობას რატომ გაიხსნა ჩვენთვის არცთუ სასურველი ეს მონაკვეთი. ეს არაა დიპლომატიური დუმილის ობიექტი ,რადგანაც საქმე შეეხება ქვეყნის ორიენტაციას და მის მომავალს .

არ გამაგიჟოთ ხალხო ახლა. თუ ლარსი გაიხსნა ე.ი. ქვეყნის ორიენტაცია შეიცვალა?

თქვე დალოცვილებო იქნებ გვითხრათ რა შეიცვალა უარესობისკენ მას შემდეგ რაც ლარსი გაიხსნა?

 

ასევე გვინდა გამოვთქვათ ჩვენი ღრმა რწმენა, რომ მოსკოვში ჩასვლა და ოფიციალური მოლაპარაკების წარმოება შეუძლია მხოლოდ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს და სხვა შემთხვევაში ეს იღებს გაუგებარ და მახინჯ ფორმას.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს დაფირდნენ პრიორიტეტებზე . საუბარი რუს პოლიტიკოსებთან საჭიროა, მაგრამ არა ამ უხამსი და აშკარად გაუგებარი სახით.

 

მაპატიეთ და ვისაც სად უნდა იქ ჩავა და ვისთანაც სურს იმასთან დადებს ნებისმიერ ხელშეკრულებას. მორალურად ამ პოლიტიკოსების საქციელი საშინელებაა, მაგრამ იურიდიულად ვერავის ვერ მოედავები

Edited by 4L2M
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...