newstudio Posted March 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2010 საბოლოოდ, როგორც გაირკვა, სანაია საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე ანალიტიკურ გადაცემას გააკეთებს, დაახლოებით ისეთს, როგორიც მას “იმედზე” უკვე ჰქონდა. გია ჭანტურია გადაცემის ფორმატზე საუბარზე მეტად იმით დაინტერესდა, თუ ვისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია “მთელ კვირას”, რადგან შეწუხდა იმ ფაქტით, რომ მის ტელევიზიაში ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც ინფორმაცია გარეთ გააქვთ. აქვე უნდა ითქვას, რომ როდესაც გავიგეთ, რომ სანაია ჟურნალისტურ გამოძიებაზე ამზადებდა გადაცემას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს ამბავი ერთობ საინტერესოდ “მოგვეჩვენა”, რადგან დღეს, ქართულ მედიაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ჟურნალისტიკის კეთება არც ისე ადვილია, თუმცა, როგორც სავარაუდოიყო, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ გადაცემას არაფერი ექნება საერთო ჟურნალისტურ გამოძიებასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჭანტურიას თქმით, ახალ პროექტში გამოძიების ელემენტებიც იქნება, ეს მაინც ჩვეულებრივი ანალიტიკური პროექტი გახლავთ. გია ჭანტურია: ეს იქნება რაღაც ჟურნალისტური დღიურის მსგავსი გადაცემა. აქ იქნება სხვადასხვა სიუჟეტებით შეკრული გადაცემა. ჩვენ დავიწყეთ ვახოსთან თანამშრომლობა. არ ვიცი,როგორ გითხრათ, რამდენად იქნება ეს ჟურნალისტური გამოძიება. ეს იმაზეა დამოკიდებული, თქვენ რას ეძახით ჟურნალისტურ გამოძიებას. პრინციპში, არის თემები, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ჟურნალისტურ გამოძიებად, მაგრამ ამ თემებზე არ იქნება ერთი და ორი სიუჟეტი, არამედ იქნება თემატურად გადაბმული რამოდენიმე გადაცემა და სიუჟეტი. http://presa.ge/index.php?text=news&i=9537 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted March 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2010 ლეღვია ეგ ბიჭი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.