Jump to content
Planeta.Ge

როგორი საქართველო გვინდა


Recommended Posts

Nukriko

ამხელა აშშ არის ფედერალური და რატოა ერთი შეუთავსებელი ეს ამიხსენი?

მერე აშშ არის

ლიბერალური ფასეულობებით (მარა ეკონომიკაში არა

???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მერე აშშ არის
???

გერმანიის მაგალითიც კმარა სადაც სოციალისტური მომენტები ძლიერია და საერთოდ არ არის ეხლა რასაც შენ გულისხმობ მაგალითად ლიბერალური ეკონომიკა და დეცენტრალიზმი მაინც და მაინც კავშირში.

 

დეცენტრალიზმი იმიტომ არის საჭირო რომ როგორც საქართველოშია რეგიონები ჩაბანძებული და ერთი თბილისისა თავკომბალა, ისე არ იყოს. მარტივი ლოგიკაა, დეცენტრალიზაცია განავითარებს რეგიონებს.

 

ხოლო ეკონომიკური მომენტები იქნება სოციალისტური, ანუ თუ სახელმწიფო ნაციონალურ ოპროდუქტებს არ ჩააძირინებს უცხოურ კომპანიებს. ამის გარდა სახელმწიფო დაარეგულირებს ეკონომიკას და შეუქმნის საზოგადოებას ისეთ პირობებს, სადაც ადამიანების ეკონომიკური ცხოვრების დონე იქნება მაქსიმალურად თანაბარი, სოციალური დაზღვევა ექნებათ, ასევე სამედიცინო დაზღვევა, უფასო განათლება და ა.შ

 

იმ საზოგადოებაში სადაც ცხოვრების დონე თანაბარია, კრიმინალი ნაკლებია, მაგალითად სკანდინავიას მოვიყვან ნორვეგიის და დანიის მაგალიტებს სადაც ციხეები თითქმის თავისუფალი არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1) დემოკრატიული

2) სეკულარული

3) სოციალისტური ეკონომიკით

4) ლიბერალური ფასეულობებით (მარა ეკონომიკაში არა, ადამიანის უფლებების მხრივ და ა.შ ლიბერალიზმის მომხრე ვარ)

5) დეცენტრალიზებულ მართველობის სისტემით

6) პროდასავლური

აგერ ადამიანმა ჩამოწერა, სხვებმაც ხომ უნდა გამოთქვათ აზრი?

ესაა ძმაო, როდესაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას რომ მხარი დავუჭიროთ ალბათ მეტ ნაკლებად უნდა ვაცნობიერებდეთ ერთ რამეს,

მიდის თუ არა ეს პოლიტიკური ძალა ისეთ საქართველომდე ჩვენ რომ გვინდა,

 

ვიმდოვნებ რომ ბევრი ფორუმელი გამოხატავს თავის აზრს, შემდგომში ეს მათ დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში

 

1) დემოკრატიული

2) სეკულარული

3) სოციალისტური ეკონომიკით 4) ლიბერალური ფასეულობებით (მარა ეკონომიკაში არა, ადამიანის უფლებების მხრივ და ა.შ ლიბერალიზმის მომხრე ვარ)

5) დეცენტრალიზებულ მართველობის სისტემით

6) პროდასავლური

ეგ განავრცე რას გულისხმობ, სახელმწიფო საკუთრებას?

ყველაფერი გასაგაებია სოც. ეკონომიკის გარდა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაცამტვერდა ილუზორული იდეა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკი¬დებლობა, “თავისუფლება” არსებულ პრობლემებს ავტომატურად გადაწყვეტდა. რეალურად კი “თავისუფლების” მიღების შემდეგ ტრადიციები უკვალოდ ქრება და ზნეობა მკვეთრად ეცემა.

 

მიზანი - ზნეობრივი ადამიანის საკადრისი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა. სამწუხაროდ, რთული პრობლემის მარტივი ამოხსნა არ არსებობს და ეს ჩვენგან კომპლექსურ გააზრებას მოითხოვს.

 

შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს უპირველეს ყოვლისა ზნეობის და შემდეგ ზუსტი მეცნიერების, ფილოსოფიის, სოციალური ფილოსოფიის, იურიდიული ფილოსოფიის და რაც მთავარია, თეოსოფიური თვალთახედვიდან უნდა განვიხილოთ.

 

ჩვენ გადარჩენის გზის პოვნას ვცდილობთ და ვეძებთ მათ, ვინც ტანჯვისაგან განთავისუფლებაში დაგვეხმარება.

სოკრატეს მოწაფე ანტისთენე სიცოცხლის ბოლოს ავადმყოფობით იტანჯებოდა.

მოსანახულებლად მისულ მეგობრებს მან კითხვით მიმართა:

_ ვინ გამათავისუფლებს ტანჯვისგან?

ერთმა მეგობარმა ხანჯალი უსიტყვოდ გაუწოდა. ანტისთენემ უპასუხა.

_ მე გთხოვეთ ტანჯვისგან და არა სიცოცხლისგან განთავისუფლება.

ისე გვეჩვენება, რომ თითქმის ყველა ახლობელი თუ შორეული ”მეგობარი” საქართველოს ხანჯალს აწვდის.

 

ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო.

განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა-დამკვიდრებაზეა დამოკიდებული.

 

თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.

 

საკითხი ძალიან რთულია და საპასუხისმგებლო. მას დისკუსია სჭირდება.

 

შემიძლია წარმოგიდგინოთ ჩემი თვალთახედვა, მაგრამ ამ ფორუმის ფორმატით ეს შეუძლებელია, ვინაიდან ურთულეს თეორიას მარტივად ვერ გადმოგცემთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კანონიერი მინდა-რაც კანონებში წერია ისეთი დამინდა არც კი ვიცოდე ვინაა პრეზიდენტი, ტიტოეული დეპუტატი/მინისტრი, მათი საყვარლები, ცოლშვილი და ნატესავები- სახეზე და სახელგვარებით!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიზანი - ზნეობრივი ადამიანის საკადრისი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა
.

გეთანხმები

 

giauridia

ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო.

განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა-დამკვიდრებაზეა დამოკიდებული.

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. მე ისეთი საქართველო მინდა, სადაც კანონის უზენაესობაა!!!

 

2. სადაც იცის ხალხმა რას ნიშნავს თავისუფლება.

 

3. რომ თავისუფლება არც ქაოსია და არც დიქტატორობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. მე ისეთი საქართველო მინდა, სადაც კანონის უზენაესობაა!!!

მე არა. ვიღაცა პეტრეს დაწერილი კანონი რატომ უნდა იყოს უზენაესი?

ისევ ჯობია, საქართველოს სიყვარული იყოს უზენაესი

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არა. ვიღაცა პეტრეს დაწერილი კანონი რატომ უნდა იყოს უზენაესი?

მართალია, დღეს საქართველოში კანონი პარლამენტში 500-500 ლარად იყიდება და ვიღაც ტიპები ირგებენ, ესეთი კანონების უზენასობა რომ არის ამიტომ არის საზიზღრად საქმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...